სამხრეთ აფრიკის უდიდესი ქალაქის, იოჰანესბურგის მაცხოვრებლებმა ბოლო 11 წლის შემდეგ პირველად იხილეს თოვლი. მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ აფრიკის სამხრეთ ნაწილში ზამთრის თვეებში რეგულარულად თოვს, იოჰანესბურგში ბოლოს 2012 წლის აგვისტოში მოთოვა, მანამდე კი, 2007 წელს.
სოციალურ ქსელებში იოჰანესბურგის მაცხოვრებლები მოვლენას "ნამდვილ მაგიად" მოიხსენიებენ და ამბობენ, რომ ეს კვირის საოცარი დასაწყისია.
Witwatersrand- ის უნივერსიტეტის ფიზიკური გეოგრაფიის პროფესორი, ჯენიფერ ფიჩეტი Times-თან ამბობს, რომ თოვა ტენიანობის მომატებამ, ცივმა ტემპერატურებმა და ქარებმა გამოიწვია, თუმცა აკონკრეტებს, რომ ის დიდხანს არ გასტანს:
"ეს 10 წელში ერთხელ ხდება. ზამთარში შედარებით მშრალი ამინდები გვაქვს", - ამბობს პროფესორი.
იოჰანესბურგში საშუალოდ, 5 წელში ერთხელ თოვს, თუმცა ისეთი ხშირი თოვა, როგორიც ორშაბათს დაფიქსირდა, 10-დან 20 წლამდე შუალედითაა.
წყარო: theguardian
მოამზადა: ანა სიბოშვილმა