Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბებო პარკში მივდივარო, მითხრა... ეტყობა რაღაც ჩხუბი მოხდა შიგნით, კაფეში" - ბორჯომში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები: რას ჰყვებიან დაკავებული არასრულწლოვნის ოჯახის წევრები?
"ბებო პარკში მივდივარო, მითხრა... ეტყობა რაღაც ჩხუბი მოხდა შიგნით, კაფეში" - ბორჯომში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები: რას ჰყვებიან დაკავებული არასრულწლოვნის ოჯახის წევრები?
  • მთა­ვარ ფო­ტო­ზე: მოკ­ლუ­ლი დათო ხა­ჩი­ძე

ბორ­ჯომ­ში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი 17 წლის ახალ­გაზ­რდას ოჯა­ხი ეჭ­ვობს, რომ მომ­ხდარ­ში სხვა პი­რე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ.

"ტვ პირ­ველ­თან" სა­უბ­რი­სას და­კა­ვე­ბუ­ლის ბე­ბია-ბა­ბუა მკვლე­ლო­ბის ღა­მეს იხ­სე­ნე­ბენ.

"ბებო მე დღეს პარკში მივ­დი­ვა­რო, ბებო რატო მი­დი­ხარ­თქო, ვკი­თხე. 17 წლის ბავ­შვს რა პრობ­ლე­მა უნდა ჰქონ­დო­და, გარ­და­ტე­ხის პე­რი­ო­დი ჰქონ­და, ეტყო­ბა რა­ღაც მოხ­და. ეს ბიჭი, ვინც მოკ­ლუ­ლია, იმ კა­ფე­ში მუ­შა­ობ­დაო, ამ­ბო­ბენ. ეტყო­ბა რა­ღაც ჩხუ­ბი მოხ­და შიგ­ნით და ეს ეტყო­ბა მი­ვი­და და გა­აფრ­თხი­ლა მე­პატ­რო­ნე.

რო­გორც აქ მე­ზობ­ლე­ბი ლა­პა­რა­კო­ბენ, ვი­ღა­ცამ ტე­ლე­ფონ­ზე და­უ­რე­კა და გა­ვარ­დაო და იქ მე­ეჭ­ვე­ბა მარ­ტო ყო­ფი­ლი­ყო და მგო­ნი მარ­ტო ამას არ გა­უ­კე­თე­ბია, რა­ღა­ცა ჩხუ­ბი იყო იქ მგო­ნი და აშ­ვე­ლებ­დნენ" - ამ­ბობს ოჯა­ხი.

ცნო­ბის­თვის, ბორ­ჯომ­ში მკვლე­ლო­ბა წუ­ხელ, ღა­მით ცენ­ტრა­ლუ­რი პარ­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მოხ­და. მოკ­ლუ­ლი ახალ­გაზ­რდა 23 წლის დათო ხა­ჩი­ძეა. პო­ლი­ცი­ამ ბრალ­დე­ბუ­ლი ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვა.

რას აცხა­დე­ბენ შსს-ში?

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 2006 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი თ.ბ. გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

და­ნა­შა­უ­ლი 10-დან 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა მიმ­დი­ნა­რე წლის 8 ივ­ლისს, ბორ­ჯო­მის ცენ­ტრა­ლურ პარკში ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, 2000 წელს და­ბა­დე­ბულ დ.ხ.-ს, ცივი ია­რა­ღით სხე­ულ­ზე რამ­დე­ნი­მე ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა. დაჭ­რი­ლი მა­მა­კა­ცი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

პო­ლი­ცი­ამ, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი თ.ბ. ცხელ კვალ­ზე, შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე და­ა­კა­ვა. და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი ამო­ღე­ბუ­ლია ნივთმტკი­ცე­ბის სა­ხით. გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს" - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
???
0

აშველებდნენო, ამართლებს მკვლელს მისი ოჯახი! აბა ამათი გაზრდილი რა იქნება? იმედია, ციხიდან გამოუსვენებენ მკვდარს!!!!

ლია
1

ჰოდა ის შვილიშვილი უნდა მოგიკვდეთ!!!!!!!!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

"ბებო პარკში მივდივარო, მითხრა... ეტყობა რაღაც ჩხუბი მოხდა შიგნით, კაფეში" - ბორჯომში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები: რას ჰყვებიან დაკავებული არასრულწლოვნის ოჯახის წევრები?

"ბებო პარკში მივდივარო, მითხრა... ეტყობა რაღაც ჩხუბი მოხდა შიგნით, კაფეში" - ბორჯომში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები: რას ჰყვებიან დაკავებული არასრულწლოვნის ოჯახის წევრები?
  • მთავარ ფოტოზე: მოკლული დათო ხაჩიძე

ბორჯომში მომხდარი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 17 წლის ახალგაზრდას ოჯახი ეჭვობს, რომ მომხდარში სხვა პირებიც მონაწილეობდნენ.

"ტვ პირველთან" საუბრისას დაკავებულის ბებია-ბაბუა მკვლელობის ღამეს იხსენებენ.

"ბებო მე დღეს პარკში მივდივარო, ბებო რატო მიდიხართქო, ვკითხე. 17 წლის ბავშვს რა პრობლემა უნდა ჰქონდოდა, გარდატეხის პერიოდი ჰქონდა, ეტყობა რაღაც მოხდა. ეს ბიჭი, ვინც მოკლულია, იმ კაფეში მუშაობდაო, ამბობენ. ეტყობა რაღაც ჩხუბი მოხდა შიგნით და ეს ეტყობა მივიდა და გააფრთხილა მეპატრონე.

როგორც აქ მეზობლები ლაპარაკობენ, ვიღაცამ ტელეფონზე დაურეკა და გავარდაო და იქ მეეჭვება მარტო ყოფილიყო და მგონი მარტო ამას არ გაუკეთებია, რაღაცა ჩხუბი იყო იქ მგონი და აშველებდნენ" - ამბობს ოჯახი.

ცნობისთვის, ბორჯომში მკვლელობა წუხელ, ღამით ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე მოხდა. მოკლული ახალგაზრდა 23 წლის დათო ხაჩიძეა. პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა.

რას აცხადებენ შსს-ში?

"შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2006 წელს დაბადებული თ.ბ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 8 ივლისს, ბორჯომის ცენტრალურ პარკში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 2000 წელს დაბადებულ დ.ხ.-ს, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული თ.ბ. ცხელ კვალზე, შემთხვევის ადგილზე დააკავა. დანაშაულის ჩადენის იარაღი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს" - ნათქვამია განცხადებაში.