სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოკომტუნი - ქალაქი, რომელიც დროში დაიკარგა: აღმოჩენა, რომელმაც შეიძლება მაიას უძველესი ცივილიზაციის დაცემის საიდუმლოს ახადოს ფარდა
ოკომტუნი - ქალაქი, რომელიც დროში დაიკარგა: აღმოჩენა, რომელმაც შეიძლება მაიას უძველესი ცივილიზაციის დაცემის საიდუმლოს ახადოს ფარდა

არ­ქე­ო­ლოგ­მა ივან შპ­რა­იჩ­მა თით­ქმის 30 წელი გა­ა­ტა­რა მექ­სი­კის იუ­კა­ტა­ნის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძულ­ზე ღრმად და­მარ­ხუ­ლი ქა­ლა­ქე­ბის ძი­ე­ბა­ში. მის­მა ბოლო აღ­მო­ჩე­ნამ მსოფ­ლი­ოს ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო. BBC Travel ამ ფაქტს ვრცელ სტა­ტი­ას უძღვნის.

2013 წელს სლო­ვე­ნი­ელ­მა არ­ქე­ო­ლოგ­მა და მის­მა გუნ­დმა აღ­მო­ა­ჩი­ნეს მე-8 სა­უ­კუ­ნით და­თა­რი­ღე­ბუ­ლი აქამ­დე უც­ნო­ბი ქა­ლა­ქი, სა­დაც ოდეს­ღაც სულ ცოტა 40 000 ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობ­და და რო­მე­ლიც ტრო­პი­კულ­მა ტყემ შთან­თქა. ერთი წლის შემ­დეგ მათ აღ­მო­ა­ჩი­ნეს მა­ი­ას კი­დევ ორი ​​ქა­ლა­ქი - ლა­გუ­ნი­ტა და ტამ­ჩე­ნი - თი­თო­ე­ულ­ში გა­მო­სა­ხუ­ლი იყო პი­რა­მი­დის ტაძ­რე­ბი, მო­ედ­ნე­ბი და რთუ­ლად მო­ჩუ­ქურ­თმე­ბუ­ლი სტე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც, რო­გორც ჩანს, და­ახ­ლო­ე­ბით 1200 წლის წინ იყო მი­ტო­ვე­ბუ­ლი.

2014 წელს შპ­რა­იჩ­მა და მის­მა გუნ­დმა აღ­მო­ა­ჩი­ნეს ლა­გუ­ნი­ტა, უძ­ვე­ლე­სი მა­ი­ას ქა­ლა­ქი, რო­მე­ლიც მე-8 სა­უ­კუ­ნით თა­რიღ­დე­ბა.

თუმ­ცა, უკა­ნას­კნე­ლი აღ­მო­ჩე­ნა გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას იპყრობს: გა­სუ­ლი თვის ბო­ლოს, არ­ქე­ო­ლოგ­მა და მის­მა გუნ­დმა მა­ი­ას უძ­ვე­ლეს, მი­ტო­ვე­ბუ­ლი ქა­ლა­ქის ნაშ­თებს მი­აკ­ვლი­ეს, სა­დაც უამ­რა­ვი პი­რა­მი­დის ფორ­მის სტრუქ­ტუ­რაა, რომ­ლე­ბიც 15 მეტრზე მეტ სი­მაღ­ლე­ზე დგას. ამ ად­გილს მან Ocomtún ("ქვის სვე­ტი“) უწო­და. ად­გი­ლის კე­რა­მი­კა მი­უ­თი­თებს იმა­ზე, რომ ის ახა­ლი წელ­თაღ­რი­ცხვის 600-დან 800 წლამ­დე იყო და­სახ­ლე­ბუ­ლი.

"ეს ქა­ლა­ქე­ბი დრო­ში და­ი­კარ­გა", - გა­ნუ­ცხა­და შპ­რა­იჩ­მა BBC Travel-ს ოკომ­ტუ­ნის აღ­მო­ჩე­ნის შემ­დეგ, პირ­ველ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

ამ მა­ნამ­დე ამო­უც­ნო­ბი შავი ხვრე­ლის რუ­კე­ბის და­ხატ­ვამ შე­საძ­ლოა, მეტი შუქი მოჰ­ფი­ნოს იმას, თუ ვინ იყ­ვნენ მა­ი­ას ტო­მე­ლე­ბი და რას შე­იძ­ლე­ბო­და გა­მო­ეწ­ვია მათი დრა­მა­ტუ­ლი კრა­ხი.

  • მა­ი­ას დიდი სა­ი­დუმ­ლო

ჩვე­უ­ლებ­რივ, ის მიჩ­ნე­უ­ლია და­სავ­ლეთ ნა­ხე­ვარსფე­როს ერთ-ერთ უდი­დეს ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ად, მაია მარ­თავ­და ცენ­ტრა­ლუ­რი ამე­რი­კის დიდ ნა­წილს 200-900 წწ. ცნო­ბი­ლი მა­ღა­ლი პი­რა­მი­დუ­ლი ტაძ­რე­ბით და 40-ზე მეტი გრან­დი­ო­ზუ­ლი ქა­ლა­ქით, ისე­თე­ბით, რო­გო­რი­ცაა: ტი­კა­ლი, უაქ­საქ­ტუ­ნი და კო­პა­ნი - მაია ცნო­ბი­ლი იყო ასე­ვე შე­პყრო­ბი­ლი ას­ტრო­ნო­მე­ბით, ბრწყინ­ვა­ლე მა­თე­მა­ტი­კო­სე­ბი­თა და ნა­ყო­ფი­ე­რი მწიგ­ნობ­რე­ბით.

ისი­ნი ინა­ხავ­დნენ დაბ­ნე­ლე­ბე­ბი­სა და მზე­ბუ­დო­ბის დე­ტა­ლურ ჩა­ნა­წე­რებს და თა­ვი­ან­თი ქა­ლა­ქე­ბის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს სტრუქ­ტუ­რებს ციურ მოძ­რა­ო­ბას­თან აწო­ნას­წო­რებ­დნენ. მათ გა­მო­ი­გო­ნეს ნუ­ლო­ვა­ნი კონ­ცეფ­ცი­ის ცნე­ბა ევ­რო­პე­ლებ­ზე და­ახ­ლო­ე­ბით 1000 წლით ადრე. მაია იყო მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთი უძ­ვე­ლე­სი ცი­ვი­ლი­ზა­ცია, რო­მელ­მაც შე­ი­მუ­შა­ვა დამ­წერ­ლო­ბის სის­ტე­მა (ძვ. წ. 300 წელს ) და შეძ­ლო ათა­სო­ბით ქა­ღალ­დის წიგ­ნის შექ­მნა. მათ, სა­ვა­რა­უ­დოდ, გა­მო­ი­გო­ნეს შო­კო­ლა­დი, მსოფ­ლი­ო­ში პირ­ვე­ლი ბურ­თით თა­მა­ში და რე­ზი­ნი.

მაგ­რამ, სა­უ­კუ­ნე­ზე მეტი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი მეც­ნი­ე­რუ­ლი გა­მოკ­ვლე­ვე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ვინ იყ­ვნენ მა­ი­ას ტო­მის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ბო­ლომ­დე უც­ნო­ბია, ასე­ვე პა­სუ­ხგა­უ­ცე­მე­ლი რჩე­ბა ერთი მთა­ვა­რი კი­თხვა: რა და­ე­მარ­თა მათ დიდ ქა­ლა­ქებს?

მე-8 და მე-9 სა­უ­კუ­ნე­ებ­ში მა­ი­ას ტომ­მა მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­ი­წყო ქა­ლა­ქე­ბის მი­ტო­ვე­ბა და ეს ოდეს­ღაც დიდი მე­ზო­ა­მე­რი­კუ­ლი მე­გა­პო­ლი­სე­ბი, რომ­ლე­ბიც აშენ­და უაღ­რე­სად დახ­ვე­წი­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და სა­ინ­ჟინ­რო ტექ­ნი­კის გა­მო­ყე­ნე­ბით, ნელ-ნელა და­ინ­გრა.

