თეატრმცოდნემ და ტელეწამყვანმა ნიკოლოზ წულუკიძემ "იმედის“ ეთერში წლების წინ მომხდარი განსაკუთრებული შემთხვევა გაიხსენა, როდესაც გენო ნადირაშვილმა შვილის დაკრძალვის დღეს, სცენაზე იმღერა. ტელეწამყვანს სტუმრად "ორერას“ ცნობილი სოლისტი ჰყავდა. მათ შორის ემოციური დიალოგი შედგა.
ნიკოლოზ წულიკიძე:
- არ იქნება სასიამოვნო, მაგრამ უნდა მოვყვე ეს ისტორია. რამდენიმე წლის წინ, თბილისობის დღესასწაულზე ფოლად ბულბულოღლის საპატიო თბილისელის წოდება გადასცეს. იმ დღეს, ბატონი ფოლადი რომ ჩამოფრინდა, მე მიმყავდა ეს საღამო და უცებ ეკითხებიან, რამეს ხომ არ იმღერებთო? - თუ "ორერას“ ბიჭები მოვლენ, "თბილისოს“ ვიმღერებო. იქვე იკითხეს, ბატონ გენოს ვინ დაურეკავსო. არც ვიცოდი რა ხდებოდა, მაშინვე ვთქვი, მე დავურეკავ-მეთქი.
დავურეკე და ავუხსენი რაც ხდებოდა, ხმაზე შევატყე, რომ ისე არ შემხვდა, როგორც მხვდება ხოლმე.
სანამ მოვიდოდა, გავიგეთ, რომ ეს იყო დღე, როდესაც ბატონი გენოს შვილის დაკრძალვა იყო. ვერ წარმომიდგენია ასეთი რამე, მეგობრობისთვის, პროფესიისთვის. მოვიდა და იმღერა. ბატონო გენო, ისეთი მაგალითი გახდით ჩემთვის...
მაშინ ვერ მივხვდი რა იყო ეს, როცა თქვენ იქ იდექით. შემდეგ, ჩემს ცხოვრებაში როდესაც დატრიალდა ასეთი რამე, ხშირად მახსენებოდა ეს მაგალითი. მე ეგეთი მაგარი ვერ გამოვდექი როგორც თქვენ, რომ იმ დღესვე რამე გამეგრძელებინა, მაგრამ მე ძალიან ხშირად მახსენდებოდა ეს.
გენო ნადირაშვილი:
- მოვალე ხარ, როდესაც საჭიროა, ეს უნდა გააკეთო. ხშირი შემთხვევები მახსოვს, როდესაც არტისტები ტრაგედიების დღესმ ან მეორე დღეს სცენაზე იდგნენ. ჩემთვის იყო ტრაგედია, რა თქმა უნდა, მაგრამ ვერ ვუღალატებდი იმ კონცერტს. სხვათშორის კარგად ჩაიარა...