პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"40 მლნ ძალიან დიდი თანხაა, მაგრამ ივანიშვილისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არაა, როგორც ჩანს, სხვა მიზეზია, ბევრად უფრო სერიოზული" - გია ხუხაშვილი ბაჩიაშვილი-ივანიშვილის სკანდალზე
"40 მლნ ძალიან დიდი თანხაა, მაგრამ ივანიშვილისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არაა, როგორც ჩანს, სხვა მიზეზია, ბევრად უფრო სერიოზული" - გია ხუხაშვილი ბაჩიაშვილი-ივანიშვილის სკანდალზე

"ამ ყვე­ლა­ფერ­ში არც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი გა­მო­ი­ყუ­რე­ბა წელ­ში გა­მოყ­ვა­ნი­ლად და არც ბა­ჩი­აშ­ვი­ლია დიდი ბიზ­ნეს­მე­ნი და ჩაგ­რუ­ლი. მათ სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის ხარ­ჯზე “და­წე­რეს” დიდი ფული და ახლა ერ­თმა­ნეთ­ში არ­ჩე­ვენ საქ­მე­ებს. ამ და­ვას­თან პრო­კუ­რა­ტუ­რა რა შუ­ა­შია, სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბი რა შუ­ა­შია?!" - ამის შე­სა­ხებ პო­ლი­ტო­ლოგ­მა გია ხუ­ხაშ­ვილ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში "360 გრა­დუ­სი“ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ხუ­ხაშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, ახლა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვილს საქ­მეს ურ­ჩევს, რაც კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­როს­თვი­საა და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი.

"თუ სა­უ­ბა­რია იმა­ზე, რომ მო­გე­ბა პარტნი­ორს არ გა­უ­ნა­წი­ლა, რა­ტომ არის ეს კრი­მი­ნა­ლუ­რი საქ­მე, ეს არის წმინ­და სა­მო­ქა­ლა­ქო და­ვის სა­გა­ნი. ორ პარტნი­ორს შო­რის მო­გე­ბის წი­ლე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბა­ზე დავა, ღრმად არა­სე­რი­ო­ზუ­ლია, ამ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, პრო­კუ­რა­ტუ­რა სა­ერ­თოდ რა შუ­ა­შია, გან­სხვა­ვე­ბით "მტკვა­რი ჰე­სის“ საქ­მის­გან - იქ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი სა­უბ­რობს, რომ თან­ხე­ბი იყო გაფ­ლან­გუ­ლი, იქ შე­იძ­ლე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნის და­წყე­ბა. ფაქ­ტობ­რი­ვად, გა­მო­დის, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი საქ­მეს ურ­ჩევს, ასე­თი საქ­მის გარ­ჩე­ვე­ბი კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­როს­თვის არის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი, მაგ­რამ ჩვენ­თან ხომ კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­რო და მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა დიდი ხა­ნია ერ­თმა­ნეთ­შია აღ­რე­უ­ლი? - რად უნდა ვი­ღა­ცებ­თან საქ­მის და­ჭე­რა და ვი­ღა­ცე­ბის ჩა­რე­ვა, როცა ჰყავს მშვე­ნი­ე­რი მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი, რო­მელ­საც შე­უძ­ლია გა­არ­ჩი­ოს ეს საქ­მე - ვინ, რო­გორ, რა­ნა­ი­რად და ამო­ი­ღოს ბი­ძი­ნას კუთ­ვნი­ლი თან­ხე­ბი.

ივა­ნიშ­ვი­ლი ბა­ჩი­აშ­ვილ­თან მარ­თა­ლია... გა­სა­გე­ბია, რომ სა­სათ­ბუ­რე, სკან­და­ლუ­რი პი­რო­ბე­ბი ბა­ჩი­აშ­ვი­ლის ლა­მა­ზი თვა­ლე­ბის­თვის არ გა­კე­თე­ბუ­ლა, შე­სა­ბა­მი­სად, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს სრუ­ლი უფ­ლე­ბა აქვს, ბა­ჩი­აშ­ვილს წილი მოს­თხო­ვოს. ერთ წე­ლი­წად­ში 800%, ნარ­კო­ბიზ­ნეს­საც არ აქვს ასე­თი რენ­ტა­ბე­ლო­ბა, ასე­თი რა­ღაც ბიზ­ნეს­ში არ ხდე­ბა. ბი­ძი­ნას რა თქმა უნდა, შე­უძ­ლია მოს­თხო­ვოს ბა­ჩი­აშ­ვილს - მთე­ლი შე­ღა­ვა­თე­ბი, ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემ გამო იყო, თო­რემ შენ სა­ერ­თოდ ვინ იყა­ვი, წილი მო­მე­ციო. არ ეკუთ­ვნის? ეს ფული ჩვე­ნი ჯი­ბე­ე­ბი­დან ამო­ღე­ბუ­ლია, ეს უნდა ვი­ცო­დეთ, დღგ რომ არ გა­და­ი­ხა­და, გა­და­სა­ხა­დებს არ იხ­დი­და და ამ­ხე­ლა კო­ლო­სა­ლურ თან­ხებს შო­უ­ლობ­დნენ, ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­ქარ­თვე­ლოს ბი­უ­ჯეტ­ში უნდა შე­სუ­ლი­ყო ანუ ეს ფული ჩვენ მოგვპა­რეს და ამ მო­პა­რუ­ლი ფუ­ლით დიდი ფული იშო­ვეს. ამ ყვე­ლა­ფერ­ში, არც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი გა­მო­ი­ყუ­რე­ბა წელ­ში გა­მოყ­ვა­ნი­ლად და არც ბა­ჩი­აშ­ვი­ლია დიდი ბიზ­ნეს­მე­ნი და ჩაგ­რუ­ლი, მათ სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის ხარ­ჯზე "და­წე­რეს“ დიდი ფული და ახლა ერ­თმა­ნეთ­ში არ­ჩე­ვენ საქ­მე­ებს. პრო­კუ­რა­ტუ­რა რა შუ­ა­შია, სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბი ამ და­ვას­თან რა შუ­ა­შია?“, - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, 40 მლნ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თან­ხა არაა, შე­სა­ბა­მი­სად, ხუ­ხაშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ საქ­მე უფრო სე­რი­ო­ზულ რა­მეს ეხე­ბა.

"ზო­გა­დად, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის ასე­თი მიდ­გო­მა და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია, ვი­ღა­ცე­ბი მი­უშ­ვას, შე­უქ­მნას გან­ცდა - გენ­დო­ბი, ყვე­ლა­ფე­რი "მო­სუ­ლაო“, მერე დად­გე­ბა რა­ღაც მო­მენ­ტი, მო­იყ­ვანს და ბო­ლომ­დე "და­ფერთხავს“. სხვა­თა­შო­რის, ღა­რი­ბაშ­ვი­ლი მე­ო­რე წრე­ზე გა­უშ­ვა, თო­რემ ერთხელ მას შე­უს­რუ­ლა კი­დეც, მი­უშ­ვა, მი­უშ­ვა და მერე ყუ­რებ­ში ერთი კარ­გად წა­მო­არ­ტყა, მერე მი­ე­ლა­ქუ­ცა, ილო­ცა და ისევ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის სა­ვარ­ძელ­ში ჩას­ვა.

