ავტორი:

ჩინეთში, 25 ბავშვის ნატრიუმის ნიტრიტით მოწამვლისთვის, საბავშვო ბაღის მასწავლებელი სიკვდილით დასაჯეს

ჩინეთში, 25 ბავშვის ნატრიუმის ნიტრიტით მოწამვლისთვის, საბავშვო ბაღის მასწავლებელი სიკვდილით დასაჯეს

ჩინეთში, 25 ბავშვის ნატრიუმის ნიტრიტით მოწამვლისთვის, საბავშვო ბაღის მასწავლებელი ვანგ იუნი სიკვდილით დასაჯეს. საქმეს ჰენანის პროვინციაში, ჯიაოზუოს სასამართლო განიხილავდა. გამოძიების ფარგლებში დადასტურდა, რომ ვანგ იუნგმა 25 ბავშვი ნატრიუმის ნიტრიტით მოწამლა. ამის შესახებ გამოცემა Pengpai იტყობინება.

ქალი სიკვდილით 13 ივლისს დასაჯეს.

შემთხვევა 2019 წლის მარტში ჯიაოზუოს ერთ-ერთ საბავშვო ბაღში მოხდა. მოულოდნელად 25 ბავშვი საკვებით მასობრივად მოიწამლა. პოლიციამ გაარკვია, რომ მასწავლებელმა ვანგ იუნმა სკოლამდელი ასაკის ბავშვების ფაფას ნატრიუმის ნიტრიტი დაამატა. მოწამლული ბავშვებიდან ერთ-ერთი 10-თვიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა.

როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, დანაშაულის მოტივი საბავშვო ბაღის კოლეგასთან კონფლიქტი გახდა.

გარდა ამისა, გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ 2017 წელს ქალმა ქმართან ჩხუბის შემდეგ, მის სასმელს ნატრიუმის ნიტრიტი დაუმატა, რის შედეგადაც კაცი მოიწამლა, თუმცა სიკვდილს გადაურჩა.