პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მამა მეუბნებოდა, შენ ვინ დაგამტკიცებს კინოშიო... ვფიქრობდი, სიმაღლე მსახიობობაში ხელს შემიშლიდა" - გოგონა ფილმიდან "ქვევრი": ღუღუნი კანდელაკი როლებსა და პირად ცხოვრებაზე
"მამა მეუბნებოდა, შენ ვინ დაგამტკიცებს კინოშიო... ვფიქრობდი, სიმაღლე მსახიობობაში ხელს შემიშლიდა" - გოგონა ფილმიდან "ქვევრი": ღუღუნი კანდელაკი როლებსა და პირად ცხოვრებაზე

ღუ­ღუ­ნი კან­დე­ლა­კი ქარ­თულ კი­ნო­ში შემ­თხვე­ვით მოხ­ვდა და არა­ერთ ცნო­ბილ ფილმში თუ რე­ჟი­სორ­თან მუ­შა­ო­ბამ კარ­გი მო­გო­ნე­ბე­ბი და­უ­ტო­ვა. ალ­ბათ ყვე­ლას გვიყ­ვარს ქარ­თუ­ლი მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ფილ­მი "ქვევ­რი“ და მისი პერ­სო­ნა­ჟე­ბი. რომ არა ერთი ანცი გო­გო­ნას ცელ­ქო­ბა, რო­მელ­მაც მა­მის მიერ სახ­ლში ფრთხი­ლად მო­ტა­ნი­ლი ქვევ­რი შემ­თხვე­ვით გა­ტე­ხა, ის ამ­ბა­ვიც, რაც შემ­დგომ მოხ­და, არ გან­ვი­თარ­დე­ბო­და...

სწო­რედ ის გო­გო­ნა გახ­ლავთ ქალ­ბა­ტო­ნი ღუ­ღუ­ნი. რო­გორ მოხ­ვდა ქარ­თულ კი­ნო­ში, რა რო­ლე­ბი აქვს ნა­თა­მა­შე­ვი, რა მო­გო­ნე­ბე­ბი და­უ­ტო­ვა იმ ყვე­ლა­ფერ­მა და რა ცხოვ­რე­ბა გა­მო­ი­ა­რა, ამა­ზე თა­ვად გვი­ამ­ბობს.

ღუ­ღუ­ნი კან­დე­ლა­კი:

- უცხო ენე­ბის ინ­სტი­ტუ­ტი ფრან­გუ­ლი ენის გან­ხრით მაქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი. მსა­ხი­ო­ბო­ბა კი მინ­დო­და, მაგ­რამ მა­ღა­ლი რომ ვი­ყა­ვი, ვი­ფიქ­რე, ჩემს მსა­ხი­ო­ბო­ბას ეს პრობ­ლე­მას შე­უქ­მნის და გა­და­ვი­ფიქ­რე. ისე სცე­ნა­ზე და კა­მე­რას­თან მუ­შა­ო­ბა­ზე მე­ტად კუ­ლი­სე­ბი, კადრს მიღ­მა სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი მერ­ჩივ­ნა... ამას­თა­ნა­ვე, 23-ე სკო­ლა­ში ვსწავ­ლობ­დი, სა­დაც გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლად ფრან­გუ­ლი ენა იყო. თან ფრან­გულ­ში ბავ­შვო­ბი­დან მა­მე­ცა­დი­ნებ­დნენ. ასე რომ, რაც მე­ად­ვი­ლე­ბო­და, იმას გავ­ყე­ვი. ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­ში კა­ლათ­ბურთს ვთა­მა­შობ­დი... პლე­ხა­ნოვ­ზე ვცხოვ­რობ­დი და ერთხე­ლაც, კა­ლათ­ბურ­თის­თვის ქუ­ჩი­დან ამარ­ჩი­ეს. კა­ლათ­ბურთს მე­ო­რე კურ­სამ­დე ვთა­მა­შობ­დი. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ბავ­შვო­ბა მქონ­და. "თე­ატ­რა­ლუ­რი“ არ და­მიმ­თავ­რე­ბია, მაგ­რამ კი­ნო­ში მა­ინც მოვ­ხვდი. 5 ფილმში ვი­თა­მა­შე.

- კი, ზოგი ამ­თავ­რებს თე­ატ­რა­ლურს, მაგ­რამ კა­მე­რას­თან მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა არ აქვს...

- ასეა. ბო­ლოს ბა­ა­დურ წუ­ლა­ძემ გა­და­ი­ღო ფილ­მი, "შეს­ვე­ნე­ბა“. კი­ნოს­ტუ­დი­ი­დან მო­მა­კი­თხეს, მა­ღა­ლი მსა­ხი­ო­ბი გვჭირ­დე­ბაო, მაგ­რამ ფილმში მთა­ვა­რი რო­ლის­თვის აღ­მოვ­ჩნდი და­ბა­ლი. მერე ჩემ­ზე მა­ღა­ლი გოგო მო­იყ­ვა­ნეს. თუმ­ცა მაგ ფილმში ჩემი და გია ფე­რა­ძის რა­ღაც სცე­ნე­ბი მა­ინც დარ­ჩა, რად­გან ბა­ა­დურ წუ­ლა­ძემ აღარ გა­მო­მიშ­ვა. რა­ღაც­ნა­ი­რად მა­ინც მი­მარ­თლებ­და.

- პირ­ვე­ლი ფილ­მი, რო­მელ­შიც რე­ჟი­სორ­მა ნი­კო­ლოზ სა­ნიშ­ვილ­მა გა­და­გი­ღოთ, იყო "გან­გა­ში", სა­დაც ფო­თო­ლას როლი გქონ­დათ...

- მა­შინ 18 წლის ვი­ყა­ვი. ტრო­ლე­ი­ბუს­ში ია ბი­ლა­ნიშ­ვილ­მა მი­პო­ვა. კი­ნოს­ტუ­დი­ა­ში და­მი­ბა­რეს და მი­ვე­დი. მა­ღალ გო­გოს ეძებ­დნენ, სახ­ლში არც მით­ქვამს, რომ სინ­ჯებ­ზე უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვი, დამ­ცი­ნებ­დნენ, - რა კი­ნოო? მოკ­ლედ, კი­ნოს­ტუ­დი­ა­ში მი­სულ­მა აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ თბი­ლის­ში უამ­რა­ვი მა­ღა­ლი გოგო ყო­ფი­ლა და ყვე­ლა სინ­ჯებ­ზე იყო და­ბა­რე­ბუ­ლი. მერე ბა­ტონ­მა კო­ლია სა­ნიშ­ვილ­მა და­ი­ძა­ხა - კან­დე­ლა­კი, ერთი გა­ი­არ-გა­მო­ი­ა­რეო. ცუდი სი­ა­რუ­ლი მაქვს, ვერ გა­ვივ­ლი-მეთ­ქი. პა­ვი­ლი­ონ­ში შე­იყ­ვა­ნე­თო და რა­ღაც ტექ­სტი და­მა­ზე­პი­რე­ბი­ნეს. მერე თქვა - როლ­ზე ვამ­ტკი­ცებ და თვი­თონ გა­ახ­მო­ვა­ნებ­სო. ისე მოხ­და, რომ ეს უნა­რიც აღ­მო­მაჩ­ნდა, ჩემი პერ­სო­ნა­ჟი მევე გა­ვახ­მო­ვა­ნე.

- ფო­თო­ლა გოგი ქავ­თა­რა­ძის გმი­რის შეყ­ვა­რე­ბუ­ლია...

- გოგი ჩვენ­ზე საკ­მა­ოდ უფ­რო­სი იყო, ამი­ტომ მას­თან ცოტა მო­რი­დე­ბუ­ლად ვი­ყა­ვით. გო­გის და ჩემს პერ­სო­ნაჟს ერ­თმა­ნე­თი უყ­ვართ, არ იყო შე­სა­ფე­რი­სი წყვი­ლი, მაგ­რამ ძა­ლი­ან შე­უყ­ვარ­დათ ერ­თმა­ნე­თი, სი­მაღ­ლეს არა­ნა­ი­რი აზრი არ ჰქო­ნია (იცი­ნის). გა­და­ღე­ბე­ბი ჭი­ა­თუ­რა­ში დიდ­ხანს მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ძა­ლი­ან კარ­გი პე­რი­ო­დი იყო. შე­სა­ნიშ­ნა­ვი მსა­ხი­ო­ბე­ბი გა­ვი­ცა­ნი იქ - ჩი­ტო­ლია ჩხე­ი­ძე, კოტე და­უშ­ვი­ლი, ვახ­ტანგ ნი­ნუა, რომ­ლე­ბიც სამ­წუ­ხა­როდ, დიდი ხა­ნია აღარ არი­ან... გული მწყდე­ბა და ძა­ლი­ან ძნე­ლია იმა­ზე ფიქ­რი, რომ მაგ ფილ­მი­დან ჩემი მე­გობ­რე­ბიც აღარ არი­ან - გია ფე­რა­ძე, დათო აგი­აშ­ვი­ლი, მა­ნა­ნა ცხოვ­რე­ბო­ვა, ლერი გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი. ფილ­მის მე­რეც ნამ­დვი­ლი მე­გობ­რე­ბი გავ­ხდით. 18-19 წლი­სე­ბი ვი­ყა­ვით. ჭი­ა­თუ­რე­ლებ­მაც კარ­გად მიგ­ვი­ღეს, იქ შე­სა­ნიშ­ნა­ვი ხალ­ხი გა­ვი­ცა­ნით. მარ­თლა კარ­გი მო­გო­ნე­ბე­ბი მაქვს. ფილმში რეზო ლა­ღი­ძის მუ­სი­კა ჟღერს. სიმ­ღე­რამ "დარ­კვე­თე­ლო ქალო“ ფილ­მის შემ­დეგ ქარ­თულ ესტრა­და­ზეც და­იმ­კვიდ­რა ად­გი­ლი..

- "გან­გაშს" ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რე­ლი ფილ­მი "ქვევ­რი" მოჰ­ყვა, რომ­ლის რე­ჟი­სო­რი ირაკ­ლი კვი­რი­კა­ძეა. ამ სუ­რათ­ში რო­გორ აღ­მოჩ­ნდით?

- ერთხელ სახ­ლში მო­ვე­დი და დე­და­ჩემ­მა მი­თხრა, კი­ნოს­ტუ­დი­ი­დან სიმ­პა­თი­უ­რი კაცი იყო მო­სუ­ლი და გი­კი­თხაო. ეს სიმ­პა­თი­უ­რი კაცი თა­ვად ირაკ­ლი კვი­რი­კა­ძე გახ­ლდათ. ქვევ­რი მისი სა­დიპ­ლო­მო ნა­მუ­შე­ვა­რი იყო. კი­ნოს­ტუ­დი­ა­ში რომ და­უთ­ვა­ლი­ე­რე­ბია ჩემი სუ­რა­თე­ბი, მე შე­ვურ­ჩე­ვი­ვარ. მას­თან ერ­თად შე­სა­ნიშ­ნა­ვი ოპე­რა­ტო­რი ლო­მერ ახვლე­დი­ა­ნიც ყო­ფი­ლა. ეს გოგო რო­ლის­თვის გვინ­დაო - უთ­ქვამთ. მა­მა­ჩე­მი მე­უბ­ნე­ბო­და, შენ ვინ წა­გიყ­ვანს, ვინ და­გამ­ტკი­ცებს კი­ნო­შიო? აღ­მოჩ­ნდა, რომ იქაც და­მამ­ტკი­ცეს.

"ქვევ­რი"

- რომ არა ის ანცი გოგო, ალ­ბათ ქვევ­რიც არ გა­ტყდე­ბო­და...

- ალ­ბათ. მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ა­ნი, სა­ხა­სი­ა­თო, სა­ო­ცა­რი ფილ­მია. ჩემი პერ­სო­ნა­ჟი ერთი ცეტი გო­გოა, რო­მე­ლიც სახ­ლში ფრთხი­ლად და გულ­და­გულ მა­მის მიერ მო­ტა­ნილ ქვევ­რს გა­ტე­ხავს... მანდ ერთი სა­ო­ცა­რი ეპი­ზო­დია, ღორს რომ გა­და­ახ­ტე­ბა. ეგ სცე­ნა არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო, უბ­რა­ლოდ, უნდა გავ­ქცე­უ­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ თა­ვის­თა­ვად მოხ­და და ბა­ტონ ირაკ­ლის მო­ე­წო­ნა, იყოს, კარ­გად ზის, არ გა­ჩერ­დეთ, გა­აგ­რძე­ლე­თო. მოკ­ლედ, გა­და­ვახ­ტი და გა­ვი­ქე­ცი.

შე­სა­ნიშ­ნა­ვი მსა­ხი­ო­ბე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში აღ­მოვ­ჩნდი, ბუ­ხუ­ტი ზა­ქა­რი­ა­ძე, ერო­სი მან­ჯგა­ლა­ძე, ოთარ ზა­უ­ტაშ­ვი­ლი, გენ­რი­ე­ტა ლეჟა­ვა - ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თლა... დევი ივა­ნო­ვი შე­მოქ­მე­დე­ბით ჯგუფ­ში იყო და ისე მოხ­და, რომ მისი ფე­ხე­ბია, ქვევ­რი­დან რომ მო­ჩანს... ნუ, სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნი იყო, თა­ვად ვახ­ტანგ სუ­ლაქ­ვე­ლი­ძე, ქვევრში გა­ჭე­დი­ლი კაცი. გა­და­ღე­ბე­ბი გურ­ჯა­ან­ში გვქონ­და. სას­ტუმ­რო­ში რომ მი­ვე­დი, სა­დაც უნდა გვე­ცხოვ­რა, სას­ტუმ­რო­ში კი­ბე­ზე ბუ­ხუ­ტი ზა­ქა­რი­ა­ძე და­ვი­ნა­ხე. ბუ­ხუ­ტი ბი­ძი­ას კი ვიც­ნობ­დი, მაგ­რამ არ ვე­ლო­დი, თუ იქ შევხდე­ბო­დი. მა­მა­შენს თა­მა­შობ­სო, - მი­თხრეს... ჩემს ოთახ­ში მარ­ტო არ მტო­ვებ­და, ძა­ლი­ან ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი იყო, სა­ერ­თოდ, ცხოვ­რე­ბა­შიც სას­წა­უ­ლი მამა და ბა­ბუა გახ­ლდათ. ღამე დგე­ბო­და, სა­ბანს მის­წო­რებ­და, ბავ­შვი არ გა­ცივ­დე­სო. ჩემ­ზე ზრუ­ნავ­და. ფილ­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ჩემს ეკ­რა­ნულ მა­მას­თან მივ­დი­ო­დი, ვნა­ხუ­ლობ­დი...

ერო­სი მან­ჯგა­ლა­ძეც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი იყო, ის ჩემს მა­მას­თან მე­გობ­რობ­და. მა­მას ოსი­კო ერ­ქვა, ინ­ჟი­ნერ-არ­ქი­ტექ­ტო­რი იყო და თბი­ლის­ში ცნო­ბი­ლი პი­როვ­ნე­ბა. ქე­ი­ფი უყ­ვარ­და... ჰოდა, იმ სას­ტუმ­რო­ში, სა­დაც ვცხოვ­რობ­დით, ბა­ტო­ნი ერო­სი და­მი­კა­კუ­ნებ­და, - ოსი­კოვ­ნა გა­იღ­ვი­ძე­თო. ის კი­დევ ცალ­კე ზრუ­ნავ­და ჩემ­ზე, ასე­ვე მა­როს­გან, ეკ­რა­ნუ­ლი დე­დის რო­ლის შემ­სრუ­ლებ­ლის­გან, გენ­რი­ე­ტა ლეჟა­ვას­გა­ნაც დიდ სით­ბოს ვგრძნობ­დი. ისე მოხ­და, რომ ერთ სა­ღა­მოს დე­და­ჩე­მი ჩემს სა­ნა­ხა­ვად, ტო­ტე­ბით, ხი­ლით გურ­ჯა­ან­ში ჩა­მო­ვი­და. სწო­რედ მა­შინ ბუ­ხუ­ტი ზა­ქა­რი­ა­ძის მე­უღ­ლეც, მერი ერის­თა­ვიც იქ იყო და გენ­რი­ე­ტაც, - მოკ­ლედ, სუფ­რას­თან სა­მი­ვე დედა მეჯ­და. 19 წლის ვი­ყა­ვი.

