გასული კვირის მთავარ სკანდალად იქცა ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილისთვის წაყენებული ბრალდება, რომლის თანახმადაც, მას ივანიშვილის კუთვნილი, 39 215 820 აშშ დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებიან. გიორგი ბაჩიაშვილს აღმკვეთ ღონისძიებად 2 მილიონ 500 ათასლარიანი გირაო შეეფარდა, მას ასევე აეკრძალა ქვეყნის დატოვებაც… ამ თემაზე კომენტარი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" გააკეთა ვახტანგ ძაბირაძემ.
- ამ საქმის სამართლებრივ დეტალებზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ, ვფიქრობ, მართლაც კრიმინალთან უნდა გვქონდეს საქმე, ვიდრე პოლიტიკურ მოტივთან. ხომ გახსოვთ გამონათქვამი, ღმერთო, დამიფარე მეგობრებისგან, მტრებს როგორმე მე თვითონ მოვუვლიო. ამბობენ, რომ ეს ახალგაზრდა ძალიან დაახლოებული იყო ბიძინა ივანიშვილთან და მეგობრობდა ირაკლი ღარიბაშვილთანაც. როგორც წესი, ამხელა თანხებზე ახლობელ-მეგობრებს მიუწვდებათ ხოლმე ხელი ყველაზე მეტად, იმათ, ვისაც ენდობიან. უცნობსა და უცხოს დიდ ფულს არავინ ანდობს. ღარიბაშვილთან კავშირზე მოვისმინე რამდენიმე განცხადება, მაგრამ ივანიშვილს ღარიბაშვილის მოხსნის პრობლემა რომ ჰქონდეს, ვიფიქრებდით, რომ მისი ახლობლის საშუალებით ცდილობს ღარიბაშვილზე გასვლას და მის მოშორებას, მაგრამ ივანიშვილს ეს პრობლემა არა აქვს, როცა კი მოუნდება, მაშინ დარეკავს და საკუთარი ნებით წავა ღარიბაშვილი. ხომ გახსოვთ ლეგენდასავით ამბავი, რომლის ფაბულის თანახმად, ივანიშვილმა საკუთარ ქვისლსაც არ აპატია ქურდობა და ციხეში ჩასვა. როგორც ჩანს, ივანიშვილს აქვს რაღაც მარჟა და თუ ამ მარჟის ფარგლებში იპარავენ, მაშინ თვალს ხუჭავს, მაგრამ თუ დაუკრეფავში გადადიან, ამის საშუალებას აღარ იძლევა. ნახეთ სრულად
იხილეთ ასევე: