მსოფლიო
სამართალი

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სააკაშვილს ერთ კილოზე მეტი აქვს მომატებული“ - "ვივამედის“ კლინიკური დირექტორი გიორგი ჩალაძეს და გიული ალასანიას პასუხობს
"სააკაშვილს ერთ კილოზე მეტი აქვს მომატებული“ - "ვივამედის“ კლინიკური დირექტორი გიორგი ჩალაძეს და გიული ალასანიას პასუხობს

კლი­ნი­კა "ვი­ვა­მე­დის“ კლი­ნი­კუ­რი დი­რექ­ტო­რის, ზუ­რაბ ჩხა­ი­ძის გან­ცხა­დე­ბით, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რომ უცხო­ელ­მა მე­დი­კო­სებ­მა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის ახა­ლი ინ­სტრუ­მენ­ტუ­ლი, თუ ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბა მო­ი­თხო­ვეს, სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

მი­სი­ვე თქმით, პო­ლო­ნე­ლი ექი­მე­ბის მიერ ერ­თა­დერთ პრო­ცე­დუ­რა­ზე გა­ი­ცა რე­კო­მენ­და­ცია, რო­მე­ლიც კლი­ნი­კა "ვი­ვა­მე­დის“ ექი­მებ­მა პა­ცი­ენტს ადრე თა­ვა­დაც შეს­თა­ვა­ზეს, მაგ­რამ მა­შინ მან ამ კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და.

"გუ­შინ­წინ ჩვენ შევხდით პო­ლო­ნელ კო­ლე­გებს, რომ­ლე­ბიც ვი­ზი­ტით ჩვენ­თან კლი­ნი­კა­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. შეხ­ვედ­რა ძა­ლი­ან საგ­ნობ­რი­ვი იყო, ძა­ლი­ან კო­ლე­გი­ა­ლუ­რი შეხ­ვედ­რა შედ­გა. ჩვენ ერ­თობ­ლი­ვად გან­ვი­ხი­ლეთ პა­ცი­ენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის სა­კი­თხე­ბი, ისი­ნი ავად­მყო­ფო­ბის ის­ტო­რი­ას გა­ეც­ნენ, ყვე­ლა კვლე­ვა ნა­ხეს, ასე­ვე სრუ­ლად გა­ეც­ნენ ჩვე­ნი მკურ­ნა­ლო­ბის ტაქ­ტი­კას და კვლე­ვე­ბის შე­დე­გებს და­ე­თან­ხმნენ. პო­ლო­ნე­ლი ექი­მე­ბის მიერ რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი იყო ერ­თა­დერ­თი პრო­ცე­დუ­რა, რო­მე­ლიც ჩვენ ადრე პა­ცი­ენ­ტის­თვის შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი გვქონ­და და პა­ცი­ენ­ტმა მა­შინ ამ კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და. სხვა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ახა­ლი ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი თუ ინ­სტრუ­მენ­ტუ­ლი კვლე­ვე­ბი და­ი­ნიშ­ნა, მსგავ­სი სა­უ­ბა­რი არ ყო­ფი­ლა. ჩა­ლა­ძის ფან­ტა­ზი­ე­ბი ძა­ლი­ან შორს მი­დის და არ ვიცი, ვინ სწვდე­ბა მის ფან­ტა­ზი­ებს და სა­ერ­თოდ ეს აზ­რე­ბი სა­ი­დან მო­აქვს, მსგავ­სი სა­ერ­თოდ არა­ფე­რი ყო­ფი­ლა. ჩა­ლა­ძე­ზე სა­უ­ბა­რი ჩემ­გან ცოტა უხერ­ხუ­ლია. ეს ადა­მი­ა­ნი თა­ვის დამ­კვიდ­რე­ბას ცდი­ლობს ეტყო­ბა, ყვე­ლა ღო­ნეს და ხერ­ხს ხმა­რობს სა­ა­მი­სოდ. გა­კე­თე­ბუ­ლი რა­ი­მე საქ­მე ჩა­ლა­ძის თქვენ გი­ნა­ხავთ?!