და­უ­ვი­წყა­რია ურ­თი­ერ­თო­ბა თა­ვად ირაკ­ლი კვი­რი­კა­ძეს­თან და ლო­მერ ახვლე­დი­ან­თან... გა­და­ღე­ბე­ბი კარ­გა ხანს მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, ინ­სტი­ტუ­ტი­დან ვი­პა­რე­ბო­დი და იქ მივ­დი­ო­დი. რა­ტომ­ღაც არ მინ­დო­და, რომ მათ სცოდ­ნო­დათ. მერე კი ყვე­ლამ გა­ი­გო... კა­ხეთ­ში ზა­ო­დო­ბის დროს ვი­ყა­ვით, სა­უ­კე­თე­სო დრო გა­ვა­ტა­რეთ.

მე­უღ­ლეს­თან და შვილ­თან ერ­თად

- ამ ფილ­მე­ბის შემ­დეგ ხალ­ხი ქუ­ჩა­ში გცნობ­დათ?

- უფრო ფო­თო­ლა­დან მცნობ­დნენ, ქუ­ჩა­ში მე­ძახ­დნენ - ფო­თო­ლა, ფო­თო­ლა - და მი­ხა­რო­და. თან გოგი ქავ­თა­რა­ძეს პარტნი­ო­რი ვი­ყა­ვი და... იქაც სა­ო­ცა­რი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფი იყო. ასე­თი გა­მარ­თლე­ბა იშ­ვი­ა­თია, - არ ხარ მსა­ხი­ო­ბი და უცებ შენს თავს ასე­თი ამ­ბე­ბი ხდე­ბა. ამ ადა­მი­ა­ნებ­თან, რო­გორც გი­თხა­რით, ურ­თი­ერ­თო­ბა გა­ვაგ­რძე­ლე, არ შე­მი­წყვე­ტია, ვმე­გობ­რობ­დით. ბა­ტონ ნი­კო­ლოზ სა­ნიშ­ვილ­თან ერთხელ ჩემი შვი­ლიც კი წა­ვიყ­ვა­ნე და გა­ვა­ცა­ნი. თუ ადა­მი­ა­ნი შე­ვიყ­ვა­რე და იქი­დან სით­ბო ვიგ­რძე­ნი, იმ ურ­თი­ერ­თო­ბას მერე ვუფრ­თხილ­დე­ბი. ასე­თი ამ­ბა­ვიც მოხ­და - პე­კინ­ზე გად­მოვ­დი­ვარ და ახალ­გაზ­რდა ბიჭი ბოსტნე­ულს ყი­დის, რა ღირს-მეთ­ქი, რა­ღაც და­ვა­ფა­სე­ბი­ნე. ბიჭი მი­ყუ­რებს და ფასს არ მე­უბ­ნე­ბა. მერე სუფ­თა ჭი­ა­თუ­რე­ლი, გემ­რი­ე­ლი კი­ლო­თი მი­თხრა - რა­ღა­ცა მინ­და გკი­თხოთ. რა იყო, დე­დი­კო-თქო? შემ­თხვე­ვით, "გან­გაშ­ში“ რომ ფო­თო­ლაა, ის ხომ არ ხარ­თო? აქეთ-იქით გა­ვი­ხე­დე, ვი­ღა­ცამ ხომ არ უთხრა, სა­ი­დან იცის-მეთ­ქი. მე ვარ, მაგ­რამ სა­ი­დან იცი-მეთ­ქი? 10 წლის ვი­ყა­ვი, დე­დას გა­და­ღე­ბა­ზე რომ დავ­ყავ­დი და გი­ყუ­რებ­დი­თო...

- შემ­დე­გი კი­ნო­მოწ­ვე­ვა იყო რე­ჟი­სორ თე­მურ ფა­ლა­ვან­დიშ­ვი­ლის­გან ფილმში "მზე შე­მოდ­გო­მი­სა". ეს ნა­მუ­შე­ვა­რიც ძა­ლი­ან უყ­ვარს ქარ­თველ მა­ყუ­რე­ბელს... იქ სა­ხა­სი­ა­თო როლი გაქვთ - მე­თევ­ზე მე­ზობ­ლის გოგო ან­ჟე­ლი­კა, რო­მე­ლიც ტე­ლე­ფონ­ზე გა­ნუ­წყვეტ­ლად ლა­პა­რა­კობს...

- ამ ფილმში რომ მოვ­ხვდი, ბა­ტონ ლო­მერ­თან უკვე კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და. და­მი­რე­კეს თუ გცა­ლია, გვინ­და, გა­და­გი­ღო­თო, არა­და, გო­გო­ებ­თან ერ­თად ბა­თუმ­ში მივ­დი­ო­დი. ვი­ფიქ­რე, სა­ნამ წა­ვალ, ცო­ტას წა­ვი­მუ­შა­ვებ-მეთ­ქი... სა­ო­ცა­რი მსა­ხი­ო­ბე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში აღ­მოვ­ჩნდი, - მედეა ჯა­ფა­რი­ძე, ოთარ მეღ­ვი­ნე­თუ­ხუ­ცე­სი, გივი ბე­რი­კაშ­ვი­ლი, სა­დაც მე­ზო­ბე­ლი მე­თევ­ზის შვი­ლი ან­ჟე­ლი­კას როლი ვი­თა­მა­შე. ან­ჟე­ლი­კას გა­მუდ­მე­ბულ ტე­ლე­ფონ­ზე ლა­პა­რა­კი გუ­რან­და გა­ბუ­ნი­ას გმირს, ცოტა აბ­რა­ზებ­და (იცი­ნის).

