ავტორი:

რუსეთში ოფიციალური პირები ამბობენ, რომ "გენერალი არმაგედონი ისვენებს" - სად გაქრა სერგეი სუროვიკინი "ვაგნერის" ამბოხის შემდეგ

რუსეთში ოფიციალური პირები ამბობენ, რომ "გენერალი არმაგედონი ისვენებს" - სად გაქრა სერგეი სუროვიკინი "ვაგნერის" ამბოხის შემდეგ

რუსი გენერალი, სერგეი სუროვიკინი "ვაგნერის" აჯანყების შემდეგ საჯაროდ არ გამოჩენილა. სუროვიკინი ამბოხში სავარაუდო მონაწილე პირადაა მიჩნეული. რუსული მედიის ცნობით, "გენერალმა არმაგედონმა" იცოდა პრიგოჟინის გეგმების შესახებ, თუმცა არაფერი თქვა.

არაერთი ინფორმაცია ვრცელდება მისი ადგილსამყოფელის შესახებ, თუმცა რუსეთის დუმაში ამბობენ, რომ "სუროვიკინი ისვენებს".

თავდაპირველად სერგეი სუროვიკინის ადგილსამყოფელის შესახებ სპეკულაციებს რუსეთის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ანდრეი კარტაპოლოვმა, მისცა საბაბი. მან განაცხადა, რომ გენერალთან დაკავშირება შეუძლებელი იყო. დაუდასტურებელი ინფორმაციით, გენერალი სუროვიკინი ამბოხში მისი სავარაუდო მონაწილეობის გამო დააკავეს, თუმცა დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს.

ბოლოს ის ამბოხის დროს გადაღებულ ვიდეოში ნახეს, რომელშიც "ვაგნერს" შეჩერებისკენ მოუწოდებდა.

რუს სამხედროებთან დაახლოებულმა ერთ-ერთმა ბლოგერმა განაცხადა, რომ დაუდასტურებელი ინფორმაციით, გენერალი მოსკოვის ცნობილ ციხეში, მატროსკაია ტიშინაში იმყოფებოდა. მან დარწმუნებით დაამატა, რომ სუროვიკინი "სახლში არ არის".

სუროვიკინი ოქტომბერში უკრაინაში მყოფი რუსული ძალების სათავეში დაინიშნა, მაგრამ ის სამი თვის შემდეგ გაათავისუფლეს. მან სირიაში რუსეთის ოპერაციების დროს სასტიკი მეთაურის რეპუტაცია მოიპოვა და მას "გენერალი არმაგედონი" შეარქვეს. უკრაინაში ის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დამანგრეველ თავდასხმებს მეთაურობდა, რის გამოც მილიონობით მშვიდობიანი მოაქალაქე ელექტროენერგიისა და წყლის გარეშე დარჩა ზამთრის პერიოდში.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა