ავტორი:

წყალდიდობის შედეგად დანგრეული სახლები, დაღუპულები და დაკარგულები - იაპონიაში სტიქიას ებრძვიან (ფოტოები)

წყალდიდობის შედეგად დანგრეული სახლები, დაღუპულები და დაკარგულები - იაპონიაში სტიქიას ებრძვიან (ფოტოები)

იაპონიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში წყალდიდობაა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, კუნძულ კიუსიუს ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სტიქიური კატასტროფა დაატყდა თავს.

ამ დროისათვის არსებული მონაცემებით წყალდიდობასა და მეწყერს იაპონიაში სულ მცირე 6 ადამიანი ემსხვერპლა, 3 კი - დაკარგულად ითვლება.

სტიქიური უბედურების გამო ადგილობრივმა ხელისუფლებამ ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მცხოვრებ 1.7 მილიონ ადამიანს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდა.