პოლიტიკა
მეცნიერება

25

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ნუთუ ეს დიდი სურვილია? ნატო უკრაინის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. უკრაინა ნატო-ს გააძლიერებს” - ნატო-ს ისტორიული გადაწყვეტილება და ზელენსკის ემოციური სიტყვა სამიტის წინ
“ნუთუ ეს დიდი სურვილია? ნატო უკრაინის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. უკრაინა ნატო-ს გააძლიერებს” - ნატო-ს ისტორიული გადაწყვეტილება და ზელენსკის ემოციური სიტყვა სამიტის წინ

ვილ­ნი­უს­ში ნატო-ს სა­მიტ­ზე უკ­რა­ი­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სამი ელე­მენ­ტის­გან შემ­დგა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეს. ამის შე­სა­ხებ ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ალი­ან­სის გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა იენს სტოლ­ტენ­ბერ­გმა სა­მი­ტის პირ­ვე­ლი დღის შე­მა­ჯა­მე­ბელ პრეს-კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

“დღეს მო­კავ­ში­რე­ებ­მა სამი ელე­მენ­ტის­გან შემ­დგა­რი პა­კე­ტი შე­ა­თან­ხმეს, რომ­ლე­ბიც უკ­რა­ი­ნას ნატო-სთან და­ა­ახ­ლო­ვებს. პირ­ვე­ლი - ესაა უკ­რა­ი­ნის­თვის მხარ­და­ჭე­რის მრა­ვალ­წლი­ა­ნი პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც წვრთნე­ბი­სა და დოქ­ტრი­ნე­ბის საბ­ჭო­უ­რი­დან ნატო-ს სტან­დარ­ტებ­ზე გა­დას­ვლას გახ­დის შე­საძ­ლე­ბელს”, - გა­ნა­ცხა­და სტოლ­ტენ­ბერ­გმა.

მი­სის თქმით, მე­ო­რე ელე­მენ­ტი ნატო-უკ­რა­ი­ნის ახა­ლი საბ­ჭოს შექ­მნაა, რო­მე­ლიც კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის­თვის და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის­თვის გახ­დე­ბა ფო­რუ­მი, სა­დაც “რო­გორც თა­ნას­წო­რე­ბი შევ­ხვდე­ბით.”

“მე­სა­მე - და­ვა­დას­ტუ­რეთ, რომ უკ­რა­ი­ნა ნატო-ს წევ­რი გახ­დე­ბა, და შევ­თან­ხმდით, რომ წევ­რო­ბის სა­მოქ­მე­დო გეგ­მის შე­სა­ხებ მო­თხოვ­ნა ამოგ­ვე­ღო. ეს უკ­რა­ი­ნის გზას ორ­ნა­ბი­ჯი­ა­ნი პრო­ცე­სი­დან ერ­თნა­ბი­ჯი­ან პრო­ცე­სამ­დე შეც­ვლის.

ასე­ვე გა­ვა­გე­ბი­ნეთ, რომ ნატო-ში უკ­რა­ი­ნის გა­წევ­რი­ა­ნე­ბის მოწ­ვე­ვის შე­სა­ხებ გა­მო­ვა­ცხა­დებთ, რო­დე­საც მო­კავ­ში­რე­ე­ბი შე­თან­ხმდე­ბი­ან და პი­რო­ბე­ბი იქ­ნე­ბა მიღ­წე­უ­ლი”, - გა­ნა­ცხა­და სტოლ­ტენ­ბერ­გმა.

  • სა­მი­ტის პა­რა­ლე­ლუ­რად, ვილ­ნი­უ­სის ქუ­ჩებ­ში უკ­რა­ი­ნის მხარ­დამ­ჭერ აქ­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. იქ შეკ­რე­ბი­ლებს სი­ტყვით ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ მი­მარ­თა;

"აქ იმ ნატო-ს რწმე­ნით მო­ვე­დი, რო­მე­ლიც არ ყოყ­მა­ნობს, რო­მე­ლიც დროს არ კარ­გავს და ნე­ბის­მი­ე­რი დიქ­ტა­ტო­რის­კენ არ იხე­დე­ბა. ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ ვილ­ნი­უს­ში ნატო-ში უკ­რა­ი­ნის გა­წევ­რი­ა­ნე­ბის მხარ­დამ­ჭერ კონ­ცერ­ტზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

“დღეს აქ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის რწმე­ნით, პარტნი­ო­რე­ბის რწმე­ნით, ძლი­ე­რი ნატო-ს რწმე­ნით მოვ­დი­ო­დი. ნატო-სი, რო­მე­ლიც არ ყოყ­მა­ნობს, რო­მე­ლიც დროს არ კარ­გავს და ნე­ბის­მი­ე­რი დიქ­ტა­ტო­რის­კენ არ იხე­დე­ბა”, - გა­ნა­ცხა­და ზე­ლენ­სკიმ.

