ავტორი:

ანჯელინა ბრედს "ჭირვეულ ბავშვს" და "ჰოლივუდელ დილეტანტს" უწოდებს - რატომ დასცინის ჰოლივუდის ვარსკვლავი ყოფილ ქმარს

ანჯელინა ბრედს "ჭირვეულ ბავშვს" და "ჰოლივუდელ დილეტანტს" უწოდებს - რატომ დასცინის ჰოლივუდის ვარსკვლავი ყოფილ ქმარს

ანჯელინა ჯოლი ყოფილ მეუღლეს, ბრედ პიტს, სასამართლოში წარდგენილი დოკუმენტებითაც კი არ ინდობს და სასტიკად დასცინის.

ანჯელინას თქმით, პიტის მტკიცება, რომ მათი ფრანგული ღვინის ბიზნესის აშენება მისი დამსახურებაა, ტყუილია. ჯოლი ყოფილ ქმარს ჰოლივუდელ დილეტანტს უწოდებს და ამბობს, რომ ვენახის გაშენებაში ბრედს არანაირი წვლილი არ მიუძღვის და რომ "მისი წვლილი მამულში მხოლოდ რამდენიმე ვიზიტია". ამ ვიზიტების დროს კი ის "ფრანგი მევენახეების ცქერით ტკბებოდა".

ანჯელინას მტკიცებით, ღვინის ბიზნესის წარმატება ფრანგი მევენახეების დამსახურებაა.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ბრედ პიტმა გამრჯე ფერმერის იმიჯი შეიქმნა: "ახლა უკვე ფერმერი ვარ", - განაცხადა მან 2014 წელს ერთ-ერთ ინტერვიუში.

"მიყვარს მიწის და ყურძნის ჯიშების შესახებ ახალი ინფორმაციის სწავლა. სექტემბრის და ოქტომბრის დრამა: დღეს ვკრეფთ ყურძენს? შაქრის დონე როგორია? მჟავიანობა როგორია? წვიმას ხომ არ აპირებს? ეს ჩემთვის სკოლასავითაა", - ამბობდა მაშინ ჰოლივუდის ვარსკვლავი.

ანჯელინა კი ამბობს, რომ ბრედის ამ სიტყვებს არაფერი აქვს საერთო რეალობასთან. მისმა ადვოკატმა საჩივარი შეიტანა, სადაც წერია - "იმ დროს, როცა ბრედი ამბობდა, რომ ვენახებში მუშაობდა, რეალურად გადასაღებ მოედანზე იყო და ფილმებში იღებდნენ, მსოფლიოს გარშემო მოგზაურობდა წვეულებასა და პრემიერებზე დასასწრებად, ვენახში ნამდვილად არ მუშაობდა. ორი აზრი არაა, რომ ფრანგი მევენახეების მიერ გაკეთებული საქმით დასატკბობად ნამდვილად სტუმრობდა ვენახებს".

დოკუმენტებში ასევე წერია, რომ მას შემდეგ, რაც ჯოლიმ თავისი წილი გაყიდა, ბრედი "ჭირვეული ბავშვივით" იქცეოდა და რომ პიტმა ფაქტობრივად, გაძარცვა ბიზნესი.

ანჯელინა მას ვენახიდან მიღებული მილიონობით დოლარის მოგების გაფლანგვაში სდებს ბრალს.

წყვილი ერთმანეთს 2016 წელს გაცილდა, თუმცა "შატო მირავალის" გამო მათი დაპირისპირება 2021 წელს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ანჯელინა ჯოლიმ თავისი წილი ბიზნესმენს მიჰყიდა.

წყარო: pagesix

მოამზადა: ანა სიბოშვილმა