სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის პრეტენზიები თავხედურად არ შეესაბამება სიმართლეს - ეს ნამდვილად სირცხვილია " - გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი
"ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის პრეტენზიები თავხედურად არ შეესაბამება სიმართლეს - ეს ნამდვილად სირცხვილია " - გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი

წიქ­ვა­ძის პრე­ტენ­ზი­ე­ბი თავ­ხე­დუ­რად არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თლეს - ეს ნამ­დვი­ლად სირ­ცხვი­ლია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, - ამის შე­სა­ხებ თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონ­დის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლის, გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტი რო­ბერტ ამ­სტერ­და­მი აცხა­დებს, რი­თაც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დამ­ფუძ­ნებ­ლის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლის თე­ი­მუ­რაზ წიქ­ვა­ძის გან­ცხა­დე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა.

რო­ბერტ ამ­სტერ­და­მის შე­ფა­სე­ბით, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ღიად აჩენს თა­ვის პერ­სო­ნას ამ ბრალ­დე­ბა­ში.

"ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი თე­ი­მუ­რაზ წიქ­ვა­ძე გან­ცხა­დე­ბას აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც ჩემს კლი­ენტს, გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვილს თავს ეს­ხმის. წიქ­ვა­ძის პრე­ტენ­ზი­ე­ბი თავ­ხე­დუ­რად არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თლეს. ნუ მი­ი­ღებთ ჩემს სი­ტყვას და თა­ვად შე­ხე­დეთ სა­ჩი­ვარს, რო­მელ­შიც არის დო­კუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც სრუ­ლი­ად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ამ ყალ­ბი საქ­მის მთელ წი­ნა­პი­რო­ბას.

სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის 40 წელ­ზე მეტი ხნის პრაქ­ტი­კა­ში, ვერ ვიხ­სე­ნებ, რომ მსგავ­სი არარ­სე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით ყო­ფი­ლი­ყოს საქ­მე წარ­მოდ­გე­ნი­ლი - ფაქ­ტი, რო­მე­ლიც ზე­მოთ მოყ­ვა­ნი­ლი გან­ცხა­დე­ბით კი­დევ მე­ტად და­დას­ტურ­დე­ბა. ეს ნამ­დვი­ლად სირ­ცხვი­ლია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის. ახლა, რო­დე­საც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ღიად აჩენს თა­ვის პერ­სო­ნას ამ ბრალ­დე­ბა­ში და რო­დე­საც მისი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი აღი­ა­რებს, რომ საქ­მე მთლი­ა­ნად მის მიერ არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი და არ არის და­ფუძ­ნე­ბუ­ლი რა­ი­მე რე­ა­ლურ გა­მო­ძი­ე­ბა­ზე, ეს აბ­სო­ლუ­ტუ­რად ხაზს უს­ვამს მის უკან არ­სე­ბულ პო­ლი­ტი­კურ მო­ტი­ვა­ცი­ას და ბი­ძი­ნას გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რომ გა­მო­ი­ყე­ნოს სა­ხელ­მწი­ფო, რათა შე­ლა­ხოს ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვი­ლის საქ­მი­ა­ნი რე­პუ­ტა­ცია. ამ ცრუ ბრალ­დე­ბე­ბით ისი­ნი შორს ვერ წავ­ლენ. ჩვენ ბო­ლომ­დე ვიბ­რძო­ლებთ სი­მარ­თლის გა­მო­სავ­ლე­ნად“, - აცხა­დებს რო­ბერტ ამ­სტერ­და­მი.

ცნო­ბის­თვის, დღეს, თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონ­დის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლის, გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვი­ლის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ად­ვო­კატ­მა გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა. ივა­ნიშ­ვი­ლის უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლის თე­ი­მუ­რაზ წიქ­ვა­ძის გან­ცხა­დე­ბით, თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონ­დის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლის, გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვი­ლის მი­მართ სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნის მის პო­ლი­ტი­კურ შე­ხე­დუ­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბა, "ყოვ­ლად უსა­ფუძ­ვლო ბრალ­დე­ბაა“. წიქ­ვა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ბა­ჩი­აშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ და­წყე­ბუ­ლი სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი საქ­მის დე­ტა­ლებს ჰყვე­ბა. მისი გან­მარ­ტე­ბით, ბრალ­დე­ბუ­ლი მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ივა­ნიშ­ვილ­თან და­ახ­ლო­ე­ბულ პირი იყო და მისი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნდო­ბით სარ­გებ­ლობ­და.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვი­ლის მიერ ბიტ­კო­ი­ნე­ბის მა­ი­ნინგთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხი მხო­ლოდ მას შემ­დეგ შე­ის­წავ­ლა, რაც კი­თხვე­ბი გაჩ­ნდა თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონ­დის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით მიმ­დი­ნა­რე "მტკვა­რი ჰე­სის“ პრო­ექ­ტი­სა და თა­ვად ბა­ჩი­აშ­ვი­ლის კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბის მი­მართ.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ავთო
0

ესე იგი ნაცებისთვის მოლოტოვის კოკიტეილის არ იყოს მდიდარზე ფულის ახევა ც მოსულა.

კოკი
55

იქნებ როგორმე გამოგხიზლდეს ერი და ბიძიას რეალური სახე დაინახონ ან მიხვდნენ, რომ მათ უარესი ელით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამალ კლუნი ჯორჯ კლუნთან ოჯახური ცხოვრების საიდუმლოზე საუბრებს
ავტორი:

"ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის პრეტენზიები თავხედურად არ შეესაბამება სიმართლეს - ეს ნამდვილად სირცხვილია " - გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი

"ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის პრეტენზიები თავხედურად არ შეესაბამება სიმართლეს - ეს ნამდვილად სირცხვილია " - გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი

წიქვაძის პრეტენზიები თავხედურად არ შეესაბამება სიმართლეს - ეს ნამდვილად სირცხვილია საქართველოსთვის, - ამის შესახებ თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი რობერტ ამსტერდამი აცხადებს, რითაც "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის უფლებადამცველის თეიმურაზ წიქვაძის განცხადებას ეხმაურება.

რობერტ ამსტერდამის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი ღიად აჩენს თავის პერსონას ამ ბრალდებაში.

"ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელი თეიმურაზ წიქვაძე განცხადებას აქვეყნებს, სადაც ჩემს კლიენტს, გიორგი ბაჩიაშვილს თავს ესხმის. წიქვაძის პრეტენზიები თავხედურად არ შეესაბამება სიმართლეს. ნუ მიიღებთ ჩემს სიტყვას და თავად შეხედეთ საჩივარს, რომელშიც არის დოკუმენტი, რომელიც სრულიად ეწინააღმდეგება ამ ყალბი საქმის მთელ წინაპირობას.

საერთაშორისო სამართლის 40 წელზე მეტი ხნის პრაქტიკაში, ვერ ვიხსენებ, რომ მსგავსი არარსებული მტკიცებულებებით ყოფილიყოს საქმე წარმოდგენილი - ფაქტი, რომელიც ზემოთ მოყვანილი განცხადებით კიდევ მეტად დადასტურდება. ეს ნამდვილად სირცხვილია საქართველოსთვის. ახლა, როდესაც ბიძინა ივანიშვილი ღიად აჩენს თავის პერსონას ამ ბრალდებაში და როდესაც მისი წარმომადგენელი აღიარებს, რომ საქმე მთლიანად მის მიერ არის განპირობებული და არ არის დაფუძნებული რაიმე რეალურ გამოძიებაზე, ეს აბსოლუტურად ხაზს უსვამს მის უკან არსებულ პოლიტიკურ მოტივაციას და ბიძინას გადაწყვეტილებას, რომ გამოიყენოს სახელმწიფო, რათა შელახოს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გიორგი ბაჩიაშვილის საქმიანი რეპუტაცია. ამ ცრუ ბრალდებებით ისინი შორს ვერ წავლენ. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ სიმართლის გამოსავლენად“, - აცხადებს რობერტ ამსტერდამი.

ცნობისთვის, დღეს, თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის საქმესთან დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა განცხადება გაავრცელა. ივანიშვილის უფლებადამცველის თეიმურაზ წიქვაძის განცხადებით, თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის მის პოლიტიკურ შეხედულებებთან დაკავშირება, "ყოვლად უსაფუძვლო ბრალდებაა“. წიქვაძე სოციალურ ქსელში ბაჩიაშვილის წინააღმდეგ დაწყებული სისხლისსამართლებრივი საქმის დეტალებს ჰყვება. მისი განმარტებით, ბრალდებული მრავალი წლის განმავლობაში ივანიშვილთან დაახლოებულ პირი იყო და მისი განსაკუთრებული ნდობით სარგებლობდა.

მისივე ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა გიორგი ბაჩიაშვილის მიერ ბიტკოინების მაინინგთან დაკავშირებული საკითხი მხოლოდ მას შემდეგ შეისწავლა, რაც კითხვები გაჩნდა თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელობით მიმდინარე "მტკვარი ჰესის“ პროექტისა და თავად ბაჩიაშვილის კეთილსინდისიერების მიმართ.

იხილეთ ასევე: