პოლიტიკა
მსოფლიო

28

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ მოვიქცეთ თუ ბავშვი მგზავრობას ვერ იტანს - რჩევები და რეკომენდაციები
როგორ მოვიქცეთ თუ ბავშვი მგზავრობას ვერ იტანს - რჩევები და რეკომენდაციები

ზა­ფხუ­ლის სე­ზონ­თან ერ­თად ბავ­შვის მგზავ­რო­ბის აუ­ტან­ლო­ბის პრობ­ლე­მაც მწვავ­დე­ბა. როცა პა­ტა­რას მგზავ­რო­ბი­სას გა­მუდ­მე­ბით გული ერე­ვა, თა­ვა­დაც იტან­ჯე­ბა და მშო­ბე­ლიც. ისეც ხდე­ბა, რომ ამ მოვ­ლე­ნის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პრე­პა­ტა­რა­ტე­ბი სა­სურ­ველ შე­დეგს არ გაძ­ლევთ. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა შე­ვუმ­სუ­ბუ­ქოთ ბავ­შვსა და მშო­ბელს მგზავ­რო­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი დის­კომ­ფორ­ტი? გთა­ვა­ზობთ რამ­დე­ნი­მე რჩე­ვას.

რა­ტომ ვერ იტა­ნენ ბავ­შვე­ბი მგზავ­რო­ბას

სხე­უ­ლის ნე­ბის­მი­ერ მოძ­რა­ო­ბა­ზე შუა ყურ­ში მდე­ბა­რე ე.წ. წო­ნას­წო­რო­ბის ორ­გა­ნო, ვეს­ტი­ბუ­ლა­რუ­ლი აპა­რა­ტი რე­ა­გი­რებს. ეს ურ­თუ­ლე­სი მე­ქა­ნიზ­მი სა­ბო­ლო­ოდ 10-12 წლის­თვის, ზოგ შემ­თხვე­ვა­ში კი უფრო გვი­ან, 15 წლის ასაკ­ში ყა­ლიბ­დე­ბა. ამი­ტომ ად­რე­უ­ლი ასა­კის ბავ­შვე­ბის­თვის რწე­ვა შე­და­რე­ბით რთუ­ლი გა­და­სა­ტა­ნია. შე­იძ­ლე­ბა ვეს­ტი­ბუ­ლა­რუ­ლი აპა­რა­ტი მოზ­რდი­ლო­ბი­სა­საც სუს­ტი დარ­ჩეს, რის გა­მოც მგზავ­რო­ბის აუ­ტან­ლო­ბა ლა­მის მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბა.

შე­იძ­ლე­ბა ბავ­შვს მსგავ­სი პრობ­ლე­მა არა­სო­დეს შექ­მნია, თუმ­ცა არც გრძელ და დამ­ღლელ გზა­ზე უმგზავ­რია. რო­გორ უნდა და­ად­გი­ნოთ, გამ­ძლეა თუ არა მისი წო­ნას­წო­რო­ბის ორ­გა­ნო ამ დატ­ვირ­თვის მი­მართ? ეს მო­ციმ­ცი­მე გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა ამას მარ­ტი­ვად გა­და­ა­მოწ­მებს. სთხო­ვეთ ბავ­შვს, და­აკ­ვირ­დეს ამ შავ-თეთრ გა­მო­სა­ხუ­ლე­ბას. თუ თავ­ბრუს­ხვე­ვა და გუ­ლის­რე­ვის შეგ­რძნე­ბა გა­უჩ­ნდა, მგზავ­რო­ბის­თვის სა­გან­გე­ბოდ უნდა მო­ემ­ზა­დოთ.

