ქუთაისის აეროპორტთან უმძიმესი ავარიის შედეგად დაშავებული გოგონა, რომელიც კლინიკაში მკურნალობდა, გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი მეგობრები სოციალურ ქსელში ავრცელებდნენ. მირანდა ცეცხლაძემ ავარიის შედეგად უმძიმესი დაზიანებები მიიღო, მას სხეულის დიდი ნაწილი დამწვარი ჰქონდა და ამ დროის განმავლობაში დამწვრობის ცენტრში მკურნალობდა.
ცნობისთვის, ავარია ქუთაისის აეროპორტთან რამდენიმე დღის წინ მოხდა. მსუბუქი ავტომანქანა ქუთაისიდან სამტრედია ბათუმის მიმართულებით მოძრაობდა, როცა ბოძს შეეჯახა. სამწუხაროდ, შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ მანქანა აფეთქდა. ავტოავარიას ერთი სოფლის 4 ახალგაზრდა ბიჭი შეეწირა. ისინი ადგილზე დაიღუპნენ. ბიჭები მეგობრები და მეზობლები იყვნენ. ასევე გარდაიცვალა ლანჩხუთელი გოგონა.
წაიკითხეთ ასევე:
თავი დამანებეთ. დავბერდი. დავყრუვდი, თვალთ დამაკლდა, სახსრები მაწუხებს. თქვენ თვითონ მიხედეთ თქვენს თავს, მე შემეშვით, დავიღალეეეეეე.
გახშირდება, აბა რა იქნება, მილიარდები იყრება ავტობანებში, გზებში, პარკინგში და თავად ხალხი ითხოვს კიდევ ჩადგით პარკინგიო, მანქანები ვაცხოვროთ მაშინ კორპუსებში. საზოგადოებრივი ტრანსპორტზე, სარკინიგზო მიმოსვლასა და მსგავსი სახის სწრაფ, უსაფრთხო გადაადგილების საშუალებებზე აღარავინ ფიქრობს. მოიგდებენ თუ არა ფულს, მანქანას ყიდულობენ და მერე ამბობენ საცობები და ავარიებიაო. მოითხოვონ ნორმალური ტრანსპორტი, ევროპაში სულელები კი არ არიან, ჩქაროსნული მატარებლებით რომ აკავშირებენ რეგიონებს. ხალხიც არ იღუპება გზაზე და არც სოფლები იცლება, რადგან სწრაფი კავშირი აქვთ ქალაქთან.