ავტორი:

თბილისში, კახეთის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

თბილისში, კახეთის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

თბილისში, კახეთის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით არის აღძრული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს.