აშშ-ში ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში წყალდიდობას და ძლიერ ქარიშხალს ებრძვიან. Reuters-ის ინფორმაციით, უხვმა ნალექებმა მდინარეების კალაპოტებიდან გადმოსვლა და საავტომობილო გზების დატბორვა გამოიწვია.
სტიქიურ უბედურებას აშშ-ში სულ მცირე 1 ადამიანი ემსხვერპლა.
ქარიშხლის გაძლიერებამდე ადგილობრივმა ხელისუფლებამ 13 მილიონზე მეტ ადამიანს მოუწოდა, მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინონ და აუცილებელი საჭიროების გარდა ქუჩაში გასვლისგან თავი შეიკავონ.
ძლიერი ქარის გამო აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში 1000-ზე მეტი ავიარეისი გადაიდო.
არც ავტორი, არც საინფორმაციო წყარო. არა შტატის დასახელება, არა ქალაქების დასახელება. რაღაცას რაღაცაზე. ტიპიური ქართული ჟურნალისტიკური პროდუქტი. მქუხარე, ხანგრძლივი ტაში, გადადის ოვაციებში.