შე­იძ­ლე­ბა მგზავ­რო­ბი­სას ბავ­შვს ერთხელ აე­რია გული, მაგ­რამ ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი პრო­ცე­სე­ბის გამო. ამის გამო შე­იძ­ლე­ბა შიში დას­ჩემ­დეს და მო­მა­ვა­ლი გუ­ლის­რე­ვე­ბი ამით იყოს გა­მოწ­ვე­უ­ლი. ყვე­ლა­ფერ ამას რომ გა­უმკლავ­დეთ, ბავ­შვი ყო­ველ­თვის უკა­ნა სა­ვარ­ძელ­ზე დას­ვით და ფან­ჯრებ­ზე ფარ­დე­ბი­ვით შა­ლი­თე­ბი ჩა­მო­ა­ფა­რეთ. მთა­ვა­რია, გვერ­დით, ფან­ჯრე­ბი­დან მოძ­რა­ვი ანა­რეკ­ლე­ბი არ და­ი­ნა­ხოს. უფრო დი­დებს ურ­ჩი­ეთ, მზე­რა მან­ქა­ნა­ში მდე­ბა­რე რო­მე­ლი­მე მცი­რე სა­განს მი­ა­პყრონ. პა­ტა­რე­ბის­თვის საკ­მა­ოდ ეფექ­ტუ­რია სამ­გზავ­რო კა­ლა­თე­ბი, რად­გან მისი მყა­რი გვერ­დე­ბი ბავ­შვს გვერ­დით გა­ხედ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევს.

თუ გან­სა­კუთ­რე­ბით რთულ და უს­წორ­მას­წო­რო გზებ­ზე სი­ა­რუ­ლი მო­გიწვთ, იცო­დეთ, რომ ამ დროს ბავ­შვი კი არა, დი­დიც არ არის და­ზღვე­უ­ლი უსი­ა­მოვ­ნო შეგ­რძნე­ბე­ბის­გან. ზოგ­ჯერ მფრი­ნა­ვე­ბი და კოს­მო­ნავ­ტე­ბიც კი აღი­ა­რე­ბენ, ვეს­ტი­ბუ­ლა­რუ­ლი აპა­რა­ტის და­მორ­ჩი­ლე­ბა გას­ჭირ­ვე­ბი­ათ.

რო­გორ მო­ვიქ­ცეთ მგზავ­რო­ბამ­დე

ბავ­შვი სა­ათ­ნა­ხევ­რით ან ორი სა­ა­თით ადრე ასა­უზ­მეთ, ისიც მსუ­ბუ­ქად. სავ­სე კუ­ჭზე რწე­ვა კი­დევ უფრო რთუ­ლი გა­და­სა­ტა­ნია.

თუ ბავ­შვს მან­ქა­ნა­ში გული მა­ინც აე­რია, გზას ნუ­ღარ გა­აგ­რძე­ლებთ, კარ­გად გა­ა­ნი­ა­ვეთ სა­ლო­ნი, რად­გან ზოგ­ჯერ სუნი გან­მე­ო­რე­ბით სპაზმს იწ­ვევს. თუ მხო­ლოდ შეგ­რძნე­ბა ტან­ჯავს, ეცა­დეთ, გუ­ლის­რე­ვა ხე­ლოვ­ნუ­რად გა­მო­იწ­ვი­ოთ და ამის შემ­დეგ ცოტა ხნით სუფ­თა ჰა­ერ­ზე გა­ჩერ­დეთ. მგზავ­რო­ბის­თვის ისე­თი დრო შე­არ­ჩი­ეთ, რომ გა­დატ­ვირ­თულ გზა­ზე არ მო­გიხ­დეთ სი­ა­რუ­ლი. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

ციცინო
1

ბავშვი მომეწონა ძალიან, გაიზარდე საყვარელო. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

როგორ მოვიქცეთ თუ ბავშვი მგზავრობას ვერ იტანს - რჩევები და რეკომენდაციები

როგორ მოვიქცეთ თუ ბავშვი მგზავრობას ვერ იტანს - რჩევები და რეკომენდაციები

ზაფხულის სეზონთან ერთად ბავშვის მგზავრობის აუტანლობის პრობლემაც მწვავდება. როცა პატარას მგზავრობისას გამუდმებით გული ერევა, თავადაც იტანჯება და მშობელიც. ისეც ხდება, რომ ამ მოვლენის საწინააღმდეგო პრეპატარატები სასურველ შედეგს არ გაძლევთ. როგორ შეიძლება შევუმსუბუქოთ ბავშვსა და მშობელს მგზავრობით გამოწვეული დისკომფორტი? გთავაზობთ რამდენიმე რჩევას.

