სამართალი
მოზაიკა
პოლიტიკა

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს იყო ნიკა გვარამიას შეხვედრა სხვა "ნიკა გვარამიებთან“ - არჩილ თალაკვაძე გვარამიას ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე
"ეს იყო ნიკა გვარამიას შეხვედრა სხვა "ნიკა გვარამიებთან“ - არჩილ თალაკვაძე გვარამიას ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე

"ეს იყო ნიკა გვა­რა­მი­ას შეხ­ვედ­რა სხვა "ნიკა გვა­რა­მი­ებ­თან“, პრინ­ციპ­ში იმ ადა­მი­ა­ნებ­თან, რომ­ლე­ბიც ცდი­ლობ­დნენ ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის თვალ­ში ნა­ცა­რი შე­ე­ყა­რათ და ის წარ­მო­ე­ჩი­ნათ, რო­გორც თა­ვი­სუ­ფა­ლი მე­დი­ის ფლაგ­მა­ნი მსოფ­ლი­ო­ში", - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ვიცე-სპი­კე­რი, არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძე "მთა­ვა­რი არ­ხის“ დამ­ფუძ­ნებ­ლის, ნიკა გვა­რა­მი­ას სტრას­ბურ­გში ვი­ზიტს, სა­დაც ის ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რებს ხვდე­ბა.

თა­ლაკ­ვა­ძის შე­ფა­სე­ბით, ნიკა გვა­რა­მია ჟურ­ნა­ლის­ტებს და მე­დი­ას ამო­ფა­რე­ბუ­ლი წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დამ­ნა­შა­ვე პო­ლი­ტი­კო­სია.

"ეს იყო ნიკა გვა­რა­მი­ას შეხ­ვედ­რა სხვა "ნიკა გვა­რა­მი­ებ­თან“, პრინ­ციპ­ში იმ ადა­მი­ა­ნებ­თან, რომ­ლე­ბიც ცდი­ლობ­დნენ ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის თვალ­ში ნა­ცა­რი შე­ე­ყა­რათ და ის წარ­მო­ე­ჩი­ნათ, რო­გორც თა­ვი­სუ­ფა­ლი მე­დი­ის ფლაგ­მა­ნი მსოფ­ლი­ო­ში. სი­ნამ­დვი­ლე­ში, ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­დი­ის მი­მართ დარ­ბე­ვე­ბის უკან, ამის მთა­ვა­რი შემ­ფუ­თა­ვი და ამის ერთ-ერთი მთა­ვა­რი გამ­ხმო­ვა­ნე­ბე­ლი იყო. თუ ასე გა­აგ­რძე­ლე­ბენ, ეს მათი არ­ჩე­ვა­ნია, ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბას ნამ­დვი­ლად არ სჯე­რა, რომ ნიკა გვა­რა­მია არის თა­ვი­სუ­ფა­ლი მე­დი­ის ფლაგ­მა­ნი. რო­გორც ჩანს, თა­ვი­სუ­ფალ მე­დი­ას, რო­მელ­ზეც სა­უბ­რობს ლექსმა­ნი, თუ კუ­ბი­ლი­უ­სი, პრობ­ლე­მე­ბი აქვს, იმი­ტომ, რომ თა­ვი­სუ­ფა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის წარ­მოდ­გე­ნა თა­ვი­სუ­ფალ მე­დი­ა­ზე სულ სხვა არის და ჩვენ გვჯე­რა, რომ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მე­დი­ას არ­ბე­ვენ, ვერ უხელ­მძღვა­ნე­ლე­ბენ თა­ვი­სუ­ფალ მე­დი­ას და ვერც თა­ვი­სუ­ფა­ლი მე­დი­ის სიმ­ბო­ლო გახ­დე­ბი­ან.