"მზე შე­მოდ­გო­მი­სა"

- ბოლო წლებ­ში პო­პუ­ლა­რულ სე­რი­ალ­ში "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბიც“ გა­და­გი­ღეს...

- აღარ ვე­ლო­დი, რომ ვინ­მე კი­დევ სად­მე გა­მიხ­სე­ნებ­და, მი­მიწ­ვევ­და და ეკა მჟა­ვა­ნა­ძემ და­მი­რე­კა. ძა­ლი­ან მინ­და, თქვე­ნი გაც­ნო­ბაო. კი, როცა გინ­და, მო­დით-მეთ­ქი. ცოტა ხანი პა­უ­ზა იყო და არა, სახ­ლებ­ში გა­საც­ნო­ბად არ დავ­დი­ვარ, თქვენ უნდა მოხ­ვი­დეთ ჩვენ­თა­ნო. მო­ვალ-მეთ­ქი. ეკას რომ შევ­ხვდი, მი­თხრა, - რა­ღაც როლი მინ­და შე­მოგ­თა­ვა­ზოთ, თუ შევ­თან­ხმდე­ბი­თო. ტექ­სტი მომ­ცა, წა­ვი­კი­თხე... მოკ­ლედ, სინ­ჯი გა­კეთ­და და მკი­თხა­ვის როლ­ზე და­მამ­ტკი­ცეს და გა­და­ღე­ბა­ზე და­მი­ბა­რეს.

- ოჯა­ხიც გაგ­ვა­ცა­ნით...

- მყავს შვი­ლი - რეზი რა­მიშ­ვი­ლი და შვი­ლიშ­ვი­ლი - ქეთო რა­მიშ­ვი­ლი. მყავ­და მხატ­ვა­რი მე­უღ­ლე, ზურა რა­მიშ­ვი­ლი, სა­ინ­ტე­რე­სო შე­მოქ­მე­დი და ადა­მი­ა­ნი იყო, ოჯა­ხიც სა­ინ­ტე­რე­სო გვქონ­და. სამ­წუ­ხა­როა, რომ ზურა ადრე გარ­და­იც­ვა­ლა, მაგ­რამ ის, რაც ერ­თად ვი­ცხოვ­რეთ, მთე­ლი 20 წე­ლი­წა­დი, ძა­ლი­ან კარ­გი წლე­ბი იყო. რე­ზის შვი­ლი ქეთო 7 წლის არის და იცის, რომ ეს ნა­ხა­ტე­ბი, კე­დელ­ზე რომ კი­დია, სულ ბა­ბუს ნა­მუ­შევ­რე­ბია.

შვილ­თან და შვი­ლიშ­ვილ­თან ერ­თად

- სა­ხელ­ზეც უნდა გკი­თხოთ. მარ­თლა იშ­ვი­ა­თი სა­ხე­ლი გქვი­ათ...

- პას­პორ­ტში მზე­ვი­ნა­რი მი­წე­რია, დე­და­ჩე­მის ძმას და­ურ­ქმე­ვია, რა იყო, ახლა ეს?! არა­სო­დეს და­უ­ძა­ხი­ათ არც მზე­ვი­ნა­რი და არც - მზია. ღუ­ღუ­ნი ვი­ყა­ვი სულ. აღუს ნაც­ვლად თურ­მე 2 თვი­დან ღუღს ვამ­ბობ­დი და ასე შე­მერ­ქვა. გო­გო­ზე ეს სა­ხე­ლი არც გა­მი­გია, თუმ­ცა კა­ცებს კი ჰქვი­ათ. ისე, ყო­ფი­ლა რამ­დენ­ჯერ­მე, ტე­ლე­ფონ­ზე ბა­ტო­ნო ღუ­ღუ­ნიო - უთ­ქვამთ... მოკ­ლედ, ასე­თია ჩემი სა­ხე­ლის ის­ტო­რი­აც.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Irina menabde
2

ღუღუნი-ნიჭიერი, საყვარელი და ძალიან კარგი ადამიანი.❤️❤️❤️❤️❤️

v
1

ღმერთმა ჯანმრთელად გამყოფოთ თქვენს ოჯახთან ერთად

ავტორი:

"მამა მეუბნებოდა, შენ ვინ დაგამტკიცებს კინოშიო... ვფიქრობდი, სიმაღლე მსახიობობაში ხელს შემიშლიდა" - გოგონა ფილმიდან "ქვევრი": ღუღუნი კანდელაკი როლებსა და პირად ცხოვრებაზე

"მამა მეუბნებოდა, შენ ვინ დაგამტკიცებს კინოშიო... ვფიქრობდი, სიმაღლე მსახიობობაში ხელს შემიშლიდა" - გოგონა ფილმიდან "ქვევრი": ღუღუნი კანდელაკი როლებსა და პირად ცხოვრებაზე

ღუღუნი კანდელაკი ქართულ კინოში შემთხვევით მოხვდა და არაერთ ცნობილ ფილმში თუ რეჟისორთან მუშაობამ კარგი მოგონებები დაუტოვა. ალბათ ყველას გვიყვარს ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმი "ქვევრი“ და მისი პერსონაჟები. რომ არა ერთი ანცი გოგონას ცელქობა, რომელმაც მამის მიერ სახლში ფრთხილად მოტანილი ქვევრი შემთხვევით გატეხა, ის ამბავიც, რაც შემდგომ მოხდა, არ განვითარდებოდა...

