მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს და ალბანეთის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებმა ერთმანეთს საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით არსებული გამოცდილება გაუზიარეს
საქართველოს და ალბანეთის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებმა ერთმანეთს საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით არსებული გამოცდილება გაუზიარეს

სა­ქარ­თვე­ლოს სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცია სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცეს­ში ელექტრო­ნუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის და­ნერგვის პა­რა­ლე­ლუ­რად კარგ სა­ერ­თა­შო­რი­სო პრაქ­ტი­კას სწავ­ლობს. სწო­რედ ამ მიზ­ნით ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი თავ­მჯდო­მა­რის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­პის საბ­ჭოს ოფი­სის მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი სას­წავ­ლო ვი­ზი­ტით ალ­ბა­ნეთ­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში დე­ლე­გა­ცი­ამ შეხ­ვედ­რე­ბი გა­მარ­თა ალ­ბა­ნე­თის ცეს­კოს ხელ­მძღვა­ნელ პი­რებ­თან და სტრუქ­ტუ­რუ­ლი ერ­თე­უ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან. მხა­რე­ებ­მა ისეთ მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხებ­ზე იმ­სჯე­ლეს რო­გო­რე­ბი­ცაა, ორი ქვეყ­ნის სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მა, სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის სტრუქ­ტუ­რა, ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა არ­ჩევ­ნე­ბის მარ­თვის პრო­ცეს­ში, სა­არ­ჩევ­ნო კა­ნონ­მდებ­ლო­ბა და მისი აღ­სრუ­ლე­ბა, ელექტრო­ნუ­ლი ხმის მი­ცე­მის და დათ­ვლის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სპე­ცი­ფი­კა, შე­დე­გე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა, სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნია, ამომ­რჩე­ველ­თა გა­ნათ­ლე­ბა, მე­დი­ის როლი, დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის პრე­ვენ­ცი­ი­სა და რე­ა­გი­რე­ბის გზე­ბი. შეხ­ვედ­რის ფარ­გლებ­ში ალ­ბა­ნე­თის ცეს­კოს წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა იმ ელექტრო­ნუ­ლი აპა­რა­ტუ­რის დე­მონ­სტრი­რე­ბაც გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს, რო­მელ­საც ვე­რი­ფი­კა­ცი­ის, ხმის მი­ცე­მის და დათ­ვლის პრო­ცეს­ში იყე­ნე­ბენ.

გარ­და ამი­სა, სა­ქარ­თვე­ლოს სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის დე­ლე­გა­ცია ალ­ბა­ნე­თის არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­საც შეხ­ვდა, რომ­ლებ­მაც სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცეს­ში ელექტრო­ნუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მათი დაკ­ვირ­ვე­ბის შე­დე­გებ­ზე ისა­უბ­რეს და სა­ქარ­თვე­ლოს გა­მოც­დი­ლე­ბით და­ინ­ტე­რეს­დნენ.

ალ­ბა­ნეთ­ში ვი­ზი­ტი­სას ცეს­კოს თავ­მჯდო­მა­რე გი­ორ­გი კა­ლან­და­რიშ­ვილ­მა ასე­ვე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში თე­მა­ზე „სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სე­ბის გა­ციფ­რუ­ლე­ბა - კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბი­სა და ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის პერ­სპექ­ტი­ვე­ბი“. კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე, რო­მე­ლიც ალ­ბა­ნე­თის რეს­პუბ­ლი­კის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის, დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და არ­ჩევ­ნე­ბის ხელ­შე­წყო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ინ­სტი­ტუ­ტის (International IDEA) და ფი­ნე­თის სა­მარ­თლის უზე­ნა­ე­სო­ბის ცენ­ტრის ორ­გა­ნი­ზე­ბით გა­ი­მარ­თა გი­ორ­გი კა­ლან­და­რიშ­ვილ­მა იმ მნიშ­ვნე­ლო­ვან ტექ­ნო­ლო­გი­ურ ინ­ტერ­ვენ­ცი­ა­ზე ისა­უბ­რა, რო­მე­ლიც ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ 2018 წლი­დან 2023 წლამ­დე ეტა­პობ­რი­ვად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. ასე­ვე დე­ტა­ლუ­რად ისა­უბ­რა 2024 წლის პარ­ლა­მენ­ტის არ­ჩევ­ნე­ბის­თვის მზა­დე­ბის პრო­ცეს­ზე და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით და­გეგ­მილ აქ­ტი­ვო­ბებ­ზე.

ალ­ბა­ნეთს სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცეს­ში ელექტრო­ნუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის მრა­ვალ­წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს, ამ­დე­ნად მათი გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის­თვის სა­არ­ჩევ­ნო რე­ფორ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ამ ეტაპ­ზე გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ასე­თი ტი­პის შეხ­ვედ­რე­ბი და გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა უზ­რუნ­ველ­ყოფს, რომ ელექტრო­ნუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ფარ­თო მას­შტა­ბით გა­მო­ყე­ნე­ბი­სას ყვე­ლა მო­სა­ლოდ­ნე­ლი რის­კი იყოს და­ზღვე­უ­ლი და პრო­ცე­სი სწო­რად ად­მი­ნის­ტრი­რე­ბუ­ლი.

სა­ქარ­თვე­ლოს და ალ­ბა­ნე­თის რეს­პუბ­ლი­კის ცენ­ტრა­ლურ სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ებს მჭიდ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბა აქვთ. მიმ­დი­ნა­რე წლის 28 აპ­რილს მხა­რე­ებს შო­რის ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუ­მიც გა­ფორმ­და, რო­მე­ლიც არ­ჩევ­ნებ­ში ელექტრო­ნუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის კუ­თხით ინ­ფორ­მა­ცი­ი­სა და ექ­სპერ­ტუ­ლი ცოდ­ნის გა­ზი­ა­რე­ბას ისა­ხავს მიზ­ნად. 4-6 ივ­ლისს ალ­ბა­ნე­თის დე­და­ქა­ლაქ ტი­რა­ნა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სას­წავ­ლო ვი­ზი­ტი სწო­რედ ამ მე­მო­რან­დუ­მის ერ­თგვა­რი გა­მო­ძა­ხი­ლია. სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ცეს­კოს სა­არ­ჩევ­ნო სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის, სტრა­ტე­გი­უ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის და იუ­რი­დი­უ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტე­ბის, ასე­ვე სწავ­ლე­ბის ცენ­ტრის და ევ­რო­პის საბ­ჭოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იღებ­დნენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

სას­წავ­ლო ვი­ზი­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­საბ­ჭოს ოფი­სის ორ­გა­ნი­ზე­ბი­თა და ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით გან­ხორ­ცი­ელ­და.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცია ელექტრო­ნუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის კარ­გი პრაქ­ტი­კის შე­ის­წავ­ლის მიზ­ნით სას­წავ­ლო ვი­ზი­ტებს სხვა ქვეყ­ნებ­შიც გეგ­მავს, რომ­ლებ­საც მსგავ­სი ტი­პის გა­მოც­დი­ლე­ბა აქვთ.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
როგორ
0

უნდა გაყალბდეს არჩევნები მასტერკლასი ჩაუტარეს :) 

ეუჰ
1

აბა დაგვიქცევია ისედაც დაქცეული ალბანეთი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

საქართველოს და ალბანეთის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებმა ერთმანეთს საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით არსებული გამოცდილება გაუზიარეს

საქართველოს და ალბანეთის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებმა ერთმანეთს საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით არსებული გამოცდილება გაუზიარეს

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის პარალელურად კარგ საერთაშორისო პრაქტიკას სწავლობს. სწორედ ამ მიზნით ადმინისტრაციის წარმომადგენლები თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის მიერ ორგანიზებული სასწავლო ვიზიტით ალბანეთში იმყოფებოდნენ.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციამ შეხვედრები გამართა ალბანეთის ცესკოს ხელმძღვანელ პირებთან და სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებთან. მხარეებმა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს როგორებიცაა, ორი ქვეყნის საარჩევნო სისტემა, საარჩევნო ადმინისტრაციის სტრუქტურა, ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენება არჩევნების მართვის პროცესში, საარჩევნო კანონმდებლობა და მისი აღსრულება, ელექტრონული ხმის მიცემის და დათვლის ტექნოლოგიების სპეციფიკა, შედეგების გამოქვეყნება, საინფორმაციო კამპანია, ამომრჩეველთა განათლება, მედიის როლი, დეზინფორმაციის პრევენციისა და რეაგირების გზები. შეხვედრის ფარგლებში ალბანეთის ცესკოს წარმომადგენლებმა იმ ელექტრონული აპარატურის დემონსტრირებაც განახორციელეს, რომელსაც ვერიფიკაციის, ხმის მიცემის და დათვლის პროცესში იყენებენ.

გარდა ამისა, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის დელეგაცია ალბანეთის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც შეხვდა, რომლებმაც საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებით მათი დაკვირვების შედეგებზე ისაუბრეს და საქართველოს გამოცდილებით დაინტერესდნენ.

ალბანეთში ვიზიტისას ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა ასევე მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში თემაზე „საარჩევნო პროცესების გაციფრულება - კიბერუსაფრთხოებისა და ინსტიტუციური თანამშრომლობის პერსპექტივები“. კონფერენციაზე, რომელიც ალბანეთის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის, დემოკრატიისა და არჩევნების ხელშეწყობის საერთაშორისო ინსტიტუტის (International IDEA) და ფინეთის სამართლის უზენაესობის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა გიორგი კალანდარიშვილმა იმ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ ინტერვენციაზე ისაუბრა, რომელიც ადმინისტრაციამ 2018 წლიდან 2023 წლამდე ეტაპობრივად განახორციელა. ასევე დეტალურად ისაუბრა 2024 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის მზადების პროცესზე და ამ მიმართულებით დაგეგმილ აქტივობებზე.

ალბანეთს საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, ამდენად მათი გამოცდილების გაზიარება საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისთვის საარჩევნო რეფორმის განხორციელების ამ ეტაპზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ასეთი ტიპის შეხვედრები და გამოცდილების გაზიარება უზრუნველყოფს, რომ ელექტრონული ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენებისას ყველა მოსალოდნელი რისკი იყოს დაზღვეული და პროცესი სწორად ადმინისტრირებული.

საქართველოს და ალბანეთის რესპუბლიკის ცენტრალურ საარჩევნო კომისიებს მჭიდრო თანამშრომლობა აქვთ. მიმდინარე წლის 28 აპრილს მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდა, რომელიც არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების კუთხით ინფორმაციისა და ექსპერტული ცოდნის გაზიარებას ისახავს მიზნად. 4-6 ივლისს ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში განხორციელებული სასწავლო ვიზიტი სწორედ ამ მემორანდუმის ერთგვარი გამოძახილია. სამუშაო შეხვედრებში საქართველოს ცესკოს საარჩევნო საინფორმაციო ტექნოლოგიების, სტრატეგიული კომუნიკაციების და იურიდიული დეპარტამენტების, ასევე სწავლების ცენტრის და ევროპის საბჭოს წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას.

სასწავლო ვიზიტი საქართველოში ევროსაბჭოს ოფისის ორგანიზებითა და ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების კარგი პრაქტიკის შეისწავლის მიზნით სასწავლო ვიზიტებს სხვა ქვეყნებშიც გეგმავს, რომლებსაც მსგავსი ტიპის გამოცდილება აქვთ.

×
Live: ეთერშია "360 გრადუსი"