მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შფოთვითი აშლილობა და ობსესიურობა სწორედ მაშინ ჩაისახა ჩემში და მერე, ნელ-ნელა გამძაფრდა... ნუ ჩააცმევთ ბავშვებს ხუთი ზომით დიდ განცდას, ათი ზომით დიდ ფიქრებს" - გიორგი კეკელიძე
"შფოთვითი აშლილობა და ობსესიურობა სწორედ მაშინ ჩაისახა ჩემში და მერე, ნელ-ნელა გამძაფრდა...  ნუ ჩააცმევთ ბავშვებს ხუთი ზომით დიდ განცდას, ათი ზომით დიდ ფიქრებს" - გიორგი კეკელიძე

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი, სა­პარ­ლა­მენ­ტო ბიბ­ლი­ო­თე­კის დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ პოსტს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც ბავ­შვო­ბის დროს გა­დახ­დე­ნილ უჩ­ვე­უ­ლო ამ­ბებს იხ­სე­ნებს.

გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე:

"სამ­წუ­ხა­როდ, მე ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ბავ­შვო­ბა არ მქო­ნია - იმ­თა­ვით­ვე დი­დო­ბას მას­წავ­ლიდ­ნენ. გა­მო­ნაკ­ლი­სი მა­მა­ჩე­მის მო­გო­ნი­ლი თა­მა­შე­ბი იყო, ადრე ბევ­რჯერ მო­მი­ყო­ლია - ოღონდ ეგ გა­მო­ნაკ­ლი­სია და წესი - სხვა.

რაც თავი მახ­სოვს, მხო­ლოდ ეს მეს­მო­და ოჯახ­ში: "შენ უნდა იყო მთა­ვა­რი - ყველ­გან და ყვე­ლა­ფერ­ში!" და ამას თან ურ­თავ­დნენ არ­გუ­მენ­ტად ჩემს გა­რო­მან­ტი­კუ­ლე­ბულ, გა­მი­თი­უ­რე­ბულ სტარტს:პირ­ვე­ლი ლე­გენ­და თუ ნაღ­დი ამ­ბა­ვი, ოღონდ ლე­გენ­დუ­რი სა­ბურ­ვე­ლით და ინ­ტო­ნა­ცი­ით, ეგ იყო, რომ მა­მა­ჩემს რა­ღაც ესიზ­მრა, ძილ­ში გა­და­ი­ხარ­ხა­რა, დე­და­ჩემს შე­ში­ნე­ბულს გა­ეღ­ვი­ძა, ნა­ად­რე­ვი მშო­ბი­ა­რო­ბა და­ე­წყო და ასე და­ვი­ბა­დე.

მე­ო­რე - დე­ი­და­ჩემს ჩემი ჭიპ­ლა­რი გა­ა­ტა­ნეს და უნი­ვერ­სი­ტე­ტის აუ­დი­ტო­რი­ა­ში, რო­მე­ლი­ღაც მერხში შე­აგ­დო. ეს რი­ტუ­ა­ლი იმ გეგ­მას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და, რომ მე უსა­თუ­ოდ უნდა გავმხდა­რი­ყა­ვი აკა­დე­მი­კო­სი ან რამე მსგავ­სი. გვი­ან, ხში­რად წარ­მო­ვიდ­გენ­დი იმ დამ­ლა­გებ­ლის სა­ხეს, ვინც იპო­ვა ანაც სტუ­დენ­ტი თუ იყო - მით უფრო. მე­სა­მე - ოთხი თვი­სას რა­ღაც ვირუ­სი შე­მე­ყა­რა და ვკვდე­ბო­დი. ვერც რა ექიმ­მა რომ ვერ მიშ­ვე­ლა, ბო­ლოს ქაშ­ვეთ­ში მომ­ნათ­ლეს და ღვთის­მშობ­ლის ხატს შე­მა­ვედ­რეს. გა­დავ­რჩი.

