მსოფლიო

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მართლა კატორღა მივუსაჯე ჩემს თავს, მაგრამ სამშობლოა და რაღა ვქნა? ყველა რომ გავიქცეთ, ყველამ რომ მივატოვოთ, რა გამოვა?“ - მარტოკაცი არხოტის ხეობის საზღვრისპირა ჭიმღიდან
"მართლა კატორღა მივუსაჯე ჩემს თავს, მაგრამ სამშობლოა და რაღა ვქნა? ყველა რომ გავიქცეთ, ყველამ რომ მივატოვოთ, რა გამოვა?“ - მარტოკაცი არხოტის ხეობის საზღვრისპირა ჭიმღიდან

არ­ხო­ტის ხე­ო­ბის სამ სო­ფელს - ამ­ღას, ჭიმ­ღას და ახი­ელს დღეს 5 მა­ცხოვ­რე­ბე­ლი­ღა აცო­ცხლებს. რო­გორც ერთ-ერთი მათ­გა­ნი მე­უბ­ნე­ბა, ამ ზამ­თარს ხუ­თი­დან ორი - ბარ­ში მი­დის და თითო სო­ფელ­ში თითო კა­ცი­ღა დარ­ჩე­ბა. მარ­ტო­კა­ცი არ­ხო­ტის ხე­ო­ბის სა­ზღვრის­პი­რა ჭიმ­ღი­დან, 43 წე­ლია სამ­შობ­ლოს კარ­თან გუ­შა­გად დგას, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ წა­სას­ვლე­ლი აქვს, სო­ფელს მა­ინც არ ტო­ვებს. "შუქი არ გვე­ღირ­სა, გზა აქ არაა და ადა­მი­ა­ნი, მარ­ტოდ ვარ ამ გა­უ­საძ­ლის პი­რო­ბებ­ში, რა­ღაც არ მიშ­ვებს აქე­დან... ცა­რი­ე­ლა რო­გორ დავ­ტო­ვო აქა­უ­რო­ბა, რომ წა­ვი­დე, რა ეშ­ვე­ლე­ბა? რა­ღა­ცა არ მიშ­ვებს, იქ­ნებ ვი­ღა­ცა მო­ვი­დეს, იქ­ნებ, რამე გვეშ­ვე­ლოს... აქ ჩვე­ნი ნა­სახ­ლა­რია, წი­ნაპ­რე­ბის საძ­ვა­ლე, გა­ჭირ­ვე­ბით ვმა­რაგ­დე­ბით, სა­ში­ნელ დღე­ში ვართ, დარ­ჩა მთა მი­უ­ხე­და­ვი... მარ­თლა კა­ტორ­ღა მი­ვუ­სა­ჯე ჩემს თავს, მაგ­რამ სამ­შობ­ლოა და რაღა ვქნა? მე უნდა და­ვიც­ვა ისევ, ყვე­ლა რომ გა­ვიქ­ცეთ, ყვე­ლამ რომ მი­ვა­ტო­ვოთ, რა გა­მო­ვა?“- წუ­ხი­ლით მე­უბ­ნე­ბა პო­ე­ტი გიგ­ლა ოჩი­ა­უ­რი და მისი ნა­ამ­ბო­ბის გა­აზ­რე­ბით იმ გა­უ­საძ­ლი­სი ყო­ფის მო­ნა­წი­ლედ გხდის, რო­მე­ლიც წლე­ბის წინ სრუ­ლი­ად გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლად აირ­ჩია.

  • "არ­ხოტს პატ­რო­ნი არა ჰყავს“

- არა­ვი­ნაა ჩვე­ნი სოფ­ლის პატ­რო­ნი, შუქი არ გვე­ღირ­სა, გზა აქ არაა და ადა­მი­ა­ნი... ყვე­ლამ იცის ჩვე­ნი პრობ­ლე­მა, მაგ­რამ თავს არა­ვინ იწუ­ხებს სამი სოფ­ლი­დან მარ­ტო ერთს - ჭიმ­ღას არ აქვს შუქი, ჰესი იმ­დენ დენს არ გა­მო­ი­მუ­შა­ვებს, ყვე­ლას ეყოს. შე­მოდ­გო­მა როცა დგე­ბა, ყვე­ლა გა­მათ­ბო­ბელს რთავს და ითი­შე­ბა. სა­მი­ვე სო­ფელ­ში 5 ადა­მი­ა­ნია დარ­ჩე­ნი­ლი და ხუ­თი­ვე პენ­სი­ო­ნე­რი. დენი რომ არ წა­ვი­დეს, ერთ სო­ფელს უნდა გა­ე­თი­შოს და მე­ო­თხე ზამ­თა­რია, მე მი­თი­შა­ვენ. გამ­გე­ო­ბას შევ­თა­ვა­ზე, გრა­ფი­კი მა­ინც დაგ­ვი­წე­სეთ-მეთ­ქი, რიგ-რი­გო­ბით ჩაგ­ვირ­თან მა­ინ­ცა. გრა­ფი­კი რომ გვექ­ნე­ბა, გვე­ცო­დი­ნე­ბა და სო­ფე­ლი მო­ემ­ზა­დე­ბა, სიბ­ნე­ლე მო­უ­ლოდ­ნე­ლად რომ არ და­ა­ტყდეს თავს. ვერც ამას აგ­ვა­რე­ბენ... არ­ხო­ტის ტე­რი­ტო­რია, მთე­ლი 100 ათა­სი ჰექ­ტა­რი მიწა 5 ადა­მი­ან­ზეა და შუქი არ გვაქვს. ამ­ღა­შიც ერთი მო­ხუ­ცი ცხოვ­რობს, ახი­ელ­ში - სამი, აქე­დან ამ ზამ­თარს 2 ბარ­ში მი­დის და იქაც ერთი კა­ცი­ღა რჩე­ბა. ბავ­შვე­ბი გა­ი­ზარ­დნენ, და­თხოვ­დნენ, ახალ­გაზ­რდე­ბი წა­ვიდ­ნენ, აბა, ამ ჯო­ჯო­ხეთ­ში ვინ და­გიჯ­დე­ბა? სა­მან­ქა­ნე გზა მა­ინც გა­ე­კე­თე­ბი­ნათ...

ისე არ ქნან, ეს სოფ­ლე­ბი სა­ერ­თოდ გაქ­რეს. მერ­ვე წე­ლია, რაც აქა­უ­რო­ბას თხრი­ან, ბუ­ნე­ბა აღარ არ­სე­ბობს, ჩვე­ნი ხე­ო­ბე­ბი და­ინ­გრა. ულა­მა­ზე­სი იყო არ­ხო­ტის მთა, ბი­ლი­კი მი­დი­ო­და, ეს ბი­ლი­კი მთლი­ა­ნად წა­შა­ლეს, მთა­ზე უნი­კა­ლუ­რი ქვი­შის კოშ­კე­ბი იდგა, იმა­თაც შლი­ან და იქ მო­ა­წყეს კა­რი­ე­რი, იმას ფე­ნენ გზა­ზე. სად არის გა­რე­მოს დაც­ვა? ალ­ბათ სძი­ნავს... და­მა­ხინჯდა და ჩა­ი­მე­წყრა აქა­უ­რო­ბა. ნეტა, რამე კარ­გი მქონ­დეს სათ­ქმე­ლი და ვინ ოხე­რი? ერთხელ მო­ვიდ­ნენ, ვი­თომ ამღა უნდა აე­შე­ნე­ბი­ნათ, ჰე­სის ფული იყო გა­მო­ყო­ფი­ლი და იმას "უვ­ლიდ­ნენ“ (მი­ლი­ო­ნო­ბით ლარი იყო გა­მო­ყო­ფი­ლი და ეგ აწუ­ხებ­დათ თურ­მე). ჟინ­ვა­ლი­დან რომ იყოს კა­ბე­ლი გა­მო­საყ­ვა­ნი, კი­დევ ჰო, სა­დე­ნია გაგ­ლე­ჯი­ლი და ის ვერ გა­უ­კე­თე­ბი­ათ. ასე ხდე­ბა, როცა ძაბ­ვა ეცე­მა, სა­დე­ნებს ად­ნობს. ჰეს­ზე მი­ლე­ბია შე­საც­ვლე­ლი, კი­ლო­მეტრნა­ხე­ვარ­ზე ძვე­ლი მი­ლე­ბი ყრია და ესაა პრობ­ლე­მა, ახ­ლის აშე­ნე­ბა არა­ვის უფიქ­რია, თაღ­ლიღ­თუ­რად ფული მო­ი­პა­რეს და წა­ვიდ­ნენ. 30-35 წლის ნა­მუ­შე­ვა­რი ჰესი მუშა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო, უბ­რა­ლოდ, და­ბინ­ძუ­რე­ბულ მი­ლებ­ში წყა­ლი აღარ გა­დი­ო­და, მარ­ტო გე­ნე­რა­ტო­რი შეც­ვა­ლეს და 8 მი­ლი­ო­ნი წა­ი­ღეს. სხვა კომ­პა­ნი­ე­ბიც და­აფრ­თხეს, ვი­საც აქ ჰე­სის აშე­ნე­ბა უნ­დო­და. მე­ო­რედ ვი­თომ გზის გა­სა­კე­თებ­ლად მო­ვიდ­ნენ, ამის­თვის 30 მი­ლი­ო­ნია გა­მო­ყო­ფი­ლი და მე-8 წე­ლია გზა ჯერ მთამ­დე არ მო­სუ­ლა, 15 კმ-ზეა სა­უ­ბა­რი. პირ­ვე­ლად შავი გზა მა­ინც შე­ეყ­ვა­ნათ, ჩვენ­თვის მდგო­მა­რე­ო­ბა რომ შე­ემ­სუ­ბუ­ქე­ბი­ნათ და ცხე­ნის ზურ­გით არ ვე­ზი­დე­ბო­დეთ ტვირთს, რო­გორც გა­სულ სა­უ­კუ­ნე­ებ­ში. ისე გა­მო­ვი­და, არ­ხო­ტი, მიყ­რუ­ე­ბუ­ლი ად­გი­ლი ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბად გა­მო­ი­ყე­ნეს, აქ რომ სა­ქურ­და­ლად ვინ­მე მოვა?!

  • "შენს მტერ­სა შა­მაკ­ლა“ - ამას ნატ­რობ­და არ­ხო­ტი­ო­ნი

- არ­ხო­ტი მტერ­მა ვერ მოკ­ლა და ესე­ნი კლა­ვენ. მტე­რი რომ არ­ხო­ტელს მოჰ­კლავ­და, ეს იყო რა­ღა­ცა ბედ­ნი­ე­რე­ბა. ის გვა­რი ბედ­ნი­ე­რი იყო, მტერს ვინც შე­აკ­ვდე­ბო­და. ხევ­სუ­რეთ­ში 2-სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლის მე-2 სარ­თულს ხევ­სუ­რუ­ლად ჰქვია ზე­თათ­ვა­ლი, პირ­ველს - ქვე­თათ­ვა­ლი. ქვე­თათ­ვალ­ში სა­დი­ა­ცო იყო, ზე­თა­ში - სა­მა­მა­ცო. მტე­რი როცა მო­დი­ო­და, მა­მა­კა­ცი ზე­თათ­ვალ­ში იყო და სა­დი­ა­ცოს არც მოს­ძებ­ნი­და. ვინც არ­ხოტ­ში მოკ­ვდე­ბო­და, გმი­რებს ქა­ლე­ბი და­ი­ტი­რებ­დნენ ხოლ­მე და ამ­ბობ­დნენ, მა­მულსშე­წი­რუ­ლე­ბი უფალს ზე­თათ­ვალ­ში ჰყვა­ნო (ანუ - პა­ტივ­ში). 200-300 წლის წა­ი­ნან­დე­ლი ლექ­სია "არ­ხო­ტო სამ­შობ­ლო“, სა­დაც არის ფრა­ზა "შენს მტერ­სა შა­მაკ­ლა“, ამას ნატ­რობ­და არ­ხო­ტი­ო­ნი კაცი. არ­ხო­ტი და არ­ხო­ტე­ლი მტერ­მა ვერ მოკ­ლა და ცუდი იცი, რა არი? ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ჩვენს თვალ­წინ ჰკლავს და ვერც ეხ­მა­რე­ბი, რა გინ­და, რო გა­ა­კე­თო? ვინც მო­ვი­და, გვე­გო­ნა ყუ­რა­დღე­ბას მოგ­ვაქ­ცევ­და. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ვინ­მემ აქ რომ გა­ბე­დოს ცხოვ­რე­ბა, ქალ­მა შვი­ლი გა­ა­ჩი­ნოს და იან­ვრის თოვლში სა­ფე­ნე­ბი გა­ფი­ნოს, არ­სა­ით გზა რომ არ არის... სა­ხელ­მწი­ფომ ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­აქ­ცი­ოს, რა­ღა­ცით და­ეხ­მა­როს ან ფული ათხო­ვონ მა­ინ­ცა. იმ 80-იან წლებ­ში, კო­მუ­ნის­ტებ­მა ისე გად­მოგ­ვა­სახ­ლეს, კრე­დი­ტე­ბი გა­მოგ­ვიყ­ვეს, ბევ­რი არა­ფე­რი იყო - 3-4 ათა­სი მა­ნე­თი, მაგ­რამ რა­ღა­ცას ნიშ­ნავ­და. ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას დროს ყვე­ლა­ფე­რი უფა­სო გვქონ­და - ვერ­ტმფრე­ნი, ფი­ცა­რი, სა­ხუ­რა­ვი... ადრე ბენ­ზინ­ში 1.80-ს ვიხ­დი­დით, ახლა ისეა ფასი გაზ­რდი­ლი, რო­გორ წა­მო­ვიყ­ვა­ნოთ მან­ქა­ნა, რო­გორ შე­ვი­ძი­ნოთ და ამოვ­ზი­დოთ შა­ქა­რი, ფქვი­ლი მთე­ლი ზამ­თრის სა­თა­და­რი­გოდ, სა­ნამ მთებ­ში ჩა­ვი­კე­ტე­ბით? თვი­თონ მა­ინც ჩა­მოჰ­ქონ­დეთ.. 2016 წლი­დან ვერ­ტმფრენს არ­ცერ­თი რე­ი­სი აღარ შე­უს­რუ­ლე­ბია, მა­ნამ­დე რა გვი­შავ­და, რა­ღაც ინერ­ცი­ით მი­გო­რავ­და ქვე­ყა­ნა. ახლა არ­ცერ­თი რე­ი­სი არ გვაქვს და ვინ წა­მო­ვა არ­ხოტ­ში?

  • "43 წე­ლია აქ ვარ, მარ­ტო­კა­ცი“

- აქე­დან არ მივ­დი­ვარ, რო­გორ დავ­ტო­ვო? სულ ვფიქ­რობ, იქ­ნებ რამე ეშ­ვე­ლოს-მეთ­ქი, ცა­რი­ე­ლა რო­გორ დავ­ტო­ვო აქა­უ­რო­ბა, რომ წა­ვი­დე, რა ეშ­ვე­ლე­ბა? რა­ღა­ცა არ მიშ­ვებს, იქ­ნებ ვი­ღა­ცა მო­ვი­დეს. 43 წე­ლია აქ ვარ, მარ­ტო­კა­ცი, ბევ­რი აღარ შე­მიძ­ლია. არ მინ­და და­ი­ცა­ლოს აქა­უ­რო­ბა, მაგ­რამ და­იც­ლე­ბა. გულ­წრფე­ლად რომ გი­თხრა, მგო­ნია, აქ ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ჯი­ნა­ზე და ბრა­ზის გამო ვცხოვ­რობთ. რო­გორ­ღაც უნდა გავ­სძლოთ... მე­სა­ზღვრე­ე­ბია და ყვე­ლას ბან­კის ვალი აქვს, ეს აჩე­რებთ. რომ და­ტო­ვონ, ცოლი ჰყავთ და შვი­ლე­ბი, ყვე­ლა მში­ე­რი დარ­ჩე­ბა. თა­ვი­სუ­ფა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ვინც ვცხოვ­რობთ, ამათ­თვის არც აქ და­სახ­ლე­ბა გვი­კი­თხავს და აქე­დან გა­და­სახ­ლე­ბა ვკი­თხოთ? წას­ვლა დათ­მო­ბას და ზურ­გის შექ­ცე­ვას ნიშ­ნავს. აკი გი­თხა­რით, არ­ხო­ტი­ო­ნი სამ­შობ­ლოს­თვის რომ მოკ­ვდე­ბო­და, მტერს რომ შე­აკ­ვდე­ბო­და, მის­თვის ეს ბედ­ნი­ე­რე­ბა იყო, მაგ­რამ როცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გიკ­ლავს სამ­შობ­ლოს, როცა მას ნა­ფუძ­რად გიქ­ცევს, გუ­ლის გა­სა­ხეთ­ქად, ეს სხვა­ნა­ი­რად რო­გორ ითარ­გმნე­ბა? ჩვენს პრობ­ლე­მებ­ზე თქვენ რომ გა­წუ­ხებთ, ხომ სირ­ცხვი­ლია? რა უშ­ლით ხელს, 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში შუ­ქის პრობ­ლე­მა მა­ინც მოგ­ვიგ­ვა­რონ? გზის გაყ­ვა­ნაც ალ­ბათ წლე­ბი გაგ­რძელ­დე­ბა... ასე ვცხოვ­რობთ, საბ­რა­ლოდ და გა­ჭირ­ვე­ბით, ამას თქვენ გე­უბ­ნე­ბით, თო­რემ მტერს კი არ ვე­ტყვით... ექი­მი ჩვენ არ გვყავს, ექთა­ნი, აღარ გვაქვს ბიბ­ლი­ო­თე­კა და კულ­ტუ­რის სახ­ლი, რაც კი სო­ფელს სჭირ­დე­ბო­და და ვართ სი­ცა­რი­ე­ლე­ში. ეს 5 ადა­მი­ა­ნიც ძნე­ლად ვხვდე­ბით ერ­თმა­ნეთს, ცოტა შო­რია, ბი­ლი­კია, სოფ­ლებ­ში მან­ქა­ნა არ მი­დის, ხი­დე­ბია გა­სავ­ლე­ლი და სულ ცალ-ცალ­კე ვართ, დღე­ო­ბა­ზე თუ შე­ვიყ­რე­ბით. ამ­ღა­ში წიკ­ლა­უ­რი ცხოვ­რობს, ახი­ელ­ში ერთი ოჩი­ა­უ­რი და ორი - და-ძმა ნა­რო­ზა­უ­ლი. ზა­ფხულს რა უჭირს, უფრო ათენ­გე­ნო­ბის­კე თუ ვინ­მე მოვა ხატ­ში მომ­ლოც­ვე­ლი. მარ­თლა ღვთის ანა­ბა­რას ვართ, თუ რამე ძალა გვპატ­რო­ნობს, არ­ხო­ტის ჯვა­რი და სა­ლო­ცა­ვია, ის გვი­ცავს. ალ­ბათ დიდი ძალა აქვს, არა­ვის რომ არა­ფე­რი გვტკი­ვა და არ ვკვდე­ბით.

