Balenciaga-ს კრეატიულ დირექტორს, დემნა გვასალიას, ძმა, გურამ გვასალია უპირისპირდება, რომელიც Vetements-ის აღმასრულებელი დირექტორია. გურამთან ვრცელი ინტერვიუ New Your Times-მა გამოაქვეყნა. ინტერვიუში კი ის ამბობს, რომ "დემნაზე უფრო წინ არის".
ძმებს შორის დაპირსპირება მოდის სამყაროში განხილვის მთავარ თემად იქცა. "როგორც ჩანს, Vetements-ის აღმასრულებელი დირექტორი, 37 წლის გურამ გვასალია გრძნობს, რომ თავისი ძმის, დემნას ჩრდილში ცხოვრობს", - წერს მედია.
"დემნა ჩემზე ექვსი წლით უფროსია, როცა მე მეორე კლასში ვიყავი, ის მერვეში იყო. ჩემზე ადრე მიიღო ცხოვრებაში გარკვეული შესაძლებლობები, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, სად ვარ მე დღეს და სად იყო ჩემი ძმა ჩემს ასაკში, ვფიქრობ, რომ მე მასზე ბევრად უფრო წინ ვარ“, - ამბობს გურამი.
მან ამ კონტექსტში ახსენა კიმ კარდაშიანი და კაილი ჯენერიც - ”კარგ მაგალითს მოგიყვანთ. არსებობს კიმ კარდაშიანი, ის შესანიშნავია, ფენომენალური და არსებობს კაილი, რომელიც ახალგაზრდა თაობის წარმომადგენელია. ის ძალიან წარმატებულია სექსის ვიდეოს გარეშეც, იმის გარეშე რისი კეთებაც მის დას მოუწია“, - თქვა გურამმა.
"ვფიქრობ, რომ ჩემი ძმა ძალიან ნიჭიერია, მაგრამ მე განსხვავებული დამოკიდებულებები მაქვს, განსხვავებული ხედვა. ვფიქრობ, მისი ეპოქა ნელ-ნელა დასასრულისკენ მიდის და ახლა ჩემი დროა. ჩვენ შევცალეთ ინდუსტრია, შოკისმომგვრელები ვიყავით. ჩემს ძმას უკვე დიდი სახელი აქვს და მისი არსებობა ჩემს ცხოვრებაში კიდევ უფრო დიდი გამოწვევაა. არ არის საკმარისი რომ უბრალოდ კარგი ვიყო, მჭირდება რომ ვიყო ძალიან კარგი",- აღნიშნავს გურამ გვასალია.
ცნობისთვის დემნა და გურამ გვასალიებმა ტანსაცმლის ბრენდი Vetements-ი 2014 წელს ერთად დააარსეს. ერთი წლის შემდეგ დემნა Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი გახდა. საბოლოოდ Vetements-ი 2019 წელს დატოვა.
"თაიმსი" კომენტარისთვის დემნას დაუკავშირდა. გამოცემას დემნას კომენტარი "ბალენსიაგას" სპიკერმა ვანესა ფრიდნმა მიაწოდა. ვანესას თქმით, დემნა არ აკეთებს კომენტარს, თუ კითხვა არ ეხება "ბალენსიაგას" საკითხს, გადმოგცათ შემდეგი: "ჩემი გამოცდილება "ვეტმანში" საოცარი იყო, მაგრამ მე მას წარსულში ვტოვებ, როგორც სასიამოვნო მოგონებას".