სწორედ ის გოგონა გახლავთ ქალბატონი ღუღუნი. როგორ მოხვდა ქართულ კინოში, რა როლები აქვს ნათამაშევი, რა მოგონებები დაუტოვა იმ ყველაფერმა და რა ცხოვრება გამოიარა, ამაზე თავად გვიამბობს.

ღუღუნი კანდელაკი:

- უცხო ენების ინსტიტუტი ფრანგული ენის განხრით მაქვს დამთავრებული. მსახიობობა კი მინდოდა, მაგრამ მაღალი რომ ვიყავი, ვიფიქრე, ჩემს მსახიობობას ეს პრობლემას შეუქმნის და გადავიფიქრე. ისე სცენაზე და კამერასთან მუშაობაზე მეტად კულისები, კადრს მიღმა სიტუაციები მერჩივნა... ამასთანავე, 23-ე სკოლაში ვსწავლობდი, სადაც გაძლიერებულად ფრანგული ენა იყო. თან ფრანგულში ბავშვობიდან მამეცადინებდნენ. ასე რომ, რაც მეადვილებოდა, იმას გავყევი. ასევე საქართველოს ნაკრებში კალათბურთს ვთამაშობდი... პლეხანოვზე ვცხოვრობდი და ერთხელაც, კალათბურთისთვის ქუჩიდან ამარჩიეს. კალათბურთს მეორე კურსამდე ვთამაშობდი. ძალიან საინტერესო ბავშვობა მქონდა. "თეატრალური“ არ დამიმთავრებია, მაგრამ კინოში მაინც მოვხვდი. 5 ფილმში ვითამაშე.

- კი, ზოგი ამთავრებს თეატრალურს, მაგრამ კამერასთან მუშაობის გამოცდილება არ აქვს...

- ასეა. ბოლოს ბაადურ წულაძემ გადაიღო ფილმი, "შესვენება“. კინოსტუდიიდან მომაკითხეს, მაღალი მსახიობი გვჭირდებაო, მაგრამ ფილმში მთავარი როლისთვის აღმოვჩნდი დაბალი. მერე ჩემზე მაღალი გოგო მოიყვანეს. თუმცა მაგ ფილმში ჩემი და გია ფერაძის რაღაც სცენები მაინც დარჩა, რადგან ბაადურ წულაძემ აღარ გამომიშვა. რაღაცნაირად მაინც მიმართლებდა.

- პირველი ფილმი, რომელშიც რეჟისორმა ნიკოლოზ სანიშვილმა გადაგიღოთ, იყო "განგაში", სადაც ფოთოლას როლი გქონდათ...

- მაშინ 18 წლის ვიყავი. ტროლეიბუსში ია ბილანიშვილმა მიპოვა. კინოსტუდიაში დამიბარეს და მივედი. მაღალ გოგოს ეძებდნენ, სახლში არც მითქვამს, რომ სინჯებზე უნდა წავსულიყავი, დამცინებდნენ, - რა კინოო? მოკლედ, კინოსტუდიაში მისულმა აღმოვაჩინე, რომ თბილისში უამრავი მაღალი გოგო ყოფილა და ყველა სინჯებზე იყო დაბარებული. მერე ბატონმა კოლია სანიშვილმა დაიძახა - კანდელაკი, ერთი გაიარ-გამოიარეო. ცუდი სიარული მაქვს, ვერ გავივლი-მეთქი. პავილიონში შეიყვანეთო და რაღაც ტექსტი დამაზეპირებინეს. მერე თქვა - როლზე ვამტკიცებ და თვითონ გაახმოვანებსო. ისე მოხდა, რომ ეს უნარიც აღმომაჩნდა, ჩემი პერსონაჟი მევე გავახმოვანე.

- ფოთოლა გოგი ქავთარაძის გმირის შეყვარებულია...

- გოგი ჩვენზე საკმაოდ უფროსი იყო, ამიტომ მასთან ცოტა მორიდებულად ვიყავით. გოგის და ჩემს პერსონაჟს ერთმანეთი უყვართ, არ იყო შესაფერისი წყვილი, მაგრამ ძალიან შეუყვარდათ ერთმანეთი, სიმაღლეს არანაირი აზრი არ ჰქონია (იცინის). გადაღებები ჭიათურაში დიდხანს მიმდინარეობდა. ძალიან კარგი პერიოდი იყო. შესანიშნავი მსახიობები გავიცანი იქ - ჩიტოლია ჩხეიძე, კოტე დაუშვილი, ვახტანგ ნინუა, რომლებიც სამწუხაროდ, დიდი ხანია აღარ არიან... გული მწყდება და ძალიან ძნელია იმაზე ფიქრი, რომ მაგ ფილმიდან ჩემი მეგობრებიც აღარ არიან - გია ფერაძე, დათო აგიაშვილი, მანანა ცხოვრებოვა, ლერი გაფრინდაშვილი. ფილმის მერეც ნამდვილი მეგობრები გავხდით. 18-19 წლისები ვიყავით. ჭიათურელებმაც კარგად მიგვიღეს, იქ შესანიშნავი ხალხი გავიცანით. მართლა კარგი მოგონებები მაქვს. ფილმში რეზო ლაღიძის მუსიკა ჟღერს. სიმღერამ "დარკვეთელო ქალო“ ფილმის შემდეგ ქართულ ესტრადაზეც დაიმკვიდრა ადგილი..