  • "ცუ­დად მხდის ქა­ლა­ქი“

- ფერ­მე­რი კაცი ვარ, 40-მდე სული სა­ქო­ნე­ლი მყავს. ჩემი გოგო და შვი­ლიშ­ვი­ლი ჩა­მო­დის ხოლ­მე ზა­ფხულ­ში და სა­ნამ სწავ­ლა და­ი­წყე­ბა, ჩემ­თან არი­ან, ჩემი ქა­ლიშ­ვი­ლი უვ­ლის ძრო­ხებს. სულ 4 ქა­ლიშ­ვი­ლი მყავს. თბი­ლის­ში არ მძი­ნავს, არ კი არა, ვერ ვი­ძი­ნებ, ვერ ვი­ტან რა­ღაც­ნა­ი­რად. ქა­თამს რომ ეყო­ფა, იმ­დენ ჰა­ერს მო­ვიხ­მარ, კარ­გად ვერ ვსუნ­თქავ, ცუ­დად მხდის ქა­ლა­ქი. შვი­ლე­ბი მეხ­ვე­წე­ბი­ან, მარ­ტო ნუ ხარ, წა­მო­დიო, მაგ­რამ არ­სად წამ­სვლე­ლი არა ვარ. ან რომ წა­მო­ვი­დე, ეს ამა­ყი და თავ­მოყ­ვა­რე კაცი სი­ძე­ებ­თან ჩა­მოვ­ჯდე, ვე­ლო­დო, რო­დის სტუ­მა­რი მო­მი­ვა, რო­დის ვინ რა­მეს მო­მაწ­ვდის და ასე ტყვე­ო­ბა­ში ამომ­ხდეს სული? ბიჭი რომ მყავ­დეს, კი­დევ, ჰო.

  • "ინ­გუ­შ­ზე ერ­თგუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­სი არა­ვი­ნაა“

- ჩვენ და ინ­გუ­შებს ოდით­გან შე­სა­ნიშ­ნა­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს. ჩე­მი­დან ყვე­ლა­ზე ახ­ლოს არი­ან, აქ რომ თოფი გა­ის­რო­ლო, იმათ ეზო­ში ჩა­ვარ­დე­ბა. ერთ მთა­ზე სამ­ხრე­თით მე ვა­ძო­ვებ სა­ქო­ნელს, ჩრდი­ლო­ე­თით - ისი­ნი, ასე ახლო ვართ, ინ­გუ­შეთს სულ არ­ხო­ტი ესა­ზღვრე­ბა შა­ტი­ლამ­დე. თა­ვის დრო­ზე, არ­ხო­ტი­ო­ნებ­მა და ინ­გუ­შებ­მა სა­ნა­ქე­ბო ურ­თი­ერ­თო­ბა ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბეს. სტა­ლინ­მა როცა ხევ­სუ­რე­ბი ინ­გუ­შეთ­ში გა­და­ა­სახ­ლა, მა­შინ ჩვე­ნებ­მა იმ­დე­ნი და­თე­სეს, ინ­გუ­შ­ზე ერ­თგუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­სი არა­ვი­ნაა, ეს მხო­ლოდ არ­ხო­ტის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. მწყინს, ახლა გზა რომ და­კე­ტი­ლია და ჩემი შვი­ლე­ბი და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი ამ ხალ­ხთან ვე­ღარ ურ­თი­ერ­თო­ბენ. არ­ხო­ტი თუ დიდსოფ­ლად, რა­ინ­დე­ბის, თუ გმი­რე­ბის მხა­რედ ჩა­მო­ყა­ლიბ­და, ეს ინ­გუ­შე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. ჩვენ მტრე­ბიც ვყო­ფილ­ვართ და მოყ­ვა­რე­ნიც, ამ ხალ­ხმა მტრო­ბაც იცო­და და მე­გობ­რო­ბაც.

მთე­ლი ჯა­ი­რა­ხის რა­ი­ო­ნი, რო­მე­ლიც გვე­სა­ზღვრე­ბა, ჩვე­ნი საძ­მოა და სა­მე­გობ­რო. 30 წელი მაგ გზა­ზე ვი­ა­რეთ, ნეტა კი­დევ გვა­ტა­რა... ჩვე­ნი წი­ნა­პა­რი აქ ვე­რა­ნა­ი­რად იცხოვ­რებ­და, ზამ­თრის­თვის ინ­გუ­შე­თი­დან რომ არ მო­ე­ტა­ნა ფქვი­ლი, ნავ­თი, მა­რი­ლი და სხვა პრო­დუქ­ტი. ადრე აქ ავად­მყო­ფი არ მოგ­ვკვდო­მია, წა­ვიყ­ვან­დით ინ­გუ­შეთს და იქ ვმკურ­ნა­ლობ­დით. ძველ დრო­ში თუ ჩვენს შო­რის დავა იყო, ეს ვის ახ­სოვ­და? აქე­დან ინ­გუ­შეთ­ში ჩა­სახ­ლე­ბულ­მა ხევ­სუ­რებ­მა წა­მოს­ვლი­სას რაც ება­დათ, ინ­გუ­შებს და­უ­ტო­ვეს (ზოგ­მა - ნა­ხე­ვა­რი მა­ინც). ჩემი უფ­რო­სი ძმე­ბი ორი­ვე ღილ­ღო­შია და­ბა­დე­ბუ­ლი, იქ ერ­თმა­ნეთ­ზე უკე­თე­სი სოფ­ლე­ბია, ციხე-კოშ­კე­ბით მო­ფე­ნი­ლი. ჩვე­ნე­ბი უკან თითო ჩან­თით წა­მო­ვიდ­ნენ, ზოგ­მა ძრო­ხა და­უ­ტო­ვა ინ­გუ­შებს, ზოგ­მა - ციკ­ნე­ბი... ყვე­ლა­ზე ბო­ლოს იქ გაბ­რი­ე­ლი ცხოვ­რობ­და, ჯა­ბუ­შა­ნუ­რი. ინ­გუ­შე­ბი არ იყ­ვნენ ხევ­სუ­რე­ბის დაბ­რუ­ნე­ბის მომ­ხრე, სთა­ვა­ზობ­დნენ, ერთი სო­ფე­ლი ამო­ირ­ჩი­ეთ და ყვე­ლა­ნი ერ­თად და­სახ­ლდით, თქვე­ნი სო­ფე­ლი რომ გქონ­დეთ, და­ნარ­ჩე­ნი დაგ­ვით­მე­თო (ჩვე­ნებს რო­მე­ლი სოფ­ლე­ბიც მო­ე­წო­ნათ, იქ და­ი­კა­ვეს ად­გი­ლი და გაბ­ნე­უ­ლად და­სახ­ლდნენ, თითო სო­ფელ­ში 2-3 ოჯა­ხი ცხოვ­რობ­და). ერ­თმა­ნეთს ისევ მტრად რომ არ მოვ­კი­დე­ბო­დით, ჩვე­ნებ­მა მო­იწ­ვი­ეს კრე­ბა, რჯუ­ლის ხალ­ხი და ერ­თხმად გა­და­წყვი­ტეს, ავი­ყა­როთ და დავ­ბრუნ­დე­თო. და­ი­ცა­ლა ქარ­თვე­ლე­ბის­გან იქა­უ­რო­ბა, მაგ­რამ ყვე­ლამ რა­ღაც ქო­ნე­ბა და­ტო­ვა, ვი­ნა­ი­დან ინ­გუ­შებს არა­ფე­რი ება­დათ, ცოდო ხალ­ხი იყო. სულ ამ­ბობ­დნენ და ახ­ლაც ამ­ბო­ბენ, ქარ­თვე­ლი ჩვე­ნი მტე­რი არ შე­იძ­ლე­ბა იყო­სო.

  • "სამ­შობ­ლოა და რაღა ვქნა?“

- ბა­რი­სა­ხო­დან ამო­მაქვს პრო­დუქ­ტი, 70 კმ-ია იქით-აქეთ. ცუდი გზაა, ლო­დე­ბი ყრია, ტრაქ­ტო­რი გაძ­ვრა-გა­მოძ­ვრა, ვი­თომ რა­ღა­ცას აკე­თე­ბენ, სულ ტა­ლა­ხია. დიდი მან­ქა­ნა იქ ვერ გა­ივ­ლის, სულ და­ი­მე­წყრა გზე­ბი. რო­გორც სხვის­თვის სი­გა­რე­ტის მო­წე­ვა, ასეა ლექ­სი ჩემ­თვის. სი­გა­რეტს არ ვე­წე­ვი და ჩემი სი­გა­რე­ტი ლექ­სია. ლექ­სი ჩემი ფიქ­რია. ხან­და­ხან, ჩონ­გურს ავი­ღებ, და­ვუკ­რავ... მარ­ტოდ ვარ და მა­გას არ ვამ­ბობ, გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ვცხოვ­რობ-მეთ­ქი? თავს გა­ნა­ჩე­ნი თა­ვად გა­მო­ვუ­ტა­ნე, მაგ­რამ აქ ჩვე­ნი ნა­სახ­ლა­რია, წი­ნაპ­რე­ბის საძ­ვა­ლეა, აქ სამ­შობ­ლოა... გა­ჭირ­ვე­ბით ვმა­რაგ­დე­ბით, სა­ში­ნელ დღე­ში ვართ. მარ­თლა კა­ტორ­ღა მი­ვუ­სა­ჯე ჩემს თავს, მაგ­რამ სამ­შობ­ლოა და რაღა ვქნა? სამ­შობ­ლოს კარ­თან ვდგა­ვარ და მე უნდა და­ვიც­ვა ისევ, ყვე­ლა რომ გა­ვიქ­ცეთ, ყვე­ლამ რომ მი­ვა­ტო­ვოთ, რა გა­მო­ვა?

მკითხველის კომენტარები / 63 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გაუშვი არაკაცო ნუ მიბლოკაავ !!!!!!!!!!!!
1

თუუ ქადთველებმა ვერ დავიბრუნეთ ძალაუფლება და საქართველოს სახელმწიფოს მარგვა ჩვეენ ქართვდლებმა არ დავიბრუნეთ , ამაზე უარეს დღეში ჩავვაგდებენ ეს უცხო თესლისანი ! დღეს არაქართველები მართავენ საქართველოს დაა ბოლომდს ვერ დაანგრიეს ქვეყანა კიდდვ !

მარიამი
0

ერთ თითს სხვისკენ, რომ ვიშვერთ ოთხი თითი ჩვენსკენ მივმართოთ. ჩვენი უნიათობის ბრალია საქართველოს მიწები, რომ სხვებს რომ მიაქვთ. ღნერთი არ გვაპატიებს მიტოვებულ და გაგორახებულ მიწებს. დაწერილია ვისაც აქვს იმას მიეცემა. ბოლო ჟამს გაიხიზნეთ მთებშიო მასინ ხომ კარგად გაიქცევით, რადგან მთები გადაგვარჩენს. ის ჩვენი თავშესაფარია, რადგან ქალაქები მიწასთან გასწორდებიან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"მართლა კატორღა მივუსაჯე ჩემს თავს, მაგრამ სამშობლოა და რაღა ვქნა? ყველა რომ გავიქცეთ, ყველამ რომ მივატოვოთ, რა გამოვა?“ - მარტოკაცი არხოტის ხეობის საზღვრისპირა ჭიმღიდან

"მართლა კატორღა მივუსაჯე ჩემს თავს, მაგრამ სამშობლოა და რაღა ვქნა? ყველა რომ გავიქცეთ, ყველამ რომ მივატოვოთ, რა გამოვა?“ - მარტოკაცი არხოტის ხეობის საზღვრისპირა ჭიმღიდან

არხოტის ხეობის სამ სოფელს - ამღას, ჭიმღას და ახიელს დღეს 5 მაცხოვრებელიღა აცოცხლებს. როგორც ერთ-ერთი მათგანი მეუბნება, ამ ზამთარს ხუთიდან ორი - ბარში მიდის და თითო სოფელში თითო კაციღა დარჩება. მარტოკაცი არხოტის ხეობის საზღვრისპირა ჭიმღიდან, 43 წელია სამშობლოს კართან გუშაგად დგას, მიუხედავად იმისა, რომ წასასვლელი აქვს, სოფელს მაინც არ ტოვებს. "შუქი არ გვეღირსა, გზა აქ არაა და ადამიანი, მარტოდ ვარ ამ გაუსაძლის პირობებში, რაღაც არ მიშვებს აქედან... ცარიელა როგორ დავტოვო აქაურობა, რომ წავიდე, რა ეშველება? რაღაცა არ მიშვებს, იქნებ ვიღაცა მოვიდეს, იქნებ, რამე გვეშველოს... აქ ჩვენი ნასახლარია, წინაპრების საძვალე, გაჭირვებით ვმარაგდებით, საშინელ დღეში ვართ, დარჩა მთა მიუხედავი... მართლა კატორღა მივუსაჯე ჩემს თავს, მაგრამ სამშობლოა და რაღა ვქნა? მე უნდა დავიცვა ისევ, ყველა რომ გავიქცეთ, ყველამ რომ მივატოვოთ, რა გამოვა?“- წუხილით მეუბნება პოეტი გიგლა ოჩიაური და მისი ნაამბობის გააზრებით იმ გაუსაძლისი ყოფის მონაწილედ გხდის, რომელიც წლების წინ სრულიად გაცნობიერებულად აირჩია.

  • "არხოტს პატრონი არა ჰყავს“

- არავინაა ჩვენი სოფლის პატრონი, შუქი არ გვეღირსა, გზა აქ არაა და ადამიანი... ყველამ იცის ჩვენი პრობლემა, მაგრამ თავს არავინ იწუხებს სამი სოფლიდან მარტო ერთს - ჭიმღას არ აქვს შუქი, ჰესი იმდენ დენს არ გამოიმუშავებს, ყველას ეყოს. შემოდგომა როცა დგება, ყველა გამათბობელს რთავს და ითიშება. სამივე სოფელში 5 ადამიანია დარჩენილი და ხუთივე პენსიონერი. დენი რომ არ წავიდეს, ერთ სოფელს უნდა გაეთიშოს და მეოთხე ზამთარია, მე მითიშავენ. გამგეობას შევთავაზე, გრაფიკი მაინც დაგვიწესეთ-მეთქი, რიგ-რიგობით ჩაგვირთან მაინცა. გრაფიკი რომ გვექნება, გვეცოდინება და სოფელი მოემზადება, სიბნელე მოულოდნელად რომ არ დაატყდეს თავს. ვერც ამას აგვარებენ... არხოტის ტერიტორია, მთელი 100 ათასი ჰექტარი მიწა 5 ადამიანზეა და შუქი არ გვაქვს. ამღაშიც ერთი მოხუცი ცხოვრობს, ახიელში - სამი, აქედან ამ ზამთარს 2 ბარში მიდის და იქაც ერთი კაციღა რჩება. ბავშვები გაიზარდნენ, დათხოვდნენ, ახალგაზრდები წავიდნენ, აბა, ამ ჯოჯოხეთში ვინ დაგიჯდება? სამანქანე გზა მაინც გაეკეთებინათ...

ისე არ ქნან, ეს სოფლები საერთოდ გაქრეს. მერვე წელია, რაც აქაურობას თხრიან, ბუნება აღარ არსებობს, ჩვენი ხეობები დაინგრა. ულამაზესი იყო არხოტის მთა, ბილიკი მიდიოდა, ეს ბილიკი მთლიანად წაშალეს, მთაზე უნიკალური ქვიშის კოშკები იდგა, იმათაც შლიან და იქ მოაწყეს კარიერი, იმას ფენენ გზაზე. სად არის გარემოს დაცვა? ალბათ სძინავს... დამახინჯდა და ჩაიმეწყრა აქაურობა. ნეტა, რამე კარგი მქონდეს სათქმელი და ვინ ოხერი? ერთხელ მოვიდნენ, ვითომ ამღა უნდა აეშენებინათ, ჰესის ფული იყო გამოყოფილი და იმას "უვლიდნენ“ (მილიონობით ლარი იყო გამოყოფილი და ეგ აწუხებდათ თურმე). ჟინვალიდან რომ იყოს კაბელი გამოსაყვანი, კიდევ ჰო, სადენია გაგლეჯილი და ის ვერ გაუკეთებიათ. ასე ხდება, როცა ძაბვა ეცემა, სადენებს ადნობს. ჰესზე მილებია შესაცვლელი, კილომეტრნახევარზე ძველი მილები ყრია და ესაა პრობლემა, ახლის აშენება არავის უფიქრია, თაღლიღთურად ფული მოიპარეს და წავიდნენ. 30-35 წლის ნამუშევარი ჰესი მუშა მდგომარეობაში იყო, უბრალოდ, დაბინძურებულ მილებში წყალი აღარ გადიოდა, მარტო გენერატორი შეცვალეს და 8 მილიონი წაიღეს. სხვა კომპანიებიც დააფრთხეს, ვისაც აქ ჰესის აშენება უნდოდა. მეორედ ვითომ გზის გასაკეთებლად მოვიდნენ, ამისთვის 30 მილიონია გამოყოფილი და მე-8 წელია გზა ჯერ მთამდე არ მოსულა, 15 კმ-ზეა საუბარი. პირველად შავი გზა მაინც შეეყვანათ, ჩვენთვის მდგომარეობა რომ შეემსუბუქებინათ და ცხენის ზურგით არ ვეზიდებოდეთ ტვირთს, როგორც გასულ საუკუნეებში. ისე გამოვიდა, არხოტი, მიყრუებული ადგილი ფულის გათეთრების საშუალებად გამოიყენეს, აქ რომ საქურდალად ვინმე მოვა?!

