ავტორი:

"ადამიანები, რომლებიც ლისზე მოპარული კოკა-კოლებითა და ვარდისფერი პარალონებით დარბოდნენ, კოლექტიური ღარიბაშვილი და კობახიძე იყვნენ" - პაატა მანჯგალაძე

"ადამიანები, რომლებიც ლისზე მოპარული კოკა-კოლებითა და ვარდისფერი პარალონებით დარბოდნენ, კოლექტიური ღარიბაშვილი და კობახიძე იყვნენ" - პაატა მანჯგალაძე

ადამიანები, ვინც ლისზე მოპარული კოკა-კოლებითა და ვარდისფერი პარალონებით დარბოდნენ, ყველანი კოლექტიური ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე იყვნენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განუცხადა.

მანჯგალაძის შეფასებით, ხელისუფლებამ 8 ივლისს არა თუ ვერ უზრუნველყო ადამიანების დაცვა, არამედ თავად წაახალისა და დააორგანიზა ლისზე დაგეგმილი "თბილისი პრაიდის" დარბევა.

"ის, რომ ადამიანები მზად არიან მისგან განსხვავებულები ქვებით იმის გამო ჩაქოლონ, რომ მათი აზრით ცოდვილები არიან, ეს ქრისტიანობა არ არის. ქრისტე სწორედ ასეთი რწმენის გასაუქმებლად მოვიდა, რომელმაც თქვა, რომ ქვა პირველმა იმან ისროლოს, ვინც უცოდველია. თუ კადრებს ნახავთ, იქ უცოდველი ნამდვილად არ იყო.

ჩავთვალოთ, რომ ეს არის უდიდესი ცოდვა - ცოდვა კრიმინალიზებულია და დანაშაულად არის გამოცხადებული? ცოდვის კრიმინალიზების გზით რომ წავიდეთ, ხომ ხვდებით საერთოდ სად მივალთ", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.