პარტნიორები:
    ავტორი:

    რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მა სოჭიდან თბილისის მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა

    რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მა სოჭიდან თბილისის მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა

    რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მა სოჭიდან თბილისის მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა. Sukhoi Superjet 100-ის თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში ადგილობრივი დროით 17:40 საათზე დაეშვა.

    "ეხო კავკაზას“ ცნობით კი, დილით ავიაკომპანიამ პირველი რეისი შეასრულა მოსკოვიდან ქუთაისის მიმართულებით.

    მისივე ცნობით, ავიაკომპანიამ საქართველოში ფრენების განხორციელების ნებართვა ჯერ კიდევ მაისში მიიღო, თუმცა ფრენების დაწყება რამდენჯერმე გადაიდო.

    ამჟამად, Red Wings-ის გარდა, საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირ ყოველდღიურ რეისებს ახორციელებს Azimuth (მოსკოვი-თბილისი-მოსკოვი) და Georgian Airways (თბილისი-მოსკოვი-თბილისი).

    ივლისის დასაწყისში რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ (როსავიაცია) გამოსცა რუსეთსა და საქართველოს ქალაქებს შორის კვირაში 284 ფრენის ნებართვა. ნებართვების უმეტესობა გაცემულია Red Wings-ისთვის. საქართველოს ხელისუფლებას ახალი ფრენების ნებართვა ჯერ არ გაუცია.