  • "შენს მტერსა შამაკლა“ - ამას ნატრობდა არხოტიონი

- არხოტი მტერმა ვერ მოკლა და ესენი კლავენ. მტერი რომ არხოტელს მოჰკლავდა, ეს იყო რაღაცა ბედნიერება. ის გვარი ბედნიერი იყო, მტერს ვინც შეაკვდებოდა. ხევსურეთში 2-სართულიანი სახლის მე-2 სართულს ხევსურულად ჰქვია ზეთათვალი, პირველს - ქვეთათვალი. ქვეთათვალში სადიაცო იყო, ზეთაში - სამამაცო. მტერი როცა მოდიოდა, მამაკაცი ზეთათვალში იყო და სადიაცოს არც მოსძებნიდა. ვინც არხოტში მოკვდებოდა, გმირებს ქალები დაიტირებდნენ ხოლმე და ამბობდნენ, მამულსშეწირულები უფალს ზეთათვალში ჰყვანო (ანუ - პატივში). 200-300 წლის წაინანდელი ლექსია "არხოტო სამშობლო“, სადაც არის ფრაზა "შენს მტერსა შამაკლა“, ამას ნატრობდა არხოტიონი კაცი. არხოტი და არხოტელი მტერმა ვერ მოკლა და ცუდი იცი, რა არი? ეს ხელისუფლება ჩვენს თვალწინ ჰკლავს და ვერც ეხმარები, რა გინდა, რო გააკეთო? ვინც მოვიდა, გვეგონა ყურადღებას მოგვაქცევდა. წარმოიდგინეთ, ვინმემ აქ რომ გაბედოს ცხოვრება, ქალმა შვილი გააჩინოს და იანვრის თოვლში საფენები გაფინოს, არსაით გზა რომ არ არის... სახელმწიფომ ყურადღება უნდა მიაქციოს, რაღაცით დაეხმაროს ან ფული ათხოვონ მაინცა. იმ 80-იან წლებში, კომუნისტებმა ისე გადმოგვასახლეს, კრედიტები გამოგვიყვეს, ბევრი არაფერი იყო - 3-4 ათასი მანეთი, მაგრამ რაღაცას ნიშნავდა. ზვიად გამსახურდიას დროს ყველაფერი უფასო გვქონდა - ვერტმფრენი, ფიცარი, სახურავი... ადრე ბენზინში 1.80-ს ვიხდიდით, ახლა ისეა ფასი გაზრდილი, როგორ წამოვიყვანოთ მანქანა, როგორ შევიძინოთ და ამოვზიდოთ შაქარი, ფქვილი მთელი ზამთრის სათადარიგოდ, სანამ მთებში ჩავიკეტებით? თვითონ მაინც ჩამოჰქონდეთ.. 2016 წლიდან ვერტმფრენს არცერთი რეისი აღარ შეუსრულებია, მანამდე რა გვიშავდა, რაღაც ინერციით მიგორავდა ქვეყანა. ახლა არცერთი რეისი არ გვაქვს და ვინ წამოვა არხოტში?

  • "43 წელია აქ ვარ, მარტოკაცი“

- აქედან არ მივდივარ, როგორ დავტოვო? სულ ვფიქრობ, იქნებ რამე ეშველოს-მეთქი, ცარიელა როგორ დავტოვო აქაურობა, რომ წავიდე, რა ეშველება? რაღაცა არ მიშვებს, იქნებ ვიღაცა მოვიდეს. 43 წელია აქ ვარ, მარტოკაცი, ბევრი აღარ შემიძლია. არ მინდა დაიცალოს აქაურობა, მაგრამ დაიცლება. გულწრფელად რომ გითხრა, მგონია, აქ ამ ხელისუფლების ჯინაზე და ბრაზის გამო ვცხოვრობთ. როგორღაც უნდა გავსძლოთ... მესაზღვრეებია და ყველას ბანკის ვალი აქვს, ეს აჩერებთ. რომ დატოვონ, ცოლი ჰყავთ და შვილები, ყველა მშიერი დარჩება. თავისუფალი ადამიანები ვინც ვცხოვრობთ, ამათთვის არც აქ დასახლება გვიკითხავს და აქედან გადასახლება ვკითხოთ? წასვლა დათმობას და ზურგის შექცევას ნიშნავს. აკი გითხარით, არხოტიონი სამშობლოსთვის რომ მოკვდებოდა, მტერს რომ შეაკვდებოდა, მისთვის ეს ბედნიერება იყო, მაგრამ როცა ხელისუფლება გიკლავს სამშობლოს, როცა მას ნაფუძრად გიქცევს, გულის გასახეთქად, ეს სხვანაირად როგორ ითარგმნება? ჩვენს პრობლემებზე თქვენ რომ გაწუხებთ, ხომ სირცხვილია? რა უშლით ხელს, 21-ე საუკუნეში შუქის პრობლემა მაინც მოგვიგვარონ? გზის გაყვანაც ალბათ წლები გაგრძელდება... ასე ვცხოვრობთ, საბრალოდ და გაჭირვებით, ამას თქვენ გეუბნებით, თორემ მტერს კი არ ვეტყვით... ექიმი ჩვენ არ გვყავს, ექთანი, აღარ გვაქვს ბიბლიოთეკა და კულტურის სახლი, რაც კი სოფელს სჭირდებოდა და ვართ სიცარიელეში. ეს 5 ადამიანიც ძნელად ვხვდებით ერთმანეთს, ცოტა შორია, ბილიკია, სოფლებში მანქანა არ მიდის, ხიდებია გასავლელი და სულ ცალ-ცალკე ვართ, დღეობაზე თუ შევიყრებით. ამღაში წიკლაური ცხოვრობს, ახიელში ერთი ოჩიაური და ორი - და-ძმა ნაროზაული. ზაფხულს რა უჭირს, უფრო ათენგენობისკე თუ ვინმე მოვა ხატში მომლოცველი. მართლა ღვთის ანაბარას ვართ, თუ რამე ძალა გვპატრონობს, არხოტის ჯვარი და სალოცავია, ის გვიცავს. ალბათ დიდი ძალა აქვს, არავის რომ არაფერი გვტკივა და არ ვკვდებით.