რაც შე­ე­ხე­ბა მე­დი­კო­სებს, ესე­ნი არი­ან საკ­მა­ოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი თა­ვი­ანთ ქვეყ­ნებ­ში. ერთი იყო ნე­ი­რო­ქი­რურ­გი და მე­ო­რე ში­ნა­გა­ნი მე­დი­ცი­ნის სპე­ცი­ა­ლის­ტი, რო­მელ­საც, ასე­ვე, ტოქ­სი­კო­ლო­გის სერ­ტი­ფი­კა­ტი აქვს. სხვა სპე­ცი­ა­ლის­ტი არ ყო­ფი­ლან და სხვა სპე­ცი­ა­ლის­ტის მიერ პა­ცი­ენ­ტი ნა­ნა­ხი არ ყო­ფი­ლა“, - გა­ნა­ცხა­და ჩხა­ი­ძემ.

ასე­ვე, ჩხა­ი­ძე გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ას გან­ცხა­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა, რო­მელ­მაც თქვა, რომ ყო­ფილ პრე­ზი­დენტს წო­ნა­ში ერთი კილო აქვს მო­მა­ტე­ბუ­ლი, რა­ზეც ჩხა­ი­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ ის გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ას წო­ნის მა­ტე­ბის კომ­პო­ნენ­ტში და­ე­თან­ხმე­ბა, მაგ­რამ არა წო­ნის მა­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­ში.

"შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ პა­ცი­ენ­ტი უფრო მე­ტად ას­რუ­ლებს ჩვენს რე­კო­მენ­და­ცი­ებს და ჩვენ ეს ძა­ლი­ან გვა­ხა­რებს. რო­დე­საც პა­ცი­ენ­ტი ჩვენს რე­კო­მენ­და­ცი­ას ით­ვა­ლის­წი­ნებს, შე­იძ­ლე­ბა არას­რუ­ლად, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში ბევ­რად უფრო უკე­თე­სად, ეს მხო­ლოდ სა­სი­ხა­რუ­ლოა ჩვენ­თვის. პა­ცი­ენ­ტმა კვე­ბის კომ­პო­ნენ­ტი გა­ა­უმ­ჯო­ბე­სა ანუ რა­ო­დე­ნობ­რი­ვად უფრო მეტს იკ­ვე­ბე­ბა. ეს ძა­ლი­ან კარ­გია, თუმ­ცა ჩვენ ვი­სურ­ვებ­დით, რომ ეს კომ­პო­ნენ­ტი უფრო გა­უმ­ჯო­ბეს­დეს და ჩვე­ნი შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი მე­ნიუ გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იქ­ნეს, თუმ­ცა ეს ჯერ­ჯე­რო­ბით სრუ­ლად არ ხერ­ხდე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, წო­ნა­ში მა­ტე­ბა არის. თუ ერთი კილო თქვა გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ამ, მე და­ვე­თან­ხმე­ბი გი­უ­ლის იმ კომ­პო­ნენ­ტში, რომ წო­ნის მა­ტე­ბა არის, მაგ­რამ რა­ო­დე­ნო­ბა­ში ვერ და­ვე­თან­ხმე­ბი, მას მეტი აქვს მო­მა­ტე­ბუ­ლი“, - გა­ნა­ცხა­და ჩხა­ი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარინა
45

ჩემმა სამკილოიანმა შვილმა პირველ თვეში მოიმატა 1,300 და ამხელა მასისისთვის 1 კგ მომატებაა?

ნუნუკა
6

მიხომ როგორ დაიკლო წონაში, იმაზე რომ დაწეროს პატარა წიგნი, მილიონებს იშოვის. მთელი დედამიწის ქალები დასაკლებები ვართ და ამან რა კარგად დაიკლო ნახე 

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"სააკაშვილს ერთ კილოზე მეტი აქვს მომატებული“ - "ვივამედის“ კლინიკური დირექტორი გიორგი ჩალაძეს და გიული ალასანიას პასუხობს

"სააკაშვილს ერთ კილოზე მეტი აქვს მომატებული“ - "ვივამედის“ კლინიკური დირექტორი გიორგი ჩალაძეს და გიული ალასანიას პასუხობს

კლინიკა "ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ უცხოელმა მედიკოსებმა მიხეილ სააკაშვილისთვის ახალი ინსტრუმენტული, თუ ლაბორატორიული კვლევების ჩატარება მოითხოვეს, სიმართლეს არ შეესაბამება.

