პოლიტიკა
მსოფლიო

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნინო ხარატიშვილის "მერვე სიცოცხლის" მიხედვით სერიალს გადაიღებენ - სერიალზე "ოსკარისა" და "ემის" გამარჯვებული პროდიუსერები იმუშავებენ
ნინო ხარატიშვილის "მერვე სიცოცხლის" მიხედვით სერიალს გადაიღებენ - სერიალზე "ოსკარისა" და "ემის" გამარჯვებული პროდიუსერები იმუშავებენ

ქარ­თვე­ლი მწერ­ლის, ნინი ხა­რა­ტიშ­ვი­ლის რო­მა­ნის, "მერ­ვე სი­ცო­ცხლის" მი­ხედ­ვით ჰო­ლი­ვუდ­ში სე­რი­ალს გა­და­ი­ღე­ბენ. ამის შე­სა­ხებ The Hollywood Reporter-ი წერს.

გა­მო­ცე­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სე­რი­ალ­ზე ოს­კა­რის ოთხგზი­სა და ემის ჯილ­დოს მფლო­ბე­ლი პრო­დი­უ­სე­რე­ბი იმუ­შა­ვე­ბენ და ეს იქ­ნე­ბა სა­ტე­ლე­ვი­ზიო სე­რი­ა­ლი. რო­გორც The Hollywood Reporter-ი წერს, სე­რი­ალ­ზე იმუ­შა­ვებს საპ­რო­დი­უ­სე­რო კომ­პა­ნია, რო­მელ­მაც ერიხ მა­რია რე­მარ­კის რო­მა­ნის, "და­სავ­ლე­თის ფრონ­ტი უც­ვლე­ლია" მი­ხედ­ვით, ფილ­მის გა­და­ი­ღო. ამ ფილმმა "ოს­კა­რი" მო­ი­პო­ვა.

გა­მო­ცე­მა მკი­თხველს რო­მა­ნის ში­ნა­არსსაც უყ­ვე­ბა და წერს, რომ "მერ­ვე სი­ცო­ცხლე“ გვი­ამ­ბობს ქარ­თუ­ლი ოჯა­ხის ეპი­კურ სა­გას. და­სავ­ლურ მე­დი­ა­ში წე­რენ, რომ ეს იქ­ნე­ბა "ამ­ბი­ცი­უ­რი პრო­ექ­ტი".

ცნო­ბის­თვის, ნინო ხა­რა­ტიშ­ვი­ლის რო­მა­ნი, "მერ­ვე სი­ცო­ცხლე (ბრილ­კა)“ 2014 წელს გერ­მა­ნულ ენა­ზე გა­მო­ი­ცა. ამ რო­მა­ნის­თვის ავ­ტორ­მა არა­ერ­თი პრეს­ტი­ჟუ­ლი ჯილ­დო მი­ი­ღო. მათ შო­რის ბერ­თოლდ ბრეხ­ტის პრე­მია.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
2

საოცარი წიგნია და არაჩვეულებრივად გადმოსცემს აღწერილ ეპოქას. განსაკუთრებით ახალგაზრდებმა უნდა წაიკითხონ გულდასმით. ყველა პერსონაჟი სრულად გადმოგვცემს სათქმელს. წიგნი არაჩვეულებრივი წასაკითხია ზომის მიუხედავად!

nat
3

მე პირადად ძალიან ვისიამოვნე ორივე წიგნით "მერვე სიცოცხლე და უკმარი სინათლე" ჩემთვის ორივე წიგნი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა, დარწმუნებული ვარ ეკრანიზაციაც ანალოგიურად საინტერესო გამოვა. წარმატებები ამ საოცარ ქალბატონს. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

ნინო ხარატიშვილის "მერვე სიცოცხლის" მიხედვით სერიალს გადაიღებენ - სერიალზე "ოსკარისა" და "ემის" გამარჯვებული პროდიუსერები იმუშავებენ

ნინო ხარატიშვილის "მერვე სიცოცხლის" მიხედვით სერიალს გადაიღებენ - სერიალზე "ოსკარისა" და "ემის" გამარჯვებული პროდიუსერები იმუშავებენ

ქართველი მწერლის, ნინი ხარატიშვილის რომანის, "მერვე სიცოცხლის" მიხედვით ჰოლივუდში სერიალს გადაიღებენ. ამის შესახებ The Hollywood Reporter-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, სერიალზე ოსკარის ოთხგზისა და ემის ჯილდოს მფლობელი პროდიუსერები იმუშავებენ და ეს იქნება სატელევიზიო სერიალი. როგორც The Hollywood Reporter-ი წერს, სერიალზე იმუშავებს საპროდიუსერო კომპანია, რომელმაც ერიხ მარია რემარკის რომანის, "დასავლეთის ფრონტი უცვლელია" მიხედვით, ფილმის გადაიღო. ამ ფილმმა "ოსკარი" მოიპოვა.

გამოცემა მკითხველს რომანის შინაარსსაც უყვება და წერს, რომ "მერვე სიცოცხლე“ გვიამბობს ქართული ოჯახის ეპიკურ საგას. დასავლურ მედიაში წერენ, რომ ეს იქნება "ამბიციური პროექტი".

ცნობისთვის, ნინო ხარატიშვილის რომანი, "მერვე სიცოცხლე (ბრილკა)“ 2014 წელს გერმანულ ენაზე გამოიცა. ამ რომანისთვის ავტორმა არაერთი პრესტიჟული ჯილდო მიიღო. მათ შორის ბერთოლდ ბრეხტის პრემია.