  • "ცუდად მხდის ქალაქი“

- ფერმერი კაცი ვარ, 40-მდე სული საქონელი მყავს. ჩემი გოგო და შვილიშვილი ჩამოდის ხოლმე ზაფხულში და სანამ სწავლა დაიწყება, ჩემთან არიან, ჩემი ქალიშვილი უვლის ძროხებს. სულ 4 ქალიშვილი მყავს. თბილისში არ მძინავს, არ კი არა, ვერ ვიძინებ, ვერ ვიტან რაღაცნაირად. ქათამს რომ ეყოფა, იმდენ ჰაერს მოვიხმარ, კარგად ვერ ვსუნთქავ, ცუდად მხდის ქალაქი. შვილები მეხვეწებიან, მარტო ნუ ხარ, წამოდიო, მაგრამ არსად წამსვლელი არა ვარ. ან რომ წამოვიდე, ეს ამაყი და თავმოყვარე კაცი სიძეებთან ჩამოვჯდე, ველოდო, როდის სტუმარი მომივა, როდის ვინ რამეს მომაწვდის და ასე ტყვეობაში ამომხდეს სული? ბიჭი რომ მყავდეს, კიდევ, ჰო.

  • "ინგუშზე ერთგული საქართველოსი არავინაა“

- ჩვენ და ინგუშებს ოდითგან შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. ჩემიდან ყველაზე ახლოს არიან, აქ რომ თოფი გაისროლო, იმათ ეზოში ჩავარდება. ერთ მთაზე სამხრეთით მე ვაძოვებ საქონელს, ჩრდილოეთით - ისინი, ასე ახლო ვართ, ინგუშეთს სულ არხოტი ესაზღვრება შატილამდე. თავის დროზე, არხოტიონებმა და ინგუშებმა სანაქებო ურთიერთობა ჩამოაყალიბეს. სტალინმა როცა ხევსურები ინგუშეთში გადაასახლა, მაშინ ჩვენებმა იმდენი დათესეს, ინგუშზე ერთგული საქართველოსი არავინაა, ეს მხოლოდ არხოტის დამსახურებაა. მწყინს, ახლა გზა რომ დაკეტილია და ჩემი შვილები და შვილიშვილები ამ ხალხთან ვეღარ ურთიერთობენ. არხოტი თუ დიდსოფლად, რაინდების, თუ გმირების მხარედ ჩამოყალიბდა, ეს ინგუშების დამსახურებაა. ჩვენ მტრებიც ვყოფილვართ და მოყვარენიც, ამ ხალხმა მტრობაც იცოდა და მეგობრობაც.

მთელი ჯაირახის რაიონი, რომელიც გვესაზღვრება, ჩვენი საძმოა და სამეგობრო. 30 წელი მაგ გზაზე ვიარეთ, ნეტა კიდევ გვატარა... ჩვენი წინაპარი აქ ვერანაირად იცხოვრებდა, ზამთრისთვის ინგუშეთიდან რომ არ მოეტანა ფქვილი, ნავთი, მარილი და სხვა პროდუქტი. ადრე აქ ავადმყოფი არ მოგვკვდომია, წავიყვანდით ინგუშეთს და იქ ვმკურნალობდით. ძველ დროში თუ ჩვენს შორის დავა იყო, ეს ვის ახსოვდა? აქედან ინგუშეთში ჩასახლებულმა ხევსურებმა წამოსვლისას რაც ებადათ, ინგუშებს დაუტოვეს (ზოგმა - ნახევარი მაინც). ჩემი უფროსი ძმები ორივე ღილღოშია დაბადებული, იქ ერთმანეთზე უკეთესი სოფლებია, ციხე-კოშკებით მოფენილი. ჩვენები უკან თითო ჩანთით წამოვიდნენ, ზოგმა ძროხა დაუტოვა ინგუშებს, ზოგმა - ციკნები... ყველაზე ბოლოს იქ გაბრიელი ცხოვრობდა, ჯაბუშანური. ინგუშები არ იყვნენ ხევსურების დაბრუნების მომხრე, სთავაზობდნენ, ერთი სოფელი ამოირჩიეთ და ყველანი ერთად დასახლდით, თქვენი სოფელი რომ გქონდეთ, დანარჩენი დაგვითმეთო (ჩვენებს რომელი სოფლებიც მოეწონათ, იქ დაიკავეს ადგილი და გაბნეულად დასახლდნენ, თითო სოფელში 2-3 ოჯახი ცხოვრობდა). ერთმანეთს ისევ მტრად რომ არ მოვკიდებოდით, ჩვენებმა მოიწვიეს კრება, რჯულის ხალხი და ერთხმად გადაწყვიტეს, ავიყაროთ და დავბრუნდეთო. დაიცალა ქართველებისგან იქაურობა, მაგრამ ყველამ რაღაც ქონება დატოვა, ვინაიდან ინგუშებს არაფერი ებადათ, ცოდო ხალხი იყო. სულ ამბობდნენ და ახლაც ამბობენ, ქართველი ჩვენი მტერი არ შეიძლება იყოსო.

  • "სამშობლოა და რაღა ვქნა?“

- ბარისახოდან ამომაქვს პროდუქტი, 70 კმ-ია იქით-აქეთ. ცუდი გზაა, ლოდები ყრია, ტრაქტორი გაძვრა-გამოძვრა, ვითომ რაღაცას აკეთებენ, სულ ტალახია. დიდი მანქანა იქ ვერ გაივლის, სულ დაიმეწყრა გზები. როგორც სხვისთვის სიგარეტის მოწევა, ასეა ლექსი ჩემთვის. სიგარეტს არ ვეწევი და ჩემი სიგარეტი ლექსია. ლექსი ჩემი ფიქრია. ხანდახან, ჩონგურს ავიღებ, დავუკრავ... მარტოდ ვარ და მაგას არ ვამბობ, გაბრაზებული ვცხოვრობ-მეთქი? თავს განაჩენი თავად გამოვუტანე, მაგრამ აქ ჩვენი ნასახლარია, წინაპრების საძვალეა, აქ სამშობლოა... გაჭირვებით ვმარაგდებით, საშინელ დღეში ვართ. მართლა კატორღა მივუსაჯე ჩემს თავს, მაგრამ სამშობლოა და რაღა ვქნა? სამშობლოს კართან ვდგავარ და მე უნდა დავიცვა ისევ, ყველა რომ გავიქცეთ, ყველამ რომ მივატოვოთ, რა გამოვა?