მისივე თქმით, პოლონელი ექიმების მიერ ერთადერთ პროცედურაზე გაიცა რეკომენდაცია, რომელიც კლინიკა "ვივამედის“ ექიმებმა პაციენტს ადრე თავადაც შესთავაზეს, მაგრამ მაშინ მან ამ კვლევის ჩატარებაზე უარი განაცხადა.

"გუშინწინ ჩვენ შევხდით პოლონელ კოლეგებს, რომლებიც ვიზიტით ჩვენთან კლინიკაში იმყოფებოდნენ. შეხვედრა ძალიან საგნობრივი იყო, ძალიან კოლეგიალური შეხვედრა შედგა. ჩვენ ერთობლივად განვიხილეთ პაციენტის ჯანმრთელობის საკითხები, ისინი ავადმყოფობის ისტორიას გაეცნენ, ყველა კვლევა ნახეს, ასევე სრულად გაეცნენ ჩვენი მკურნალობის ტაქტიკას და კვლევების შედეგებს დაეთანხმნენ. პოლონელი ექიმების მიერ რეკომენდებული იყო ერთადერთი პროცედურა, რომელიც ჩვენ ადრე პაციენტისთვის შეთავაზებული გვქონდა და პაციენტმა მაშინ ამ კვლევის ჩატარებაზე უარი განაცხადა. სხვა ინფორმაცია, რომ ახალი ლაბორატორიული თუ ინსტრუმენტული კვლევები დაინიშნა, მსგავსი საუბარი არ ყოფილა. ჩალაძის ფანტაზიები ძალიან შორს მიდის და არ ვიცი, ვინ სწვდება მის ფანტაზიებს და საერთოდ ეს აზრები საიდან მოაქვს, მსგავსი საერთოდ არაფერი ყოფილა. ჩალაძეზე საუბარი ჩემგან ცოტა უხერხულია. ეს ადამიანი თავის დამკვიდრებას ცდილობს ეტყობა, ყველა ღონეს და ხერხს ხმარობს საამისოდ. გაკეთებული რაიმე საქმე ჩალაძის თქვენ გინახავთ?!

რაც შეეხება მედიკოსებს, ესენი არიან საკმაოდ აღიარებული სპეციალისტები თავიანთ ქვეყნებში. ერთი იყო ნეიროქირურგი და მეორე შინაგანი მედიცინის სპეციალისტი, რომელსაც, ასევე, ტოქსიკოლოგის სერტიფიკატი აქვს. სხვა სპეციალისტი არ ყოფილან და სხვა სპეციალისტის მიერ პაციენტი ნანახი არ ყოფილა“, - განაცხადა ჩხაიძემ.

ასევე, ჩხაიძე გიული ალასანიას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ ყოფილ პრეზიდენტს წონაში ერთი კილო აქვს მომატებული, რაზეც ჩხაიძემ აღნიშნა, რომ ის გიული ალასანიას წონის მატების კომპონენტში დაეთანხმება, მაგრამ არა წონის მატების რაოდენობაში.

"შემიძლია გითხრათ, რომ პაციენტი უფრო მეტად ასრულებს ჩვენს რეკომენდაციებს და ჩვენ ეს ძალიან გვახარებს. როდესაც პაციენტი ჩვენს რეკომენდაციას ითვალისწინებს, შეიძლება არასრულად, ყოველ შემთხვევაში ბევრად უფრო უკეთესად, ეს მხოლოდ სასიხარულოა ჩვენთვის. პაციენტმა კვების კომპონენტი გააუმჯობესა ანუ რაოდენობრივად უფრო მეტს იკვებება. ეს ძალიან კარგია, თუმცა ჩვენ ვისურვებდით, რომ ეს კომპონენტი უფრო გაუმჯობესდეს და ჩვენი შეთავაზებული მენიუ გათვალისწინებული იქნეს, თუმცა ეს ჯერჯერობით სრულად არ ხერხდება. შესაბამისად, წონაში მატება არის. თუ ერთი კილო თქვა გიული ალასანიამ, მე დავეთანხმები გიულის იმ კომპონენტში, რომ წონის მატება არის, მაგრამ რაოდენობაში ვერ დავეთანხმები, მას მეტი აქვს მომატებული“, - განაცხადა ჩხაიძემ.