- "განგაშს" ყველასთვის საყვარელი ფილმი "ქვევრი" მოჰყვა, რომლის რეჟისორი ირაკლი კვირიკაძეა. ამ სურათში როგორ აღმოჩნდით?

- ერთხელ სახლში მოვედი და დედაჩემმა მითხრა, კინოსტუდიიდან სიმპათიური კაცი იყო მოსული და გიკითხაო. ეს სიმპათიური კაცი თავად ირაკლი კვირიკაძე გახლდათ. ქვევრი მისი სადიპლომო ნამუშევარი იყო. კინოსტუდიაში რომ დაუთვალიერებია ჩემი სურათები, მე შევურჩევივარ. მასთან ერთად შესანიშნავი ოპერატორი ლომერ ახვლედიანიც ყოფილა. ეს გოგო როლისთვის გვინდაო - უთქვამთ. მამაჩემი მეუბნებოდა, შენ ვინ წაგიყვანს, ვინ დაგამტკიცებს კინოშიო? აღმოჩნდა, რომ იქაც დამამტკიცეს.

"ქვევრი"

- რომ არა ის ანცი გოგო, ალბათ ქვევრიც არ გატყდებოდა...

- ალბათ. მოკლემეტრაჟიანი, სახასიათო, საოცარი ფილმია. ჩემი პერსონაჟი ერთი ცეტი გოგოა, რომელიც სახლში ფრთხილად და გულდაგულ მამის მიერ მოტანილ ქვევრს გატეხავს... მანდ ერთი საოცარი ეპიზოდია, ღორს რომ გადაახტება. ეგ სცენა არ უნდა ყოფილიყო, უბრალოდ, უნდა გავქცეულიყავი, მაგრამ თავისთავად მოხდა და ბატონ ირაკლის მოეწონა, იყოს, კარგად ზის, არ გაჩერდეთ, გააგრძელეთო. მოკლედ, გადავახტი და გავიქეცი.

შესანიშნავი მსახიობების გარემოცვაში აღმოვჩნდი, ბუხუტი ზაქარიაძე, ეროსი მანჯგალაძე, ოთარ ზაუტაშვილი, გენრიეტა ლეჟავა - ძალიან გამიმართლა... დევი ივანოვი შემოქმედებით ჯგუფში იყო და ისე მოხდა, რომ მისი ფეხებია, ქვევრიდან რომ მოჩანს... ნუ, საინტერესო ადამიანი იყო, თავად ვახტანგ სულაქველიძე, ქვევრში გაჭედილი კაცი. გადაღებები გურჯაანში გვქონდა. სასტუმროში რომ მივედი, სადაც უნდა გვეცხოვრა, სასტუმროში კიბეზე ბუხუტი ზაქარიაძე დავინახე. ბუხუტი ბიძიას კი ვიცნობდი, მაგრამ არ ველოდი, თუ იქ შევხდებოდი. მამაშენს თამაშობსო, - მითხრეს... ჩემს ოთახში მარტო არ მტოვებდა, ძალიან ყურადღებიანი ადამიანი იყო, საერთოდ, ცხოვრებაშიც სასწაული მამა და ბაბუა გახლდათ. ღამე დგებოდა, საბანს მისწორებდა, ბავშვი არ გაცივდესო. ჩემზე ზრუნავდა. ფილმის დასრულების შემდეგ ჩემს ეკრანულ მამასთან მივდიოდი, ვნახულობდი...

ეროსი მანჯგალაძეც არაჩვეულებრივი ადამიანი იყო, ის ჩემს მამასთან მეგობრობდა. მამას ოსიკო ერქვა, ინჟინერ-არქიტექტორი იყო და თბილისში ცნობილი პიროვნება. ქეიფი უყვარდა... ჰოდა, იმ სასტუმროში, სადაც ვცხოვრობდით, ბატონი ეროსი დამიკაკუნებდა, - ოსიკოვნა გაიღვიძეთო. ის კიდევ ცალკე ზრუნავდა ჩემზე, ასევე მაროსგან, ეკრანული დედის როლის შემსრულებლისგან, გენრიეტა ლეჟავასგანაც დიდ სითბოს ვგრძნობდი. ისე მოხდა, რომ ერთ საღამოს დედაჩემი ჩემს სანახავად, ტოტებით, ხილით გურჯაანში ჩამოვიდა. სწორედ მაშინ ბუხუტი ზაქარიაძის მეუღლეც, მერი ერისთავიც იქ იყო და გენრიეტაც, - მოკლედ, სუფრასთან სამივე დედა მეჯდა. 19 წლის ვიყავი.

დაუვიწყარია ურთიერთობა თავად ირაკლი კვირიკაძესთან და ლომერ ახვლედიანთან... გადაღებები კარგა ხანს მიმდინარეობდა, ინსტიტუტიდან ვიპარებოდი და იქ მივდიოდი. რატომღაც არ მინდოდა, რომ მათ სცოდნოდათ. მერე კი ყველამ გაიგო... კახეთში ზაოდობის დროს ვიყავით, საუკეთესო დრო გავატარეთ.

მეუღლესთან და შვილთან ერთად

- ამ ფილმების შემდეგ ხალხი ქუჩაში გცნობდათ?

