უკრაინაში 6 წლის ბავშვს გული გადაუნერგეს. ოპერაცია ამ ასაკის ბავშვზე ქვეყანაში პირველად ჩატარდა. გოგონა თავს კარგად გრძნობს.
ამის შესახებ კარდიოქირურგმა, უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს გულის ინსტიტუტის დირექტორმა ბორის თოდუროვმა განაცხადა. სწორედ მან ჩაატარა ტრანსპლანტაციის ოპერაცია ინსტიტუტის ექიმების ჯგუფთან ერთად.
"პირველად უკრაინაში - 6 წლის გოგონას გული გადავუნერგეთ. ოპერაციამ მშვიდად ჩაიარა, ოპერაციიდან 2 საათის შემდეგ ექსტუბაცია მოვახდინეთ. დეტალები მოგვიანებით გამოქვეყნდება", - განაცხადა ექიმმა.
უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს გულის ინსტიტუტში განმარტეს, რომ 6 წლის გოგონას ახლა ახალი გული აქვს.
ამ უნიკალურ ოპერაციაზე ჟურნალისტმა ვიოლეტა ჩირტოკამ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ გარდაცვლილი 4 წლის ბიჭის დედა დათანხმდა, რომ ავადმყოფი გოგონასთვის გულის გადაენერგათ. გადანერგვის შემდეგ კი ქალს უფლება მისცეს, მოესმინა საკუთარი შვილის გულის ცემა ახალ მკერდში. ემოციური კადრი უკრაინულ მედიაში გავრცელდა.