ბა­ჩი­აშ­ვი­ლიც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ტაქ­ტი­კა­ში მოჰ­ყვა. ვფიქ­რობ, ამ საქ­მის ანა­ტო­მია იკე­ტე­ბა მხო­ლოდ ფულ­ზე. 40 მლნ ძა­ლი­ან დიდი თან­ხაა, მაგ­რამ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თან­ხა არაა, სხვა­ნა­ი­რად შე­ეძ­ლო და­ე­ლა­გე­ბი­ნა. რო­გორც ჩანს, სხვა მი­ზე­ზია, ბევ­რად უფრო სე­რი­ო­ზუ­ლი, რის გა­მოც, ეს ყვე­ლა­ფე­რი ხდე­ბა. იმ­დე­ნად სე­რი­ო­ზუ­ლი მი­ზე­ზია, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა და­ან­გრია მთე­ლი ის მი­თო­ლო­გია, რა­საც ათე­უ­ლო­ბით წლე­ბი აშე­ნებ­და და რა­საც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ლი­დე­რე­ბი და მისი ჯი­ბის პრო­პა­გან­და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ადა­მი­ა­ნებს თავ­ში უდებ­დნენ, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ქველ­მოქ­მე­დია, რომ მას არა­ნა­ი­რი ბიზ­ნე­სინ­ტე­რე­სი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ აქვს და ამ ქვე­ყა­ნას ახარ­ჯავს ფულს. ახლა უცებ, თვი­თონ აღი­ა­რა, რომ უბ­რა­ლოდ ბიზ­ნე­სი კი არ აქვს, ბიზ­ნე­სი ჰქონ­და, რო­მე­ლიც წე­ლი­წად­ში 800%-ს უწერ­და. რად­გან ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი იმა­ზე წა­ვი­და, რომ თა­ვის მი­თო­ლო­გია და­ან­გრია, ე.ი. ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი მი­ზე­ზი აქვს“, - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

ვერ­სი­ა­ზე იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ ბა­ჩი­აშ­ვილ­მა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ბიზ­ნე­სი­სა და ქო­ნე­ბის შე­სა­ხებ ბევ­რი იცის, რის გა­მოც, მას შე­იძ­ლე­ბო­და აშშ-სთან ეთა­ნამ­შრომ­ლა, რათა ივა­ნიშ­ვი­ლის ქო­ნე­ბის და­სან­ქცი­რე­ბა მარ­ტი­ვად მომ­ხდა­რი­ყო, ხუ­ხაშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ ლო­გი­კას მოკ­ლე­ბუ­ლი არ არის.

"და­მა­ჯე­რებ­ლად ამა­ზე ჭკვი­ა­ნი სა­ხით ვერ ვი­სა­უბ­რებ, მაგ­რამ ასეთ ვერ­სი­ას არ­სე­ბო­ბის უფ­ლე­ბა ალ­ბათ, აქვს. შე­იძ­ლე­ბა, ბა­ჩი­აშ­ვილ­მა ითა­ნამ­შრომ­ლა ან ბი­ძი­ნამ იეჭ­ვი­ა­ნა, რომ ითა­ნამ­შრომ­ლებს. შე­იძ­ლე­ბა, სხვა რა­მეა, თუმ­ცა, შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ მი­ზე­ზი ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლია... თუ ის თვლის, რომ ბა­ჩი­აშ­ვი­ლი მის­თვის საფრ­თხეა, რა თქმა უნდა, ის შე­ეც­დე­ბა, ამა თუ იმ ფორ­მით, კონ­ტრო­ლის ქვეშ ჰყავ­დეს, რა ფორ­მით, ეს გა­მოჩ­ნდე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 30 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლევანი
0

ეს ხუხაშვილი უფრო და უფრო ემსგავსება გოლუმს ფილმიდან ბეჭდების მბრძანებელი

ექსპერტი ხუხაშვილი
6

ბიძინასთვის 40 მილიონი შეიძლება მართლაც არარის კრიტიკული ზღვარი, მაგრამ შენ და გუბოზას რომ ამის მეათედზეც ნერწყვი გახრჩობთ, თავბრუ გეხვევათ და თვალები გიჭრელდებათ, ეგ ვიცით ყველამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"40 მლნ ძალიან დიდი თანხაა, მაგრამ ივანიშვილისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არაა, როგორც ჩანს, სხვა მიზეზია, ბევრად უფრო სერიოზული" - გია ხუხაშვილი ბაჩიაშვილი-ივანიშვილის სკანდალზე

