ავტორი:

ლიტერატურული პრემია "საბას" 2023 წლის ფინალისტებს შორის "პალიტრა L-ის"  ხუთი ავტორი მოხვდა

ლიტერატურული პრემია "საბას" 2023 წლის ფინალისტებს შორის "პალიტრა L-ის"  ხუთი ავტორი მოხვდა

ლიტერატურულმა პრემია „საბა“ 21-ე კონკურსის ფინალისტების სია გამოაქვეყნა. მათ შორის მოხვდა „პალიტრა L-ის“ ხუთი ავტორი, საიდანაც ორი „გახდი ბესტსელერის ავტორის“ გამარჯვებულია.

ფინალისტი ავტორები:

ნომინაცია საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი :

  • ირაკლი არიშვილი „დასაწყისის დასასრული“
  • ანუკი შატაკიშვილი - „წუთით კოსმოსში“

ნომინაცია წლის საუკეთესო რომანი:

  • რატი რატიანი - „რომეო იცინოდა“
  • თამრი ფხაკაძე - „ჩვენ, თურმელები“

ნომინაცია საუკეთესო პროზაული კრებული:

  • ლუკა ბაქანიძე - „რომელი ხარ სარდაფსა შინა“

ირაკლი არიშვილი „პალიტრა L-ის“ ცნობილი ლიტერატურული კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი 2022-ის“ გამარჯვებულია. მისი სადებიუტო რომანი დასაწყისის დასასრული მოგვითხრობს ახალგაზრდა მამაკაცის შესახებ, რომელიც ერთ ჩვეულებრივ დღეს, დილით აღმოაჩენს, რომ გამქრალია და ვეღარავინ ხედავს. მთავარი გმირი იწყებს პასუხების ძიებას და ამ პროცესში მრავალი მნიშვნელოვანი მოვლენა გადახდება თავს.

რაც შეეხება ანუკი შატაკიშვილს, მისმა ნამუშევარმაც „პალიტრა L-ის“ 2022 წლის კონკურსში გაიმარჯვა. წუთით კოსმოსში გვიამბობს ორი პერსონაჟის შესახებ, რომლებიც ბავშვობაში იცნობდნენ ერთმანეთს, შემდეგ მათი გზები გაიყარა და თითოეულს ბედმა საკმაოდ მძიმე ცხოვრება არგუნა. მთავარი გმირების ბავშვობისდროინდელი სურვილი მთვარეზე გაფრენაა, თუმცა ეს გზა დაბრკოლებებითა და ხიფათითაა სავსე. წიგნი მოგვითხრობს, როგორ უმკლავდებიან პერსონაჟები ამ ხიფათიან გზას.

წლის საუკეთესო რომანის ნომინაციაში დასახელებულ წიგნსა და მის ავტორს რატი რატიანს. მკითხველი უკვე კარგად იცნობს. ის „საბას“ ფინალისტებს შორის გასულ წელსაც მოხვდა დეტექტიური მოთხრობით მკვლელობა სადგურის უბანში.

რომეო იცინოდა მოგვითხრობს ერთი უცნაური და დაუჯერებელი ბედის მქონე ახალგაზრდა კაცის ცხოვრებაზე, რომელიც ტანჯვით არის სავსე. პერსონაჟი საბედისწერო გამოწვევის წინაშე დგება.

ასევე წლის საუკეთესო რომანის ნომინაციაში დასახელებული თამრი ფხაკაძის „ჩვენ, თურმელები“ გვიამბობს უჩვეულო პერსონაჟების ისტორიას, რომლებიც თლილი ქვის მრავალ კარიან სახლში ცხოვრობენ. აქედან მთავარი კარი კი გასასვლელია შეუცნობელ გარე წუთისოფელში, სადაც მოგზაურობა შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს. რომანის ეს საინტერესო სიუჟეტი და გამოგონილი სამყარო მკითხველს უთუოდ დააინტერესებს.

საუკეთესო პროზაული კრებულის ნომინაციაში მოხვდა ლუკა ბაქანიძის რომელი ხარ სარდაფსა შინა, რომელშიც საოცარი დეტალიზაციით არის გადმოცემული რეალობა და მკითხველს აჩვენებს იმას, რაც რიგითი თვალისთვის შეუმჩნეველია.

ლუკა ბაქანიძე გამორჩეული ხმაა თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში. მან 2017 წელს მიიღო „საბას“ პრემია მოთხრობათა კრებულისთვის „სად ხარ, ლაზარე“, რომელმაც სწრაფად მოიპოვა მკითხველის აღიარება.

აღსანიშნავია, რომ „საბა“ 2023-ის დაჯილდოების ცერემონიალი სექტემბერში გაიმართება, მანამდე კი მკითხველს შეუძლია, ფინალისტებს წიგნებს გაეცნოს.

R