საზოგადოება
პოლიტიკა

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საბერძნეთში მყოფ "კანონიერ ქურდს“, მეტსახელად "ბურდღუნიჩს“ მიმართეს" - რას აცხადებს შსს სპეცოპერაციაზე, რომლის დროსაც "ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 13 პირი დააკავეს?
"საბერძნეთში მყოფ "კანონიერ ქურდს“, მეტსახელად "ბურდღუნიჩს“ მიმართეს" - რას აცხადებს შსს სპეცოპერაციაზე, რომლის დროსაც "ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 13 პირი დააკავეს?

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ "ქურ­დულ სამ­ყა­როს­თან“ კავ­შირ­ში მყო­ფი 13 პირი და­ა­კა­ვა

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბულ და­ნა­შა­ულ­თან ბრძო­ლის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს დამ­ნა­შა­ვე­თა სამ­ყა­როს წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან ერ­თად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კომ­პლექ­სუ­რი ოპე­რა­ტი­უ­ლი და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, თბი­ლის­ში, ქუ­თა­ის­სა და სვა­ნეთ­ში 13 პირი და­ა­კა­ვეს.

რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გახ­და ცნო­ბი­ლი, პო­ლი­ცი­ამ 1965 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ი.კ., 1994 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ზ.ც., 1996 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა.ფ., 1973 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.ფ., 1995 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მ.გ., 1989 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი დ.კ., 1993 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ს.ბ., 1968 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.ა., 1990 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი დ.ზ. მეტ­სა­ხე­ლად "ქერა“, 1985 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.ქ., 1973 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი კ.ვ., 1977 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი პ.ზ. და 2000 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა.ზ. მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს წევ­რო­ბის“, "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს საქ­მი­ა­ნო­ბის მხარ­და­ჭე­რის“ და "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს წევ­რის­თვის მი­მარ­თვის“ ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვა.

მა­თი­ვე ცნო­ბით, და­ნა­შა­უ­ლე­ბი 10 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

"საქ­მე­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კომ­პლექ­სუ­რი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბი აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ სხვა­დას­ხვა და­ნა­შა­უ­ლებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში.

ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი ი.კ., ა.ფ., და ზ.ც., მო­ქა­ლა­ქე­ებს შო­რის ფი­ნან­სუ­რი და­ვე­ბის, ასე­ვე, სა­და­ვო სა­კი­თხე­ბის "ქურ­დუ­ლი წე­სე­ბის“ შე­სა­ბა­მი­სად გან­ხილ­ვი­სა და გა­და­წყვე­ტის მიზ­ნით, "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ საქ­მი­ა­ნო­ბის მხარ­დამ­ჭერ პი­რებ­თან - დ.ზ.-სთან, მ.გ.-სთან, გ.ქ.-სთან, გ.ფ.-სთან, გ.ა.-სთან, ს.ბ.-სთან, დ.კ.-სთან და კ.ვ.-სთან ერ­თად სის­ტე­მა­ტუ­რად აწყობ­დნენ "ქურ­დულ გარ­ჩე­ვას“, აქ­ტი­უ­რად ერ­თვე­ბოდ­ნენ სა­დაო სა­კი­თხე­ბის გან­ხილ­ვა­ში, ასე­ვე, "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წე­სე­ბის შე­სა­ბა­მი­სად წყვეტ­დნენ და მო­და­ვე მხა­რე­ე­ბი­დან ერთ-ერთს სა­და­ვო თან­ხის მი­ტა­ნას, რო­გორც სი­ტყვი­ე­რად ისე, ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით აი­ძუ­ლებ­დნენ.

"ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ საქ­მი­ა­ნო­ბის მხარ­და­ჭე­რის­თვის ბრალ­დე­ბუ­ლი პი­რე­ბი, "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რებს საქ­მის გა­რე­მო­ე­ბე­ბის შე­სა­ხებ აწ­ვდიდ­ნენ ინ­ფორ­მა­ცი­ას, წა­რად­გენ­დნენ სა­კუ­თარ მო­საზ­რე­ბებს, აფა­სებ­დნენ და ხელს უწყობ­დნენ "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ საქ­მი­ა­ნო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას.

გა­მო­ძი­ე­ბით ასე­ვე დად­გინ­და, რომ "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ მი­მარ­თვის­თვის ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა პ.ზ.-მ და ა.ზ.-მ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სარ­გებ­ლის და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი უპი­რა­ტე­სო­ბის მი­სა­ღე­ბად, სა­ბერ­ძნეთ­ში მყოფ "კა­ნო­ნი­ერ ქურ­დს“, ნ.ფ.-ს მეტ­სა­ხე­ლად "ბურ­დღუ­ნიჩს“ მი­მარ­თეს.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ჩხრე­კის შე­დე­გად, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნი­კა და ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბი, რო­მელ­თა სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ისი­ნი ერ­თმა­ნეთს და სა­ზღვარ­გა­რეთ მყოფ "კა­ნო­ნი­ერ ქურ­დებს“ უკავ­შირ­დე­ბოდ­ნენ, ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღეს.

