მსოფლიო

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში 2023-2024 სააღმზრდელო წლისთვის ელექტრონული რეგისტრაცია დაიწყო
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში 2023-2024 სააღმზრდელო წლისთვის ელექტრონული რეგისტრაცია დაიწყო

თბი­ლი­სის სა­ბავ­შვო ბაგა-ბა­ღებ­ში 2023-2024 სა­აღ­მზრდე­ლო წლის­თვის აღ­საზ­რდელ­თა ელექტრო­ნუ­ლი რე­გის­ტრა­ცია დღეს, 10 ივ­ლისს და­ი­წყო. ინ­ფორ­მა­ცი­ას თბი­ლი­სის სა­ბავ­შვო ბაგა-ბა­ღე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტო ავ­რცე­ლებს.

რე­გის­ტრა­ცია სამ ეტა­პად თბი­ლი­სის სა­ბავ­შვო ბაგა-ბა­ღე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტოს ვებგ­ვერ­დზე - www.kids.org.ge წარ­მო­ებს.

რე­გის­ტრა­ცი­ის პირ­ვე­ლი ეტა­პი 16 ივ­ლი­სის 00:00 სა­ა­თამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა.

ამ ერთი კვი­რის მან­ძილ­ზე, და­რე­გის­ტრირ­დე­ბი­ან მიზ­ნობ­რი­ვი შემ­დე­გი სო­ცი­ა­ლუ­რი ჯგუ­ფის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ბავ­შვე­ბი:

ა) სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ოჯა­ხის წევ­რი ბავ­შვე­ბი, რო­მელ­თა სა­რე­ი­ტინ­გო ქულა სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ­თა ერ­თი­ან ბა­ზა­ში არ აღე­მა­ტე­ბა 100 000 ქუ­ლას;

ბ) სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე ბავ­შვე­ბი;

გ) სა­ჯა­რო სა­მარ­თლის იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის – სა­ხელ­მწი­ფო ზრუნ­ვი­სა და ტრე­ფი­კინ­გის მსხვერ­პლთა, და­ზა­რა­ლე­ბულ­თა დახ­მა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ჩვილ ბავ­შვთა სახ­ლის ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბი (შე­სა­ბა­მი­სი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის მქო­ნე და­წე­სე­ბუ­ლე­ბის წე­რი­ლო­ბი­თი მო­მარ­თვის სა­ფუძ­ველ­ზე);

დ) მარ­ტო­ხე­ლა მშობ­ლის შვი­ლი (შვი­ლე­ბი);

ე) მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი მშობ­ლის სტა­ტუ­სის მქო­ნე პი­რის შვი­ლი (შვი­ლე­ბი) ან/და ნაშ­ვი­ლე­ბი;

ვ) სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის­თვის წარ­მო­ე­ბულ ბრძო­ლებ­ში, სა­ერ­თა­შო­რი­სო სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ებ­სა და სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბის დროს სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს დაჭ­რი­ლი, და­შა­ვე­ბუ­ლი, და­ღუ­პუ­ლი და უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბის შვი­ლე­ბი;

ზ) იმ ოჯა­ხის წევ­რი ბავ­შვი, რო­მელ­თა შვი­ლი (შვი­ლე­ბი) სარ­გებ­ლო­ბენ იმა­ვე სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზრდი­სა და გა­ნათ­ლე­ბის სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბით (დედ­მა­მიშ­ვი­ლე­ბი);

თ) თბი­ლი­სის სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზრდი­სა და გა­ნათ­ლე­ბის სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში და­საქ­მე­ბულ თა­ნამ­შრო­მელ­თა შვი­ლე­ბი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ოჯა­ხის წევ­რე­ბი, დედ­მა­მიშ­ვი­ლე­ბი, მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი და მარ­ტო­ხე­ლა მშობ­ლის სტა­ტუ­სის მქო­ნე პირ­თა შვი­ლე­ბი რე­გის­ტრა­ცი­ის გავ­ლას შეძ­ლე­ბენ სა­ა­გენ­ტოს ოფი­ცი­ა­ლურ ვებგ­ვერ­დზე - www.kids.org.ge.