რაც შე­ე­ხე­ბა ამ ტერ­მინს - "მე­დია ზონ­დერს“, ეს და­წი­ნა­უ­რე­ბა იქ­ნე­ბო­და გვა­რა­მი­ას­თვის. მე არა მგო­ნია, რომ მას ამ­ხე­ლა თა­ნამ­დე­ბო­ბა ჰქონ­დეს მე­დი­ა­ში. პირ­და­პირ გე­ტყვით, რომ არა­ვი­თა­რი თა­ვი­სუ­ფა­ლი მე­დი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ის არ გახ­ლავთ. ის არის ჟურ­ნა­ლის­ტებს და მე­დი­ას ამო­ფა­რე­ბუ­ლი წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დამ­ნა­შა­ვე პო­ლი­ტი­კო­სი. ჟურ­ნა­ლის­ტთა დაც­ვის კო­მი­ტე­ტის მიერ ნიკა გვა­რა­მი­ას­თვის პრე­სის თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ჯილ­დოს მი­ნი­ჭე­ბა, ესეც არის მის­თვის და­წი­ნა­უ­რე­ბა, ვფიქ­რობ, რომ ეს ორ­გა­ნი­ზა­ცია სამ­წუ­ხა­როდ, შეც­და თა­ვის არ­ჩე­ვან­ში, თუმ­ცა ეს გვა­რა­მი­ას­თვის და­წი­ნა­უ­რე­ბაა“, - გა­ნა­ცხა­და თა­ლაკ­ვა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, "მთა­ვა­რი არ­ხის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, ნიკა გვა­რა­მია ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის მიწ­ვე­ვით სტრას­ბურ­გში იმ­ყო­ფე­ბა, სა­დაც ის ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რებს ხვდე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახო
1

უკომენტაროდ.!.

100%-იანია
8

100%-იანია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები
ავტორი:

"ეს იყო ნიკა გვარამიას შეხვედრა სხვა "ნიკა გვარამიებთან“ - არჩილ თალაკვაძე გვარამიას ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე

"ეს იყო ნიკა გვარამიას შეხვედრა სხვა "ნიკა გვარამიებთან“ - არჩილ თალაკვაძე გვარამიას ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე

"ეს იყო ნიკა გვარამიას შეხვედრა სხვა "ნიკა გვარამიებთან“, პრინციპში იმ ადამიანებთან, რომლებიც ცდილობდნენ ქართული საზოგადოებისთვის თვალში ნაცარი შეეყარათ და ის წარმოეჩინათ, როგორც თავისუფალი მედიის ფლაგმანი მსოფლიოში", - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, არჩილ თალაკვაძე "მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას სტრასბურგში ვიზიტს, სადაც ის ევროპარლამენტარებს ხვდება.

თალაკვაძის შეფასებით, ნიკა გვარამია ჟურნალისტებს და მედიას ამოფარებული წინა ხელისუფლების დამნაშავე პოლიტიკოსია.

"ეს იყო ნიკა გვარამიას შეხვედრა სხვა "ნიკა გვარამიებთან“, პრინციპში იმ ადამიანებთან, რომლებიც ცდილობდნენ ქართული საზოგადოებისთვის თვალში ნაცარი შეეყარათ და ის წარმოეჩინათ, როგორც თავისუფალი მედიის ფლაგმანი მსოფლიოში. სინამდვილეში, ადამიანი, რომელიც იყო საქართველოში მედიის მიმართ დარბევების უკან, ამის მთავარი შემფუთავი და ამის ერთ-ერთი მთავარი გამხმოვანებელი იყო. თუ ასე გააგრძელებენ, ეს მათი არჩევანია, ჩვენს საზოგადოებას ნამდვილად არ სჯერა, რომ ნიკა გვარამია არის თავისუფალი მედიის ფლაგმანი. როგორც ჩანს, თავისუფალ მედიას, რომელზეც საუბრობს ლექსმანი, თუ კუბილიუსი, პრობლემები აქვს, იმიტომ, რომ თავისუფალი ადამიანების წარმოდგენა თავისუფალ მედიაზე სულ სხვა არის და ჩვენ გვჯერა, რომ ის ადამიანები, რომლებიც მედიას არბევენ, ვერ უხელმძღვანელებენ თავისუფალ მედიას და ვერც თავისუფალი მედიის სიმბოლო გახდებიან.

რაც შეეხება ამ ტერმინს - "მედია ზონდერს“, ეს დაწინაურება იქნებოდა გვარამიასთვის. მე არა მგონია, რომ მას ამხელა თანამდებობა ჰქონდეს მედიაში. პირდაპირ გეტყვით, რომ არავითარი თავისუფალი მედიის წარმომადგენელი ის არ გახლავთ. ის არის ჟურნალისტებს და მედიას ამოფარებული წინა ხელისუფლების დამნაშავე პოლიტიკოსი. ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის მიერ ნიკა გვარამიასთვის პრესის თავისუფლების საერთაშორისო ჯილდოს მინიჭება, ესეც არის მისთვის დაწინაურება, ვფიქრობ, რომ ეს ორგანიზაცია სამწუხაროდ, შეცდა თავის არჩევანში, თუმცა ეს გვარამიასთვის დაწინაურებაა“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, "მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია ევროპარლამენტის მიწვევით სტრასბურგში იმყოფება, სადაც ის ევროპარლამენტარებს ხვდება.