მე მორ­წმუ­ნე კაცი არ ვარ, მაგ­რამ როცა ძა­ლი­ან მი­ჭირს, იმ ხატ­თან მივ­დი­ვარ და სრუ­ლი­ად უსინ­დი­სოდ, დახ­მა­რე­ბას ვთხოვ. მე­ო­თხე - ის, რომ სამი წლი­სა უკვე ლექ­სებს ვი­გო­ნებ­დი, თუმ­ცა მანდ მგო­ნი ბე­ბი­ა­ჩე­მის ხელი ერია - ერთი მათ­გა­ნი დღემ­დე შე­მორ­ჩა ოჯა­ხურ ფოლკ­ლორს: "ჭრი­ჭი­ნა და წვი­მა მიყ­ვარს, ქა­რია და ქარი, ბავ­შვე­ბო არ გა­მოხ­ვი­დეთ, არ გა­ა­ღოთ კარი!"მოკ­ლედ ამ თქმუ­ლე­ბე­ბით გაბ­რე­უ­ბულს ყველ­გან ეს ფრა­ზე­ბი მხვდე­ბო­და ჩა­საფ­რე­ბუ­ლი - "შენ ხარ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი!" "შენ იძუ­ლე­ბუ­ლი ხარ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი იყო!" "შენ გე­ვა­ლე­ბა წარ­მა­ტე­ბა!" "შენი წარ­მა­ტე­ბა გარ­და­უ­ვა­ლია!"ბა­ღის ასაკ­ში მას­წავ­ლიდ­ნენ წერა-კი­თხვას და ისეთ უც­ნა­ურ ლექ­სებს, რო­გო­რიც არის მა­გა­ლი­თად, უოლ­ტერ სკო­ტის "ლო­ხინ­ვარ ჭა­ბუ­კი" და ღა­მით მე­სიზ­მრე­ბო­და, რო­გორ ვი­ყა­ვი ეგ ჭა­ბუ­კი მე და რო­გორ ვარ­თმევ­დი ცოლს ვი­ღაც რა­ინდს მთლად ქორ­წი­ლი­დან. წე­სით, ალ­ბათ, ბავ­შვს სხვა რამ უნდა ესიზ­მრე­ბო­დეს. ან სა­სურ­ვე­ლია. რა ვიცი.

ცალ­კე ამ­ბა­ვი იყო ყო­ველ­მხრი­ვი მო­წო­დე­ბა, რო­მელ­საც ტა­ნის და­ბა­ნი­სას ლექ­სად ით­ქმე­ბო­და, ას­ხამ­დნენ წყალს და აყო­ლებ­დნენ: "სუქი, სუქი..." ეგ ლექ­სი ცოტა უხამ­სია, შე­სა­ბა­მი­სად, აქ ვერ გა­კად­რებთ, მაგ­რამ ში­ნა­არ­სი ეგ არის, რომ სა­დაც კარ­გი გო­გოა, ყვე­ლა შენი უნდა იყოს. სწო­რედ მაგ შე­გო­ნე­ბით, ბაღ­ში სამი ერ­თად მიყ­ვარ­და და მე­გო­ნა, რომ სა­მი­ვეს ვუყ­ვარ­დი. სხვა­ნა­ი­რად უბ­რა­ლოდ ვერ წარ­მო­მედ­გი­ნა, და­უშ­ვე­ბე­ლი გახ­ლდათ . ეგ კი არა, ოთხი წლი­სამ, ბე­ბი­ა­ჩე­მის მოს­წავ­ლე, მერ­ვეკ­ლა­სელ თე­ო­ნას ავუხ­სე­ნი სიყ­ვა­რუ­ლი. იმან კი­დევ დამ­ცი­ნა: "მე, შავი ბი­ჭე­ბი მომ­წონს". კრი­მი­ნა­ლუ­რი მის­წრა­ფე­ბე­ბი­სო ანუ.