რაც შე­ე­ხე­ბა სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­თა შვი­ლებ­სა და სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე ბავ­შვებს, ისი­ნი და­რე­გის­ტრირ­დე­ბი­ან სა­ა­გენ­ტოს მიერ, სპე­ცი­ა­ლუ­რად რე­გის­ტრა­ცი­ის­თვის შექ­მნილ ელექტრო­ნულ ფოს­ტა­ზე - registracia2024@gmail.com შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის გა­მოგ­ზავ­ნის შემ­დეგ.

რე­გის­ტრა­ცი­ის­თვის სა­ჭი­რო დო­კუ­მენ­ტე­ბია: 1. სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­თა შემ­თხვე­ვა­ში, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ გა­ცე­მუ­ლი ცნო­ბა, მშობ­ლე­ბის პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბის ას­ლე­ბი, ბავ­შვის და­ბა­დე­ბის მოწ­მო­ბის ასლი. 2. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე ბავ­შვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში: შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მიერ გა­ცე­მუ­ლი ფორ­მა N100 ან ფორ­მა N50, ბავ­შვის და­ბა­დე­ბის მოწ­მო­ბის ასლი და მშობ­ლე­ბის პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბის ას­ლე­ბი. ამას­თა­ნა­ვე, რე­გის­ტრა­ცი­ის­თვის გად­მოგ­ზავ­ნილ დო­კუ­მენ­ტა­ცი­ას­თან ერ­თად, აუ­ცი­ლე­ბე­ლია მშობ­ლის სა­კონ­ტაქ­ტო ინ­ფორ­მა­ცი­ი­სა და სა­სურ­ვე­ლი ბა­ღის ნომ­რის მი­თი­თე­ბა.

თა­ნამ­შრო­მელ­თა შვი­ლე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ის­თვის საკ­მა­რი­სია, შე­სა­ბა­მი­სი ბაგა-ბა­ღის სა­რე­ზერ­ვო სი­ა­ში ბავ­შვის მო­ნა­ცე­მე­ბის ატ­ვირ­თვა.

რე­გის­ტრა­ცი­ის მე­ო­რე ეტა­პი და­ი­წყე­ბა 17 ივ­ლისს, 10:00 სა­ათ­ზე და გაგ­რძელ­დე­ბა 24 ივ­ლი­სის 00:00 სა­ა­თამ­დე. ამ ეტაპ­ზე და­რე­გის­ტრირ­დე­ბი­ან ქა­ლაქ თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბი.

რე­გის­ტრა­ცი­ის მე­სა­მე ეტა­პი ით­ვა­ლის­წი­ნებს სა­ყო­ველ­თაო რე­გის­ტრა­ცი­ას, რო­მე­ლიც და­ი­წყე­ბა 25 ივ­ლისს, 10:00 სა­ათ­ზე. რე­გის­ტრა­ცი­ის გავ­ლას შეძ­ლებს ყვე­ლა ის ბავ­შვი, რო­მე­ლიც სას­წავ­ლო-სა­აღ­მზრდე­ლო წლის და­სა­წყის­ში, 18 სექ­ტემ­ბრის მდგო­მა­რე­ო­ბით, შე­უს­რულ­დე­ბა ორი წელი.

იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მშო­ბე­ლი ვერ ახერ­ხებს ბავ­შვის ელექტრო­ნულ რე­გის­ტრა­ცი­ას, შე­უძ­ლია, გან­ცხა­დე­ბით მი­მარ­თოს სა­ცხოვ­რე­ბელ ად­გილ­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე რა­ი­ო­ნულ სერ­ვის­ცენ­ტრს ან სა­სურ­ველ სა­ბავ­შვო ბაგა-ბაღს.