პო­ლი­ცი­ის მიერ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის პი­რა­დი და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის ჩხრე­კი­სას ნივთმტკი­ცე­ბად ასე­ვე ამო­ღე­ბუ­ლია ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღე­ბი, საბ­რძო­ლო მა­სა­ლა და ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა. გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 223-ე პრი­მა მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით, 223-ე ტერ­ცია მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით და 223-ე კვარ­ტა მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს”, - გა­ნა­ცხა­დეს შსს-ში.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბიძინა
0

რა საყვარელი „კლიჩკა" მოუფიქრებიათ. უცხოელებს არ უჭირთ წარმოთქმა?

lasha
10

თუ კანონიერია ქურდია და არა კრიმინალი რატო აკავებთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"საბერძნეთში მყოფ "კანონიერ ქურდს“, მეტსახელად "ბურდღუნიჩს“ მიმართეს" - რას აცხადებს შსს სპეცოპერაციაზე, რომლის დროსაც "ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 13 პირი დააკავეს?

"საბერძნეთში მყოფ "კანონიერ ქურდს“, მეტსახელად "ბურდღუნიჩს“ მიმართეს" - რას აცხადებს შსს სპეცოპერაციაზე, რომლის დროსაც "ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 13 პირი დააკავეს?

შინაგან საქმეთა სამინისტრომ "ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 13 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თბილისში, ქუთაისსა და სვანეთში 13 პირი დააკავეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, პოლიციამ 1965 წელს დაბადებული ი.კ., 1994 წელს დაბადებული ზ.ც., 1996 წელს დაბადებული ა.ფ., 1973 წელს დაბადებული გ.ფ., 1995 წელს დაბადებული მ.გ., 1989 წელს დაბადებული დ.კ., 1993 წელს დაბადებული ს.ბ., 1968 წელს დაბადებული გ.ა., 1990 წელს დაბადებული დ.ზ. მეტსახელად "ქერა“, 1985 წელს დაბადებული გ.ქ., 1973 წელს დაბადებული კ.ვ., 1977 წელს დაბადებული პ.ზ. და 2000 წელს დაბადებული ა.ზ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე "ქურდული სამყაროს წევრობის“, "ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის“ და "ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის“ ბრალდებით დააკავა.

მათივე ცნობით, დანაშაულები 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"საქმეზე ჩატარებული კომპლექსური გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები აქტიურად მონაწილეობდნენ სხვადასხვა დანაშაულებრივ საქმიანობაში.

ბრალდებულები ი.კ., ა.ფ., და ზ.ც., მოქალაქეებს შორის ფინანსური დავების, ასევე, სადავო საკითხების "ქურდული წესების“ შესაბამისად განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით, "ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერ პირებთან - დ.ზ.-სთან, მ.გ.-სთან, გ.ქ.-სთან, გ.ფ.-სთან, გ.ა.-სთან, ს.ბ.-სთან, დ.კ.-სთან და კ.ვ.-სთან ერთად სისტემატურად აწყობდნენ "ქურდულ გარჩევას“, აქტიურად ერთვებოდნენ სადაო საკითხების განხილვაში, ასევე, "ქურდული სამყაროს“ წესების შესაბამისად წყვეტდნენ და მოდავე მხარეებიდან ერთ-ერთს სადავო თანხის მიტანას, როგორც სიტყვიერად ისე, ძალის გამოყენებით აიძულებდნენ.

"ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისთვის ბრალდებული პირები, "ქურდული სამყაროს“ წევრებს საქმის გარემოებების შესახებ აწვდიდნენ ინფორმაციას, წარადგენდნენ საკუთარ მოსაზრებებს, აფასებდნენ და ხელს უწყობდნენ "ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებას.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ "ქურდული სამყაროს“ მიმართვისთვის ბრალდებულებმა პ.ზ.-მ და ა.ზ.-მ მატერიალური სარგებლის და მატერიალური უპირატესობის მისაღებად, საბერძნეთში მყოფ "კანონიერ ქურდს“, ნ.ფ.-ს მეტსახელად "ბურდღუნიჩს“ მიმართეს.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ "კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ, ნივთმტკიცებად ამოიღეს.

პოლიციის მიერ ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ასევე ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და ნარკოტიკული საშუალება. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 223-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილით და 223-ე კვარტა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს”, - განაცხადეს შსს-ში.