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა აღ­ნიშ­ნა, რომ სურს ეს რწმე­ნა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­ში დარ­წმუ­ნე­ბად გა­და­ი­ზარ­დოს, რომ­ლებ­საც უკ­რა­ი­ნა იმ­სა­ხუ­რებს და რომ­ლებ­საც “ყო­ვე­ლი უკ­რა­ი­ნე­ლი მებ­რძო­ლი, ყო­ვე­ლი უკ­რა­ი­ნე­ლი მო­ქა­ლა­ქე, ყო­ვე­ლი უკ­რა­ი­ნე­ლი დედა და ყო­ვე­ლი უკ­რა­ი­ნე­ლი ბავ­შვი ელის.”

“ნუთუ ეს დიდი სურ­ვი­ლია? ნატო უკ­რა­ი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს. უკ­რა­ი­ნა ნატო-ს გა­აძ­ლი­ე­რებს”, - გა­ნა­ცხა­და ზე­ლენ­სკიმ.

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ი.კ
0

უკრაინა თუ რუსეთს ომს მოუგებს, ნიშნავს, რომ რუსეთი აღარ იარსებებს, მაშინ ნატოში რაღა უნდა, ან ნატომ რატომ უნდა იარსებოს. ამ "თუ"- შია საქმე.

მე
6

საქართველოს ხელისუფლებას დააბრალეთ თუ რამე არ მოგწონთ ნატო_ს კი არა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?
ავტორი:

“ნუთუ ეს დიდი სურვილია? ნატო უკრაინის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. უკრაინა ნატო-ს გააძლიერებს” - ნატო-ს ისტორიული გადაწყვეტილება და ზელენსკის ემოციური სიტყვა სამიტის წინ

“ნუთუ ეს დიდი სურვილია? ნატო უკრაინის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. უკრაინა ნატო-ს გააძლიერებს” - ნატო-ს ისტორიული გადაწყვეტილება და ზელენსკის ემოციური სიტყვა სამიტის წინ

ვილნიუსში ნატო-ს სამიტზე უკრაინასთან დაკავშირებული სამი ელემენტისგან შემდგარი გადაწყვეტილება მიიღეს. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა სამიტის პირველი დღის შემაჯამებელ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

“დღეს მოკავშირეებმა სამი ელემენტისგან შემდგარი პაკეტი შეათანხმეს, რომლებიც უკრაინას ნატო-სთან დააახლოვებს. პირველი - ესაა უკრაინისთვის მხარდაჭერის მრავალწლიანი პროგრამა, რომელიც წვრთნებისა და დოქტრინების საბჭოურიდან ნატო-ს სტანდარტებზე გადასვლას გახდის შესაძლებელს”, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისის თქმით, მეორე ელემენტი ნატო-უკრაინის ახალი საბჭოს შექმნაა, რომელიც კონსულტაციებისთვის და გადაწყვეტილებების მიღებისთვის გახდება ფორუმი, სადაც “როგორც თანასწორები შევხვდებით.”

“მესამე - დავადასტურეთ, რომ უკრაინა ნატო-ს წევრი გახდება, და შევთანხმდით, რომ წევრობის სამოქმედო გეგმის შესახებ მოთხოვნა ამოგვეღო. ეს უკრაინის გზას ორნაბიჯიანი პროცესიდან ერთნაბიჯიან პროცესამდე შეცვლის.

ასევე გავაგებინეთ, რომ ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების მოწვევის შესახებ გამოვაცხადებთ, როდესაც მოკავშირეები შეთანხმდებიან და პირობები იქნება მიღწეული”, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

  • სამიტის პარალელურად, ვილნიუსის ქუჩებში უკრაინის მხარდამჭერ აქცია მიმდინარეობდა. იქ შეკრებილებს სიტყვით ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართა;

"აქ იმ ნატო-ს რწმენით მოვედი, რომელიც არ ყოყმანობს, რომელიც დროს არ კარგავს და ნებისმიერი დიქტატორისკენ არ იხედება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვილნიუსში ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების მხარდამჭერ კონცერტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“დღეს აქ გადაწყვეტილების რწმენით, პარტნიორების რწმენით, ძლიერი ნატო-ს რწმენით მოვდიოდი. ნატო-სი, რომელიც არ ყოყმანობს, რომელიც დროს არ კარგავს და ნებისმიერი დიქტატორისკენ არ იხედება”, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სურს ეს რწმენა გადაწყვეტილებებში დარწმუნებად გადაიზარდოს, რომლებსაც უკრაინა იმსახურებს და რომლებსაც “ყოველი უკრაინელი მებრძოლი, ყოველი უკრაინელი მოქალაქე, ყოველი უკრაინელი დედა და ყოველი უკრაინელი ბავშვი ელის.”

“ნუთუ ეს დიდი სურვილია? ნატო უკრაინის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. უკრაინა ნატო-ს გააძლიერებს”, - განაცხადა ზელენსკიმ.