- უფრო ფოთოლადან მცნობდნენ, ქუჩაში მეძახდნენ - ფოთოლა, ფოთოლა - და მიხაროდა. თან გოგი ქავთარაძეს პარტნიორი ვიყავი და... იქაც საოცარი შემოქმედებითი ჯგუფი იყო. ასეთი გამართლება იშვიათია, - არ ხარ მსახიობი და უცებ შენს თავს ასეთი ამბები ხდება. ამ ადამიანებთან, როგორც გითხარით, ურთიერთობა გავაგრძელე, არ შემიწყვეტია, ვმეგობრობდით. ბატონ ნიკოლოზ სანიშვილთან ერთხელ ჩემი შვილიც კი წავიყვანე და გავაცანი. თუ ადამიანი შევიყვარე და იქიდან სითბო ვიგრძენი, იმ ურთიერთობას მერე ვუფრთხილდები. ასეთი ამბავიც მოხდა - პეკინზე გადმოვდივარ და ახალგაზრდა ბიჭი ბოსტნეულს ყიდის, რა ღირს-მეთქი, რაღაც დავაფასებინე. ბიჭი მიყურებს და ფასს არ მეუბნება. მერე სუფთა ჭიათურელი, გემრიელი კილოთი მითხრა - რაღაცა მინდა გკითხოთ. რა იყო, დედიკო-თქო? შემთხვევით, "განგაშში“ რომ ფოთოლაა, ის ხომ არ ხართო? აქეთ-იქით გავიხედე, ვიღაცამ ხომ არ უთხრა, საიდან იცის-მეთქი. მე ვარ, მაგრამ საიდან იცი-მეთქი? 10 წლის ვიყავი, დედას გადაღებაზე რომ დავყავდი და გიყურებდითო...

- შემდეგი კინომოწვევა იყო რეჟისორ თემურ ფალავანდიშვილისგან ფილმში "მზე შემოდგომისა". ეს ნამუშევარიც ძალიან უყვარს ქართველ მაყურებელს... იქ სახასიათო როლი გაქვთ - მეთევზე მეზობლის გოგო ანჟელიკა, რომელიც ტელეფონზე განუწყვეტლად ლაპარაკობს...

- ამ ფილმში რომ მოვხვდი, ბატონ ლომერთან უკვე კარგი ურთიერთობა მქონდა. დამირეკეს თუ გცალია, გვინდა, გადაგიღოთო, არადა, გოგოებთან ერთად ბათუმში მივდიოდი. ვიფიქრე, სანამ წავალ, ცოტას წავიმუშავებ-მეთქი... საოცარი მსახიობების გარემოცვაში აღმოვჩნდი, - მედეა ჯაფარიძე, ოთარ მეღვინეთუხუცესი, გივი ბერიკაშვილი, სადაც მეზობელი მეთევზის შვილი ანჟელიკას როლი ვითამაშე. ანჟელიკას გამუდმებულ ტელეფონზე ლაპარაკი გურანდა გაბუნიას გმირს, ცოტა აბრაზებდა (იცინის).

"მზე შემოდგომისა"

- ბოლო წლებში პოპულარულ სერიალში "ჩემი ცოლის დაქალებიც“ გადაგიღეს...

- აღარ ველოდი, რომ ვინმე კიდევ სადმე გამიხსენებდა, მიმიწვევდა და ეკა მჟავანაძემ დამირეკა. ძალიან მინდა, თქვენი გაცნობაო. კი, როცა გინდა, მოდით-მეთქი. ცოტა ხანი პაუზა იყო და არა, სახლებში გასაცნობად არ დავდივარ, თქვენ უნდა მოხვიდეთ ჩვენთანო. მოვალ-მეთქი. ეკას რომ შევხვდი, მითხრა, - რაღაც როლი მინდა შემოგთავაზოთ, თუ შევთანხმდებითო. ტექსტი მომცა, წავიკითხე... მოკლედ, სინჯი გაკეთდა და მკითხავის როლზე დამამტკიცეს და გადაღებაზე დამიბარეს.

- ოჯახიც გაგვაცანით...

- მყავს შვილი - რეზი რამიშვილი და შვილიშვილი - ქეთო რამიშვილი. მყავდა მხატვარი მეუღლე, ზურა რამიშვილი, საინტერესო შემოქმედი და ადამიანი იყო, ოჯახიც საინტერესო გვქონდა. სამწუხაროა, რომ ზურა ადრე გარდაიცვალა, მაგრამ ის, რაც ერთად ვიცხოვრეთ, მთელი 20 წელიწადი, ძალიან კარგი წლები იყო. რეზის შვილი ქეთო 7 წლის არის და იცის, რომ ეს ნახატები, კედელზე რომ კიდია, სულ ბაბუს ნამუშევრებია.

შვილთან და შვილიშვილთან ერთად

- სახელზეც უნდა გკითხოთ. მართლა იშვიათი სახელი გქვიათ...

- პასპორტში მზევინარი მიწერია, დედაჩემის ძმას დაურქმევია, რა იყო, ახლა ეს?! არასოდეს დაუძახიათ არც მზევინარი და არც - მზია. ღუღუნი ვიყავი სულ. აღუს ნაცვლად თურმე 2 თვიდან ღუღს ვამბობდი და ასე შემერქვა. გოგოზე ეს სახელი არც გამიგია, თუმცა კაცებს კი ჰქვიათ. ისე, ყოფილა რამდენჯერმე, ტელეფონზე ბატონო ღუღუნიო - უთქვამთ... მოკლედ, ასეთია ჩემი სახელის ისტორიაც.