და­მა­ტე­ბი­თი კი­თხვე­ბის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მო­ქა­ლა­ქეს შე­უძ­ლია, და­უ­კავ­შირ­დეს თბი­ლი­სის მე­რი­ის ცხელ ხაზს - 2 72 22 22 ან სა­ბავ­შვო ბაგა-ბა­ღე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტოს ცხელ ხაზს - 2 37 82 43.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში 2023-2024 სააღმზრდელო წლისთვის ელექტრონული რეგისტრაცია დაიწყო

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში 2023-2024 სააღმზრდელო წლისთვის ელექტრონული რეგისტრაცია დაიწყო

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში 2023-2024 სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა ელექტრონული რეგისტრაცია დღეს, 10 ივლისს დაიწყო. ინფორმაციას თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ავრცელებს.

რეგისტრაცია სამ ეტაპად თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე - www.kids.org.ge წარმოებს.

რეგისტრაციის პირველი ეტაპი 16 ივლისის 00:00 საათამდე გაგრძელდება.

ამ ერთი კვირის მანძილზე, დარეგისტრირდებიან მიზნობრივი შემდეგი სოციალური ჯგუფის წარმომადგენელი ბავშვები:

ა) სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი ბავშვები, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 100 000 ქულას;

ბ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები;

გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები (შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დაწესებულების წერილობითი მომართვის საფუძველზე);

დ) მარტოხელა მშობლის შვილი (შვილები);

ე) მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონე პირის შვილი (შვილები) ან/და ნაშვილები;

ვ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილი, დაშავებული, დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების შვილები;

ზ) იმ ოჯახის წევრი ბავშვი, რომელთა შვილი (შვილები) სარგებლობენ იმავე სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების მომსახურებით (დედმამიშვილები);

თ) თბილისის სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ თანამშრომელთა შვილები.

აღსანიშნავია, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრები, დედმამიშვილები, მრავალშვილიანი და მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირთა შვილები რეგისტრაციის გავლას შეძლებენ სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე - www.kids.org.ge.

რაც შეეხება სამხედრო მოსამსახურეთა შვილებსა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს, ისინი დარეგისტრირდებიან სააგენტოს მიერ, სპეციალურად რეგისტრაციისთვის შექმნილ ელექტრონულ ფოსტაზე - registracia2024@gmail.com შესაბამისი დოკუმენტაციის გამოგზავნის შემდეგ.

რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტებია: 1. სამხედრო მოსამსახურეთა შემთხვევაში, თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ცნობა, მშობლების პირადობის მოწმობის ასლები, ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი. 2. განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების შემთხვევაში: შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ფორმა N100 ან ფორმა N50, ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი და მშობლების პირადობის მოწმობის ასლები. ამასთანავე, რეგისტრაციისთვის გადმოგზავნილ დოკუმენტაციასთან ერთად, აუცილებელია მშობლის საკონტაქტო ინფორმაციისა და სასურველი ბაღის ნომრის მითითება.

თანამშრომელთა შვილების რეგისტრაციისთვის საკმარისია, შესაბამისი ბაგა-ბაღის სარეზერვო სიაში ბავშვის მონაცემების ატვირთვა.

რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაიწყება 17 ივლისს, 10:00 საათზე და გაგრძელდება 24 ივლისის 00:00 საათამდე. ამ ეტაპზე დარეგისტრირდებიან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ბავშვები.

რეგისტრაციის მესამე ეტაპი ითვალისწინებს საყოველთაო რეგისტრაციას, რომელიც დაიწყება 25 ივლისს, 10:00 საათზე. რეგისტრაციის გავლას შეძლებს ყველა ის ბავშვი, რომელიც სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასაწყისში, 18 სექტემბრის მდგომარეობით, შეუსრულდება ორი წელი.

იმ შემთხვევაში, თუ მშობელი ვერ ახერხებს ბავშვის ელექტრონულ რეგისტრაციას, შეუძლია, განცხადებით მიმართოს საცხოვრებელ ადგილთან ახლოს მდებარე რაიონულ სერვისცენტრს ან სასურველ საბავშვო ბაგა-ბაღს.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, მოქალაქეს შეუძლია, დაუკავშირდეს თბილისის მერიის ცხელ ხაზს - 2 72 22 22 ან საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ცხელ ხაზს - 2 37 82 43.