"40 მლნ ძალიან დიდი თანხაა, მაგრამ ივანიშვილისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არაა, როგორც ჩანს, სხვა მიზეზია, ბევრად უფრო სერიოზული" - გია ხუხაშვილი ბაჩიაშვილი-ივანიშვილის სკანდალზე

"ამ ყველაფერში არც ბიძინა ივანიშვილი გამოიყურება წელში გამოყვანილად და არც ბაჩიაშვილია დიდი ბიზნესმენი და ჩაგრული. მათ საქართველოს მოსახლეობის ხარჯზე “დაწერეს” დიდი ფული და ახლა ერთმანეთში არჩევენ საქმეებს. ამ დავასთან პროკურატურა რა შუაშია, სახელმწიფო ინსტიტუტები რა შუაშია?!" - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "360 გრადუსი“ განაცხადა.

როგორც ხუხაშვილი განმარტავს, ახლა ბიძინა ივანიშვილი გიორგი ბაჩიაშვილს საქმეს ურჩევს, რაც კრიმინალური სამყაროსთვისაა დამახასიათებელი.

"თუ საუბარია იმაზე, რომ მოგება პარტნიორს არ გაუნაწილა, რატომ არის ეს კრიმინალური საქმე, ეს არის წმინდა სამოქალაქო დავის საგანი. ორ პარტნიორს შორის მოგების წილების გადანაწილებაზე დავა, ღრმად არასერიოზულია, ამ საქმესთან დაკავშირებით, პროკურატურა საერთოდ რა შუაშია, განსხვავებით "მტკვარი ჰესის“ საქმისგან - იქ ბიძინა ივანიშვილი საუბრობს, რომ თანხები იყო გაფლანგული, იქ შეიძლება სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება. ფაქტობრივად, გამოდის, რომ ივანიშვილი საქმეს ურჩევს, ასეთი საქმის გარჩევები კრიმინალური სამყაროსთვის არის დამახასიათებელი, მაგრამ ჩვენთან ხომ კრიმინალური სამყარო და მართლმსაჯულება დიდი ხანია ერთმანეთშია აღრეული? - რად უნდა ვიღაცებთან საქმის დაჭერა და ვიღაცების ჩარევა, როცა ჰყავს მშვენიერი მთავარი პროკურორი, რომელსაც შეუძლია გაარჩიოს ეს საქმე - ვინ, როგორ, რანაირად და ამოიღოს ბიძინას კუთვნილი თანხები.

ივანიშვილი ბაჩიაშვილთან მართალია... გასაგებია, რომ სასათბურე, სკანდალური პირობები ბაჩიაშვილის ლამაზი თვალებისთვის არ გაკეთებულა, შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილს სრული უფლება აქვს, ბაჩიაშვილს წილი მოსთხოვოს. ერთ წელიწადში 800%, ნარკობიზნესსაც არ აქვს ასეთი რენტაბელობა, ასეთი რაღაც ბიზნესში არ ხდება. ბიძინას რა თქმა უნდა, შეუძლია მოსთხოვოს ბაჩიაშვილს - მთელი შეღავათები, ეს ყველაფერი ჩემ გამო იყო, თორემ შენ საერთოდ ვინ იყავი, წილი მომეციო. არ ეკუთვნის? ეს ფული ჩვენი ჯიბეებიდან ამოღებულია, ეს უნდა ვიცოდეთ, დღგ რომ არ გადაიხადა, გადასახადებს არ იხდიდა და ამხელა კოლოსალურ თანხებს შოულობდნენ, ეს ყველაფერი საქართველოს ბიუჯეტში უნდა შესულიყო ანუ ეს ფული ჩვენ მოგვპარეს და ამ მოპარული ფულით დიდი ფული იშოვეს. ამ ყველაფერში, არც ბიძინა ივანიშვილი გამოიყურება წელში გამოყვანილად და არც ბაჩიაშვილია დიდი ბიზნესმენი და ჩაგრული, მათ საქართველოს მოსახლეობის ხარჯზე "დაწერეს“ დიდი ფული და ახლა ერთმანეთში არჩევენ საქმეებს. პროკურატურა რა შუაშია, სახელმწიფო ინსტიტუტები ამ დავასთან რა შუაშია?“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

მისივე განმარტებით, 40 მლნ ბიძინა ივანიშვილისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თანხა არაა, შესაბამისად, ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ საქმე უფრო სერიოზულ რამეს ეხება.

"ზოგადად, ბიძინა ივანიშვილისთვის ასეთი მიდგომა დამახასიათებელია, ვიღაცები მიუშვას, შეუქმნას განცდა - გენდობი, ყველაფერი "მოსულაო“, მერე დადგება რაღაც მომენტი, მოიყვანს და ბოლომდე "დაფერთხავს“. სხვათაშორის, ღარიბაშვილი მეორე წრეზე გაუშვა, თორემ ერთხელ მას შეუსრულა კიდეც, მიუშვა, მიუშვა და მერე ყურებში ერთი კარგად წამოარტყა, მერე მიელაქუცა, ილოცა და ისევ პრემიერ-მინისტრის სავარძელში ჩასვა.

ბაჩიაშვილიც ბიძინა ივანიშვილის ადამიანებთან ურთიერთობის ტაქტიკაში მოჰყვა. ვფიქრობ, ამ საქმის ანატომია იკეტება მხოლოდ ფულზე. 40 მლნ ძალიან დიდი თანხაა, მაგრამ ბიძინა ივანიშვილისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თანხა არაა, სხვანაირად შეეძლო დაელაგებინა. როგორც ჩანს, სხვა მიზეზია, ბევრად უფრო სერიოზული, რის გამოც, ეს ყველაფერი ხდება. იმდენად სერიოზული მიზეზია, რომ ბიძინა ივანიშვილმა დაანგრია მთელი ის მითოლოგია, რასაც ათეულობით წლები აშენებდა და რასაც "ქართული ოცნების“ ლიდერები და მისი ჯიბის პროპაგანდა წლების განმავლობაში ადამიანებს თავში უდებდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილი ქველმოქმედია, რომ მას არანაირი ბიზნესინტერესი საქართველოში არ აქვს და ამ ქვეყანას ახარჯავს ფულს. ახლა უცებ, თვითონ აღიარა, რომ უბრალოდ ბიზნესი კი არ აქვს, ბიზნესი ჰქონდა, რომელიც წელიწადში 800%-ს უწერდა. რადგან ბიძინა ივანიშვილი იმაზე წავიდა, რომ თავის მითოლოგია დაანგრია, ე.ი. ძალიან სერიოზული მიზეზი აქვს“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

ვერსიაზე იმასთან დაკავშირებით, რომ ბაჩიაშვილმა ბიძინა ივანიშვილის ბიზნესისა და ქონების შესახებ ბევრი იცის, რის გამოც, მას შეიძლებოდა აშშ-სთან ეთანამშრომლა, რათა ივანიშვილის ქონების დასანქცირება მარტივად მომხდარიყო, ხუხაშვილი აცხადებს, რომ ლოგიკას მოკლებული არ არის.

"დამაჯერებლად ამაზე ჭკვიანი სახით ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ასეთ ვერსიას არსებობის უფლება ალბათ, აქვს. შეიძლება, ბაჩიაშვილმა ითანამშრომლა ან ბიძინამ იეჭვიანა, რომ ითანამშრომლებს. შეიძლება, სხვა რამეა, თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ მიზეზი ძალიან სერიოზულია... თუ ის თვლის, რომ ბაჩიაშვილი მისთვის საფრთხეა, რა თქმა უნდა, ის შეეცდება, ამა თუ იმ ფორმით, კონტროლის ქვეშ ჰყავდეს, რა ფორმით, ეს გამოჩნდება“, - განაცხადა ხუხაშვილმა.