  • რა­ტომ არის Ocomtún მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი

ნე­ბის­მი­ე­რი და­კარ­გუ­ლი ქა­ლა­ქის ხე­ლა­ხა­ლი აღ­მო­ჩე­ნა შე­ი­ცავს ღი­რე­ბულ მი­ნიშ­ნე­ბებს იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ ცხოვ­რობ­და ხალ­ხი და რამ გა­მო­იწ­ვია ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის უე­ცა­რი და­ცე­მა და­ახ­ლო­ე­ბით 1200 წლის წინ - და ეს გან­სა­კუთ­რე­ბით ეხე­ბა ისეთ ნაკ­ლე­ბად შეს­წავ­ლილ ზო­ნას, რო­გო­რიც ცენ­ტრა­ლუ­რი იუ­კა­ტა­ნის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძუ­ლია.

”ვი­ცო­დით, რომ იქ რა­ღაც საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, მაგ­რამ ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დით, რას ვი­პო­ვი­დით”, - თქვა შპ­რა­იჩ­მა.

”რო­დე­საც იქ მი­ვე­დით, ჩვე­ნი ეჭ­ვე­ბი და­დას­ტურ­და: არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლად, ეს მარ­თლაც მა­სი­უ­რი ქა­ლა­ქი იყო. ცხა­დია, რომ ეს პო­ლი­ტი­კუ­რად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცენ­ტრი უნდა ყო­ფი­ლი­ყო”.

ვრცე­ლი ჭა­ო­ბე­ბით გარ­შე­მორ­ტყმუ­ლი ქა­ლა­ქი მა­ღალ ად­გილ­ზე აშენ­და და შედ­გე­ბო­და "მო­ნუ­მენ­ტუ­რი ბირ­თვის­გან", რო­მე­ლიც მო­ი­ცავს 50 ჰექ­ტარ­ზე მეტს. პი­რა­მი­დე­ბის და ქვის სვე­ტე­ბის გარ­და, მკვლე­ვარ­თა გუნ­დმა იპო­ვა სამ­სხვერ­პლო­ე­ბი, სამი მო­ე­და­ნი, სა­დაც დო­მი­ნი­რებ­და დან­გრე­უ­ლი შე­ნო­ბე­ბი და მო­ე­და­ნი მა­ი­ას უძ­ვე­ლე­სი ბურ­თის თა­მა­შის­თვის. გაშ­ლი­ლი 80-მეტ­რი­ა­ნი აკ­რო­პო­ლი­სი აღ­ნიშ­ნავს ქა­ლა­ქის ჩრდი­ლო-და­სავ­ლეთ კუ­თხეს და თავ­ზე სხვა პი­რა­მი­დაა, რო­მე­ლიც ბუ­ნებ­რივ რე­ლი­ეფ­ზე 25 მეტ­რით მაღ­ლა დგას. სამ­ხრე­თით, კი­დევ ორი ​​პი­რა­მი­და დგას 15 მეტ­რის სი­მაღ­ლე­ზე.

"ეს ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მო­ჩე­ნაა!" - თქვა დოქ­ტორ­მა კატ­რინ ბრა­უნ­მა, ტე­ხა­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ან­თრო­პო­ლო­გი­ის პრო­ფე­სორ­მა სან ან­ტო­ნი­ო­ში და მა­ი­ას მკვლე­ვარ­მა ცნო­ბილ­მა მეც­ნი­ერ­მა.

მხო­ლოდ დრო და მო­მა­ვა­ლი და­ფი­ნან­სე­ბა გვიჩ­ვე­ნებს, გა­მო­ავ­ლენს თუ არა Ocumtún მა­ი­ას ტო­მის აღ­ზე­ვე­ბი­სა და და­ცე­მის სა­ი­დუმ­ლო­ე­ბებს, მაგ­რამ შპ­რა­ი­ჩი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია ერ­თში: 2024 წლის მარ­ტში, რო­დე­საც მშრა­ლი სე­ზო­ნი და­ი­წყე­ბა, ის დაბ­რუნ­დე­ბა იუ­კა­ტან­ში და და­კარ­გუ­ლი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის შე­სა­ხებ ძი­ე­ბას გა­ნაგ­რძობს.

  • ავ­ტო­რი: ეკა დარ­ჩი­აშ­ვი­ლი

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურა
2

საოცარი ცივილიზაციაა რომელიც რკინის და ბორბალის მექანიზმის არ არსებობის პირობებში აღმოცენდა და ძალიან ჰგავს მათი პირამიდები სამხრეთ აზიის ნაწილში ქხმერულ პირამიდებს მათი ეს კავშირი საზღვაო თუ სხვა სახის მიმოსვლის და კონტაქტების გარეშე ბევრ კითხვას იწვევს საიდან და როგორ მივიდნენ სხვადასხვა კონტინენტებზე მსგავს არქიტექტურულ იდეებამდე 

შორენა
16

ეს და სხვა ადგილობრივი მაცხოვრებლები დაუნდობლად ჟუჟეს, კულტურა გაანადგურეს და ახლა მიწაში მიძვრებიან მათ საძებრად!

ვიცხოვროთ ამ მშვენიერ დედამიწაზე ერთობით!

ავტორი:

ოკომტუნი - ქალაქი, რომელიც დროში დაიკარგა: აღმოჩენა, რომელმაც შეიძლება მაიას უძველესი ცივილიზაციის დაცემის საიდუმლოს ახადოს ფარდა

ოკომტუნი - ქალაქი, რომელიც დროში დაიკარგა: აღმოჩენა, რომელმაც შეიძლება მაიას უძველესი ცივილიზაციის დაცემის საიდუმლოს ახადოს ფარდა

არქეოლოგმა ივან შპრაიჩმა თითქმის 30 წელი გაატარა მექსიკის იუკატანის ნახევარკუნძულზე ღრმად დამარხული ქალაქების ძიებაში. მისმა ბოლო აღმოჩენამ მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. BBC Travel ამ ფაქტს ვრცელ სტატიას უძღვნის.

2013 წელს სლოვენიელმა არქეოლოგმა და მისმა გუნდმა აღმოაჩინეს მე-8 საუკუნით დათარიღებული აქამდე უცნობი ქალაქი, სადაც ოდესღაც სულ ცოტა 40 000 ადამიანი ცხოვრობდა და რომელიც ტროპიკულმა ტყემ შთანთქა. ერთი წლის შემდეგ მათ აღმოაჩინეს მაიას კიდევ ორი ​​ქალაქი - ლაგუნიტა და ტამჩენი - თითოეულში გამოსახული იყო პირამიდის ტაძრები, მოედნები და რთულად მოჩუქურთმებული სტელები, რომლებიც, როგორც ჩანს, დაახლოებით 1200 წლის წინ იყო მიტოვებული.

2014 წელს შპრაიჩმა და მისმა გუნდმა აღმოაჩინეს ლაგუნიტა, უძველესი მაიას ქალაქი, რომელიც მე-8 საუკუნით თარიღდება.

თუმცა, უკანასკნელი აღმოჩენა განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს: გასული თვის ბოლოს, არქეოლოგმა და მისმა გუნდმა მაიას უძველეს, მიტოვებული ქალაქის ნაშთებს მიაკვლიეს, სადაც უამრავი პირამიდის ფორმის სტრუქტურაა, რომლებიც 15 მეტრზე მეტ სიმაღლეზე დგას. ამ ადგილს მან Ocomtún ("ქვის სვეტი“) უწოდა. ადგილის კერამიკა მიუთითებს იმაზე, რომ ის ახალი წელთაღრიცხვის 600-დან 800 წლამდე იყო დასახლებული.

"ეს ქალაქები დროში დაიკარგა", - განუცხადა შპრაიჩმა BBC Travel-ს ოკომტუნის აღმოჩენის შემდეგ, პირველ ინტერვიუში.

ამ მანამდე ამოუცნობი შავი ხვრელის რუკების დახატვამ შესაძლოა, მეტი შუქი მოჰფინოს იმას, თუ ვინ იყვნენ მაიას ტომელები და რას შეიძლებოდა გამოეწვია მათი დრამატული კრახი.

  • მაიას დიდი საიდუმლო

ჩვეულებრივ, ის მიჩნეულია დასავლეთ ნახევარსფეროს ერთ-ერთ უდიდეს ცივილიზაციად, მაია მართავდა ცენტრალური ამერიკის დიდ ნაწილს 200-900 წწ. ცნობილი მაღალი პირამიდული ტაძრებით და 40-ზე მეტი გრანდიოზული ქალაქით, ისეთებით, როგორიცაა: ტიკალი, უაქსაქტუნი და კოპანი - მაია ცნობილი იყო ასევე შეპყრობილი ასტრონომებით, ბრწყინვალე მათემატიკოსებითა და ნაყოფიერი მწიგნობრებით.

ისინი ინახავდნენ დაბნელებებისა და მზებუდობის დეტალურ ჩანაწერებს და თავიანთი ქალაქების უმნიშვნელოვანეს სტრუქტურებს ციურ მოძრაობასთან აწონასწორებდნენ. მათ გამოიგონეს ნულოვანი კონცეფციის ცნება ევროპელებზე დაახლოებით 1000 წლით ადრე. მაია იყო მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ცივილიზაცია, რომელმაც შეიმუშავა დამწერლობის სისტემა (ძვ. წ. 300 წელს ) და შეძლო ათასობით ქაღალდის წიგნის შექმნა. მათ, სავარაუდოდ, გამოიგონეს შოკოლადი, მსოფლიოში პირველი ბურთით თამაში და რეზინი.

მაგრამ, საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ჩატარებული მეცნიერული გამოკვლევების მიუხედავად, ვინ იყვნენ მაიას ტომის წარმომადგენლები, ბოლომდე უცნობია, ასევე პასუხგაუცემელი რჩება ერთი მთავარი კითხვა: რა დაემართა მათ დიდ ქალაქებს?

მე-8 და მე-9 საუკუნეებში მაიას ტომმა მოულოდნელად დაიწყო ქალაქების მიტოვება და ეს ოდესღაც დიდი მეზოამერიკული მეგაპოლისები, რომლებიც აშენდა უაღრესად დახვეწილი მეცნიერებისა და საინჟინრო ტექნიკის გამოყენებით, ნელ-ნელა დაინგრა.

  • რატომ არის Ocomtún მნიშვნელოვანი

ნებისმიერი დაკარგული ქალაქის ხელახალი აღმოჩენა შეიცავს ღირებულ მინიშნებებს იმის შესახებ, თუ როგორ ცხოვრობდა ხალხი და რამ გამოიწვია ცივილიზაციის უეცარი დაცემა დაახლოებით 1200 წლის წინ - და ეს განსაკუთრებით ეხება ისეთ ნაკლებად შესწავლილ ზონას, როგორიც ცენტრალური იუკატანის ნახევარკუნძულია.

”ვიცოდით, რომ იქ რაღაც საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდით, რას ვიპოვიდით”, - თქვა შპრაიჩმა.

”როდესაც იქ მივედით, ჩვენი ეჭვები დადასტურდა: არქიტექტურულად, ეს მართლაც მასიური ქალაქი იყო. ცხადია, რომ ეს პოლიტიკურად მნიშვნელოვანი ცენტრი უნდა ყოფილიყო”.

ვრცელი ჭაობებით გარშემორტყმული ქალაქი მაღალ ადგილზე აშენდა და შედგებოდა "მონუმენტური ბირთვისგან", რომელიც მოიცავს 50 ჰექტარზე მეტს. პირამიდების და ქვის სვეტების გარდა, მკვლევართა გუნდმა იპოვა სამსხვერპლოები, სამი მოედანი, სადაც დომინირებდა დანგრეული შენობები და მოედანი მაიას უძველესი ბურთის თამაშისთვის. გაშლილი 80-მეტრიანი აკროპოლისი აღნიშნავს ქალაქის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეს და თავზე სხვა პირამიდაა, რომელიც ბუნებრივ რელიეფზე 25 მეტრით მაღლა დგას. სამხრეთით, კიდევ ორი ​​პირამიდა დგას 15 მეტრის სიმაღლეზე.

"ეს ძალიან საინტერესო აღმოჩენაა!" - თქვა დოქტორმა კატრინ ბრაუნმა, ტეხასის უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის პროფესორმა სან ანტონიოში და მაიას მკვლევარმა ცნობილმა მეცნიერმა.

მხოლოდ დრო და მომავალი დაფინანსება გვიჩვენებს, გამოავლენს თუ არა Ocumtún მაიას ტომის აღზევებისა და დაცემის საიდუმლოებებს, მაგრამ შპრაიჩი დარწმუნებულია ერთში: 2024 წლის მარტში, როდესაც მშრალი სეზონი დაიწყება, ის დაბრუნდება იუკატანში და დაკარგული ცივილიზაციის შესახებ ძიებას განაგრძობს.

  • ავტორი: ეკა დარჩიაშვილი