მე ნაღ­დი შავი მე­გო­ნა და ნახ­ში­რი წა­ვის­ვი. ძა­ლით დამ­ბა­ნეს, მაგ­რამ თურ­მე გავ­კი­ო­დი, სას­წრა­ფოდ ისევ დამ­სვა­რეთ-მეთ­ქი. ურ­თუ­ლე­სი ბავ­შვი ვი­ყა­ვი - ჯი­უ­ტი, მბრძა­ნე­ბე­ლი, დრა­მა­ტუ­ლი სცე­ნა­რე­ბის დამ­გეგ­მა­ვი და სხვა. მოკ­ლედ, ამ ჩა­ნერ­გილ­მა, უკვე ნახ­სე­ნებ­მა მო­დელ­მა მთლი­ა­ნად დაბ­ზა­რა ფსი­ქი­კის ეს სფე­რო და სრუ­ლი­ად და­მან­გრე­ვე­ლი გავ­ლე­ნა ჩემს მო­ახ­დი­ნა პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე - კო­ლექ­ცი­ო­ნე­რო­ბის გა­უ­გე­ბა­რი, არა­ბუ­ნებ­რი­ვი ვნე­ბით, ზე­რე­ლე ქცე­ვით და სხვა. ამ ამ­ბავ­ზე ოდეს­მე დავ­წერ. ოღონდ ჯერ ვერ და არ. მოკ­ლედ ჯო­ჯო­ხე­თი.ლე­გენ­დე­ბი მუ­შა­ობ­დნენ და წარ­მა­ტე­ბის გე­მოც ვიგ­რძე­ნი:მე­ხუ­თე კლას­ში, უკვე, ჩემი პირ­ვე­ლი ლექ­სე­ბის კრე­ბუ­ლი გა­მო­ვი­და და ად­გი­ლობ­რი­ვი გა­ზე­თის რე­დაქ­ტო­რიც ვი­ყა­ვი.

მალე პრე­ზი­დენ­ტის სტი­პენ­დი­ა­ტიც გავ­ხდი, პირ­ვე­ლად და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში - შე­მა­ქეს ანა კა­ლან­და­ძემ და თა­მა­ზე ჭი­ლა­ძემ. თან სწავ­ლა, დის­ციპ­ლი­ნა და შრო­მაც მახ­სოვ­და. პა­რა­ლე­ლუ­რად, ალ­ბათ ამ გან­რი­გის ქვეც­ნო­ბი­ე­რი პრო­ტეს­ტის გა­მოც - როცა წა­მო­ვი­ზარ­დე, ქუ­ჩა­ში, სკო­ლა­ში წა­სულს, ღა­მით მპუ­ლობ­დნენ, რო­მე­ლი­ღაც შე­სახ­ვე­ვის სტა­დი­ონ­ზე მპუ­ლობ­დნენ, მთვა­რის შუქ­ზე მო­თა­მა­შეს და მერე მთე­ლი გზა მა­მუ­ნა­თებ­დნენ. იყო ფა­თე­რა­კე­ბი, ჩხუ­ბე­ბი და ერთხელ ცოტა სის­ხლიც, ჩემი სის­ხლი - სად კი არა, კონ­კრე­ტუ­ლად სკო­ლის ნაძვნარ­ში დაღ­ვრი­ლი. ეს თავ­გა­და­სავ­ლე­ბი სიმ­ბო­ლუ­რი კომ­პენ­სა­ცია გა­მოდ­გა ნა­ად­რე­ვად და­წყე­ბუ­ლი ბავ­შვურ-დი­დუ­რი კა­რი­ე­რის. მაგ­რამ ამა­ზე, სხვა დროს.

ხოლო შფოთვი­თი აშ­ლი­ლო­ბა და ობ­სე­სი­უ­რო­ბა სწო­რედ მა­შინ ჩა­ი­სა­ხა ჩემ­ში და მერე, ნელ-ნელა გამ­ძაფ­რდა.

ამ რყე­ვებ­ში და ღრუ­ბელ-ქარ­ში გა­ვი­ზარ­დე. ამან და­ბა­და ჩემ­ში პერ­ფექ­ცი­ო­ნიზ­მი, "ყვე­ლას უნდა ვუყ­ვარ­დე“ და ნე­ბის­მი­ე­რი მარ­ცხის პა­ნი­კურ შიში. და თვქენ ნუ გა­ი­მე­ო­რებთ - ნუ ჩა­აც­მევთ ბავ­შვებს ხუთი ზო­მით დიდ გან­ცდას, ათი ზო­მით დიდ ფიქ­რებს.

ეს მინ­დო­და მეთ­ქვა".

მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
.
4

კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდაო..

და კიდევ ნუ დაუყრი ღორებს მარგალიტსო,

შინაარსის აღქმას და მოყოლის მელოდიურობას თუ ვერ ამჩნევთ ნუ წაიკითხავთ

))
6

რა უბედურებაა ამ უნიჭ ნარცისის ყოველკვირეული წარმოჩენა, ვის აინტერესებს ამის ბოდვა. ცუდადაა, ავადაა, ხომ ხედავთ, მიხედოს თავს, თორემ ვერაფერი უშველის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"შფოთვითი აშლილობა და ობსესიურობა სწორედ მაშინ ჩაისახა ჩემში და მერე, ნელ-ნელა გამძაფრდა... ნუ ჩააცმევთ ბავშვებს ხუთი ზომით დიდ განცდას, ათი ზომით დიდ ფიქრებს" - გიორგი კეკელიძე

"შფოთვითი აშლილობა და ობსესიურობა სწორედ მაშინ ჩაისახა ჩემში და მერე, ნელ-ნელა გამძაფრდა...  ნუ ჩააცმევთ ბავშვებს ხუთი ზომით დიდ განცდას, ათი ზომით დიდ ფიქრებს" - გიორგი კეკელიძე

საქართველოს ეროვნული, საპარლამენტო ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც ბავშვობის დროს გადახდენილ უჩვეულო ამბებს იხსენებს.

გიორგი კეკელიძე:

"სამწუხაროდ, მე ჩვეულებრივი ბავშვობა არ მქონია - იმთავითვე დიდობას მასწავლიდნენ. გამონაკლისი მამაჩემის მოგონილი თამაშები იყო, ადრე ბევრჯერ მომიყოლია - ოღონდ ეგ გამონაკლისია და წესი - სხვა.

რაც თავი მახსოვს, მხოლოდ ეს მესმოდა ოჯახში: "შენ უნდა იყო მთავარი - ყველგან და ყველაფერში!" და ამას თან ურთავდნენ არგუმენტად ჩემს გარომანტიკულებულ, გამითიურებულ სტარტს:პირველი ლეგენდა თუ ნაღდი ამბავი, ოღონდ ლეგენდური საბურველით და ინტონაციით, ეგ იყო, რომ მამაჩემს რაღაც ესიზმრა, ძილში გადაიხარხარა, დედაჩემს შეშინებულს გაეღვიძა, ნაადრევი მშობიარობა დაეწყო და ასე დავიბადე.

მეორე - დეიდაჩემს ჩემი ჭიპლარი გაატანეს და უნივერსიტეტის აუდიტორიაში, რომელიღაც მერხში შეაგდო. ეს რიტუალი იმ გეგმას ემსახურებოდა, რომ მე უსათუოდ უნდა გავმხდარიყავი აკადემიკოსი ან რამე მსგავსი. გვიან, ხშირად წარმოვიდგენდი იმ დამლაგებლის სახეს, ვინც იპოვა ანაც სტუდენტი თუ იყო - მით უფრო. მესამე - ოთხი თვისას რაღაც ვირუსი შემეყარა და ვკვდებოდი. ვერც რა ექიმმა რომ ვერ მიშველა, ბოლოს ქაშვეთში მომნათლეს და ღვთისმშობლის ხატს შემავედრეს. გადავრჩი.

მე მორწმუნე კაცი არ ვარ, მაგრამ როცა ძალიან მიჭირს, იმ ხატთან მივდივარ და სრულიად უსინდისოდ, დახმარებას ვთხოვ. მეოთხე - ის, რომ სამი წლისა უკვე ლექსებს ვიგონებდი, თუმცა მანდ მგონი ბებიაჩემის ხელი ერია - ერთი მათგანი დღემდე შემორჩა ოჯახურ ფოლკლორს: "ჭრიჭინა და წვიმა მიყვარს, ქარია და ქარი, ბავშვებო არ გამოხვიდეთ, არ გააღოთ კარი!"მოკლედ ამ თქმულებებით გაბრეუბულს ყველგან ეს ფრაზები მხვდებოდა ჩასაფრებული - "შენ ხარ განსაკუთრებული!" "შენ იძულებული ხარ განსაკუთრებული იყო!" "შენ გევალება წარმატება!" "შენი წარმატება გარდაუვალია!"ბაღის ასაკში მასწავლიდნენ წერა-კითხვას და ისეთ უცნაურ ლექსებს, როგორიც არის მაგალითად, უოლტერ სკოტის "ლოხინვარ ჭაბუკი" და ღამით მესიზმრებოდა, როგორ ვიყავი ეგ ჭაბუკი მე და როგორ ვართმევდი ცოლს ვიღაც რაინდს მთლად ქორწილიდან. წესით, ალბათ, ბავშვს სხვა რამ უნდა ესიზმრებოდეს. ან სასურველია. რა ვიცი.

ცალკე ამბავი იყო ყოველმხრივი მოწოდება, რომელსაც ტანის დაბანისას ლექსად ითქმებოდა, ასხამდნენ წყალს და აყოლებდნენ: "სუქი, სუქი..." ეგ ლექსი ცოტა უხამსია, შესაბამისად, აქ ვერ გაკადრებთ, მაგრამ შინაარსი ეგ არის, რომ სადაც კარგი გოგოა, ყველა შენი უნდა იყოს. სწორედ მაგ შეგონებით, ბაღში სამი ერთად მიყვარდა და მეგონა, რომ სამივეს ვუყვარდი. სხვანაირად უბრალოდ ვერ წარმომედგინა, დაუშვებელი გახლდათ . ეგ კი არა, ოთხი წლისამ, ბებიაჩემის მოსწავლე, მერვეკლასელ თეონას ავუხსენი სიყვარული. იმან კიდევ დამცინა: "მე, შავი ბიჭები მომწონს". კრიმინალური მისწრაფებებისო ანუ.

მე ნაღდი შავი მეგონა და ნახშირი წავისვი. ძალით დამბანეს, მაგრამ თურმე გავკიოდი, სასწრაფოდ ისევ დამსვარეთ-მეთქი. ურთულესი ბავშვი ვიყავი - ჯიუტი, მბრძანებელი, დრამატული სცენარების დამგეგმავი და სხვა. მოკლედ, ამ ჩანერგილმა, უკვე ნახსენებმა მოდელმა მთლიანად დაბზარა ფსიქიკის ეს სფერო და სრულიად დამანგრეველი გავლენა ჩემს მოახდინა პირად ცხოვრებაზე - კოლექციონერობის გაუგებარი, არაბუნებრივი ვნებით, ზერელე ქცევით და სხვა. ამ ამბავზე ოდესმე დავწერ. ოღონდ ჯერ ვერ და არ. მოკლედ ჯოჯოხეთი.ლეგენდები მუშაობდნენ და წარმატების გემოც ვიგრძენი:მეხუთე კლასში, უკვე, ჩემი პირველი ლექსების კრებული გამოვიდა და ადგილობრივი გაზეთის რედაქტორიც ვიყავი.

მალე პრეზიდენტის სტიპენდიატიც გავხდი, პირველად დასავლეთ საქართველოში - შემაქეს ანა კალანდაძემ და თამაზე ჭილაძემ. თან სწავლა, დისციპლინა და შრომაც მახსოვდა. პარალელურად, ალბათ ამ განრიგის ქვეცნობიერი პროტესტის გამოც - როცა წამოვიზარდე, ქუჩაში, სკოლაში წასულს, ღამით მპულობდნენ, რომელიღაც შესახვევის სტადიონზე მპულობდნენ, მთვარის შუქზე მოთამაშეს და მერე მთელი გზა მამუნათებდნენ. იყო ფათერაკები, ჩხუბები და ერთხელ ცოტა სისხლიც, ჩემი სისხლი - სად კი არა, კონკრეტულად სკოლის ნაძვნარში დაღვრილი. ეს თავგადასავლები სიმბოლური კომპენსაცია გამოდგა ნაადრევად დაწყებული ბავშვურ-დიდური კარიერის. მაგრამ ამაზე, სხვა დროს.

ხოლო შფოთვითი აშლილობა და ობსესიურობა სწორედ მაშინ ჩაისახა ჩემში და მერე, ნელ-ნელა გამძაფრდა.

ამ რყევებში და ღრუბელ-ქარში გავიზარდე. ამან დაბადა ჩემში პერფექციონიზმი, "ყველას უნდა ვუყვარდე“ და ნებისმიერი მარცხის პანიკურ შიში. და თვქენ ნუ გაიმეორებთ - ნუ ჩააცმევთ ბავშვებს ხუთი ზომით დიდ განცდას, ათი ზომით დიდ ფიქრებს.

ეს მინდოდა მეთქვა".