რატომ ვერ იტანენ ბავშვები მგზავრობას

სხეულის ნებისმიერ მოძრაობაზე შუა ყურში მდებარე ე.წ. წონასწორობის ორგანო, ვესტიბულარული აპარატი რეაგირებს. ეს ურთულესი მექანიზმი საბოლოოდ 10-12 წლისთვის, ზოგ შემთხვევაში კი უფრო გვიან, 15 წლის ასაკში ყალიბდება. ამიტომ ადრეული ასაკის ბავშვებისთვის რწევა შედარებით რთული გადასატანია. შეიძლება ვესტიბულარული აპარატი მოზრდილობისასაც სუსტი დარჩეს, რის გამოც მგზავრობის აუტანლობა ლამის მთელი ცხოვრების განმავლობაში გრძელდება.

შეიძლება ბავშვს მსგავსი პრობლემა არასოდეს შექმნია, თუმცა არც გრძელ და დამღლელ გზაზე უმგზავრია. როგორ უნდა დაადგინოთ, გამძლეა თუ არა მისი წონასწორობის ორგანო ამ დატვირთვის მიმართ? ეს მოციმციმე გამოსახულება ამას მარტივად გადაამოწმებს. სთხოვეთ ბავშვს, დააკვირდეს ამ შავ-თეთრ გამოსახულებას. თუ თავბრუსხვევა და გულისრევის შეგრძნება გაუჩნდა, მგზავრობისთვის საგანგებოდ უნდა მოემზადოთ.

შეიძლება მგზავრობისას ბავშვს ერთხელ აერია გული, მაგრამ ფიზიოლოგიური პროცესების გამო. ამის გამო შეიძლება შიში დასჩემდეს და მომავალი გულისრევები ამით იყოს გამოწვეული. ყველაფერ ამას რომ გაუმკლავდეთ, ბავშვი ყოველთვის უკანა სავარძელზე დასვით და ფანჯრებზე ფარდებივით შალითები ჩამოაფარეთ. მთავარია, გვერდით, ფანჯრებიდან მოძრავი ანარეკლები არ დაინახოს. უფრო დიდებს ურჩიეთ, მზერა მანქანაში მდებარე რომელიმე მცირე საგანს მიაპყრონ. პატარებისთვის საკმაოდ ეფექტურია სამგზავრო კალათები, რადგან მისი მყარი გვერდები ბავშვს გვერდით გახედვის საშუალებას არ აძლევს.

თუ განსაკუთრებით რთულ და უსწორმასწორო გზებზე სიარული მოგიწვთ, იცოდეთ, რომ ამ დროს ბავშვი კი არა, დიდიც არ არის დაზღვეული უსიამოვნო შეგრძნებებისგან. ზოგჯერ მფრინავები და კოსმონავტებიც კი აღიარებენ, ვესტიბულარული აპარატის დამორჩილება გასჭირვებიათ.

როგორ მოვიქცეთ მგზავრობამდე

ბავშვი საათნახევრით ან ორი საათით ადრე ასაუზმეთ, ისიც მსუბუქად. სავსე კუჭზე რწევა კიდევ უფრო რთული გადასატანია.

თუ ბავშვს მანქანაში გული მაინც აერია, გზას ნუღარ გააგრძელებთ, კარგად გაანიავეთ სალონი, რადგან ზოგჯერ სუნი განმეორებით სპაზმს იწვევს. თუ მხოლოდ შეგრძნება ტანჯავს, ეცადეთ, გულისრევა ხელოვნურად გამოიწვიოთ და ამის შემდეგ ცოტა ხნით სუფთა ჰაერზე გაჩერდეთ. მგზავრობისთვის ისეთი დრო შეარჩიეთ, რომ გადატვირთულ გზაზე არ მოგიხდეთ სიარული. განაგრძეთ კითხვა