პოლიტიკა
მეცნიერება

25

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უკრაინის ხელისუფლება უკვე დიდი ხანია არ არის პირნათელი ქართველი ხალხის წინაშე" - შალვა პაპუაშვილი
"უკრაინის ხელისუფლება უკვე დიდი ხანია არ არის პირნათელი ქართველი ხალხის წინაშე" - შალვა პაპუაშვილი

"მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ჩა­ი­დი­ნა და­ნა­შა­უ­ლი ქარ­თვე­ლი ხალ­ხის წი­ნა­აღ­მდეგ. მა­შინ, რო­დე­საც ის იყო ამ ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი და მო­ქა­ლა­ქე. ახლა ის არც პრე­ზი­დენ­ტია და არც მო­ქა­ლა­ქე", - ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე, შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა "ქრო­ნი­კა­ში“ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ არის პირ­ნა­თე­ლი ქარ­თვე­ლი ხალ­ხის წი­ნა­შე, რად­გან მან ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დამ­ნა­შა­ვე წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი შე­ი­ფა­რა.

მისი თმით, რო­დე­საც კი­ევ­ში თით­ქმის ყვე­ლა სა­ელ­ჩო და­ი­ხუ­რა, მა­ში­ნაც კი სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო უკ­რა­ი­ნის დე­და­ქა­ლაქ­ში მუ­შა­ო­ბას გა­ნაგ­რძობ­და. ამ ფონ­ზე, უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სა­ქარ­თვე­ლოს ელჩი გა­მო­ა­ძე­ვა.

"თუკი, უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ქარ­თველ ხალ­ხს გა­ნი­ხი­ლავს თა­ვის მე­გობ­რად, მან არც კი უნდა აკად­როს ქარ­თველ ხალ­ხს უთხრას, რომ ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც თქვენ­თან შექ­მნა წა­მე­ბის სის­ტე­მა იმი­ტომ, რომ მაქვს კაპ­რი­ზი, გად­მო­მე­ცით მე იმის­თვის, რომ შემ­დეგ გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლო. სი­ნამ­დვი­ლე­ში, გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ფუძ­ვე­ლიც არ არ­სე­ბობს. სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა პირ­ნა­თე­ლია უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხი­სა და მათ შო­რის, უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­შე. პირ­ნა­თე­ლია არა მხო­ლოდ ამ ომის დროს, არა­მედ დიდი ხა­ნია, ხოლო უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უკვე დიდი ხა­ნია არ არის პირ­ნა­თე­ლი ქარ­თვე­ლი ხალ­ხის წი­ნა­შე. არ არის პირ­ნა­თე­ლი იმ მო­მენ­ტი­დან, რო­დე­საც შე­ი­ფა­რა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, ძებ­ნი­ლი დამ­ნა­შა­ვე, შემ­დეგ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი დამ­ნა­შა­ვე სა­ა­კაშ­ვი­ლი ხან ერთ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ნიშ­ნა, ხან მე­ო­რე­ზე და თუ არ ვცდე­ბი, დღემ­დე თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზეა. არ იყო პირ­ნა­თე­ლი, რო­დე­საც ზუ­რაბ ადე­იშ­ვილს ნიშ­ნავ­და გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის მრჩევ­ლად და ახლა დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სია.

არ იყო პირ­ნა­თე­ლი, რო­დე­საც გია ლორ­თქი­ფა­ნი­ძეს, ადა­მი­ანს, რო­მელ­მაც სა­ა­კაშ­ვი­ლი შე­მო­ა­პა­რა იმის­თვის, რომ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის­თვის ცხოვ­რე­ბა აე­რია მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს და აქ ვისი ტან­კი იდ­გე­ბო­და და ვისი ავ­ტო­მა­ტი გა­ის­რო­და არ­ვინ ისიც. ამა­ზე გა­წი­რეს ქარ­თვე­ლი ხალ­ხი. ეს ადა­მი­ა­ნი ამის შემ­დეგ და­ა­წი­ნა­უ­რა უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ კონ­ტრდაზ­ვერ­ვის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლედ. აი ამას, რომ უკე­თებ­დნენ ქარ­თველ ხალ­ხს, არ მგო­ნია, რომ იქ მე­გობ­რო­ბა­ზე იყოს სა­უ­ბა­რი. უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უკვე დიდი ხა­ნია არ არის პირ­ნა­თე­ლი ქარ­თვე­ლი ხალ­ხის წი­ნა­შე. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ვამ­ბობთ, უკ­რა­ი­ნას ვეხ­მა­რე­ბით არა იმი­ტომ, რომ სწო­რად იქ­ცე­ვა თუ არას­წო­რად, უკ­რა­ი­ნელ ხალ­ხს ვეხ­მა­რე­ბით იმი­ტომ, რომ გვაქვს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა მათ­თან. ჩვენ შე­ვი­ფა­რეთ უკ­რა­ი­ნე­ლი ლტოლ­ვი­ლე­ბი და მათ ისე ვე­პყრო­ბით, რო­გორც ქარ­თველ დევ­ნი­ლებს - მათ აქვთ თვე­ში იგი­ვე დახ­მა­რე­ბა, რამ­დე­ნიც ქარ­თველ დევ­ნი­ლებს. რო­მელ ქვე­ყა­ნა­ში გახ­სნეს უკ­რა­ი­ნუ­ლი სკო­ლა? მა­შინ, რო­დე­საც ამე­რი­კის, გერ­მა­ნი­ის, ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი ქვეყ­ნე­ბის ელ­ჩებ­მა და­ტო­ვეს კი­ე­ვი, სა­ქარ­თვე­ლოს ელჩი კი­ევ­ში იყო და ქარ­თუ­ლი დრო­შა ფრი­ა­ლებ­და. ნაც­ვლად მად­ლო­ბი­სა, სა­ქარ­თვე­ლოს ელჩი გა­მო­ა­ძე­ვა უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ“, - გა­ნა­ცხა­და შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
(ბედნიერი) ერი
3

ისევ ხალხი და პარტ-აქტივი აერია....

mimino
37

სიტყვების ბრახაბრუხს მორჩი, და ქართველი ხალხის სახელს ნუ იყენებ... შენ უნდა თქვა, მხოლო ბიძინა და ქოცები...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?
ავტორი:

"უკრაინის ხელისუფლება უკვე დიდი ხანია არ არის პირნათელი ქართველი ხალხის წინაშე" - შალვა პაპუაშვილი

"უკრაინის ხელისუფლება უკვე დიდი ხანია არ არის პირნათელი ქართველი ხალხის წინაშე" - შალვა პაპუაშვილი

"მიხეილ სააკაშვილმა ჩაიდინა დანაშაული ქართველი ხალხის წინააღმდეგ. მაშინ, როდესაც ის იყო ამ ქვეყნის პრეზიდენტი და მოქალაქე. ახლა ის არც პრეზიდენტია და არც მოქალაქე", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა "ქრონიკაში“ განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, უკრაინის ხელისუფლება არ არის პირნათელი ქართველი ხალხის წინაშე, რადგან მან ყოფილი ხელისუფლების დამნაშავე წარმომადგენლები შეიფარა.

მისი თმით, როდესაც კიევში თითქმის ყველა საელჩო დაიხურა, მაშინაც კი საქართველოს საელჩო უკრაინის დედაქალაქში მუშაობას განაგრძობდა. ამ ფონზე, უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს ელჩი გამოაძევა.

"თუკი, უკრაინის ხელისუფლება ქართველ ხალხს განიხილავს თავის მეგობრად, მან არც კი უნდა აკადროს ქართველ ხალხს უთხრას, რომ ადამიანი, რომელმაც თქვენთან შექმნა წამების სისტემა იმიტომ, რომ მაქვს კაპრიზი, გადმომეცით მე იმისთვის, რომ შემდეგ გავათავისუფლო. სინამდვილეში, გათავისუფლების საფუძველიც არ არსებობს. საქართველოს ხელისუფლება პირნათელია უკრაინელი ხალხისა და მათ შორის, უკრაინის ხელისუფლების წინაშე. პირნათელია არა მხოლოდ ამ ომის დროს, არამედ დიდი ხანია, ხოლო უკრაინის ხელისუფლება უკვე დიდი ხანია არ არის პირნათელი ქართველი ხალხის წინაშე. არ არის პირნათელი იმ მომენტიდან, როდესაც შეიფარა მიხეილ სააკაშვილი, ძებნილი დამნაშავე, შემდეგ დადასტურებული დამნაშავე სააკაშვილი ხან ერთ თანამდებობაზე დანიშნა, ხან მეორეზე და თუ არ ვცდები, დღემდე თანამდებობაზეა. არ იყო პირნათელი, როდესაც ზურაბ ადეიშვილს ნიშნავდა გენერალური პროკურორის მრჩევლად და ახლა დეპარტამენტის უფროსია.

არ იყო პირნათელი, როდესაც გია ლორთქიფანიძეს, ადამიანს, რომელმაც სააკაშვილი შემოაპარა იმისთვის, რომ ქართველი ხალხისთვის ცხოვრება აერია მიხეილ სააკაშვილს და აქ ვისი ტანკი იდგებოდა და ვისი ავტომატი გაისროდა არვინ ისიც. ამაზე გაწირეს ქართველი ხალხი. ეს ადამიანი ამის შემდეგ დააწინაურა უკრაინის ხელისუფლებამ კონტრდაზვერვის უფროსის მოადგილედ. აი ამას, რომ უკეთებდნენ ქართველ ხალხს, არ მგონია, რომ იქ მეგობრობაზე იყოს საუბარი. უკრაინის ხელისუფლება უკვე დიდი ხანია არ არის პირნათელი ქართველი ხალხის წინაშე. მიუხედავად ამისა, ვამბობთ, უკრაინას ვეხმარებით არა იმიტომ, რომ სწორად იქცევა თუ არასწორად, უკრაინელ ხალხს ვეხმარებით იმიტომ, რომ გვაქვს განსაკუთრებული ურთიერთობა მათთან. ჩვენ შევიფარეთ უკრაინელი ლტოლვილები და მათ ისე ვეპყრობით, როგორც ქართველ დევნილებს - მათ აქვთ თვეში იგივე დახმარება, რამდენიც ქართველ დევნილებს. რომელ ქვეყანაში გახსნეს უკრაინული სკოლა? მაშინ, როდესაც ამერიკის, გერმანიის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა დატოვეს კიევი, საქართველოს ელჩი კიევში იყო და ქართული დროშა ფრიალებდა. ნაცვლად მადლობისა, საქართველოს ელჩი გამოაძევა უკრაინის ხელისუფლებამ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.