საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კონტრაქციების წაქეზებით მმართველი პარტია ძალადობას ახალისებს... რა ფასი უნდა ჰქონდეს პარლამენტის თავმჯდომარისა და სხვა პირების სასწრაფოდ გაკეთებულ განცხადებებს?" - პრეზიდენტი
"კონტრაქციების წაქეზებით მმართველი პარტია ძალადობას ახალისებს... რა ფასი უნდა ჰქონდეს პარლამენტის თავმჯდომარისა და სხვა პირების სასწრაფოდ გაკეთებულ განცხადებებს?" - პრეზიდენტი

ჩემი მარ­ჯვე­ნა ხელი ერთს ამ­ბობს და მარ­ცხე­ნა სხვა რა­მეს აკე­თებს. რა ფასი უნდა ჰქონ­დეს თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის სას­წრა­ფოდ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბებს?, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა სა­გან­გე­ბო ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

ამით ის პრა­ი­დის ღო­ნის­ძი­ე­ბის ჩაშ­ლას და ამ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის კო­მენ­ტა­რებს გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, კონ­ტრაქ­ცია არა მხო­ლოდ მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის გარ­კვე­უ­ლი გან­შტო­ე­ბე­ბის მხრი­დან, არა­მედ მოქ­მე­დი დე­პუ­ტა­ტე­ბის­გა­ნაც წა­ქე­ზე­ბუ­ლი, აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი და ღიად მხარ­და­ჭე­რი­ლი იყო.

მი­სი­ვე თქმით, კონ­ტრაქ­ცი­ე­ბის წა­ქე­ზე­ბი­თა და სი­ძულ­ვი­ლის ენის არ­დაგ­მო­ბით, მმარ­თვე­ლი პარ­ტია ძა­ლა­დო­ბას ახა­ლი­სებს და მის ყვე­ლა შე­დეგ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას იღებს.

"სა­გან­გა­შოა ის რე­ა­ლო­ბა, რომ ეს კონ­ტრაქ­ცია არა მხო­ლოდ მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის გარ­კვე­უ­ლი გან­შტო­ე­ბე­ბის მხრი­დან, არა­მედ მოქ­მე­დი დე­პუ­ტა­ტე­ბის­გა­ნაც წა­ქე­ზე­ბუ­ლი, აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი და ღიად მხარ­და­ჭე­რი­ლი იყო. ამ­დე­ნად, რა ფასი უნდა ჰქონ­დეს თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რი­სა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის სას­წრა­ფოდ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბებს, რომ­ლე­ბიც გვარ­წმუ­ნე­ბენ, რომ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებს იცა­ვენ? ჩემი მარ­ჯვე­ნა ხელი ერთს ამ­ბობს და მარ­ცხე­ნა სხვა რა­მეს აკე­თებს. რე­ა­ლუ­რად, ამ კონ­ტრაქ­ცი­ე­ბის წა­ქე­ზე­ბი­თა და სი­ძულ­ვი­ლის ენის არ­დაგ­მო­ბით, მმარ­თვე­ლი პარ­ტია ძა­ლა­დო­ბას ახა­ლი­სებს და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას იღებს ყვე­ლა შე­დეგ­ზე.

მინ­და დღეს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მო­ვუ­წო­დო, რომ აღ­კვე­თოს ყვე­ლა­ნა­ი­რი ძა­ლა­დობ­რი­ვი ქმე­დე­ბა. ეს მისი მო­ვა­ლე­ო­ბაა და ამას სა­მარ­თლის დაც­ვა ჰქვია. მმარ­თველ გუნდს კი მო­ვუ­წო­დებ, რომ სი­ძულ­ვი­ლის ენი­სა და და­პი­რის­პი­რე­ბის წა­ქე­ზე­ბა შე­წყვი­ტოს. ეს მარ­ტი­ვად ხდე­ბა იმ მე­სი­ჯ­ბოქ­სე­ბით, რომ­ლე­ბიც სრუ­ლი­ად გა­კონ­ტრო­ლე­ბუ­ლია“, - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ დღეს „პრა­იდ ფეს­ტი­ვა­ლის“ მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ებ­მა პო­ლი­ცი­ის კორ­დო­ნი გა­არ­ღვი­ეს და ლი­სის ტბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­იჭრ­ნენ, სა­დაც „პრა­იდ ფეს­ტი­ვა­ლი“ უნდა გა­მარ­თუ­ლი­ყო. აღ­ნიშ­ნულს პო­ლი­ცი­ა­სა და აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა რამ­დენ­ჯერ­მე მოჰ­ყვა. პრა­ი­დის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ებს ფეს­ტი­ვა­ლის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ად­გილ­ზე არ დახ­ვდათ, რად­გან ისი­ნი ტე­რი­ტო­რი­ი­დან ევა­კუ­ა­ცი­ის გზით გა­იყ­ვა­ნეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლი­სის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რამ­დე­ნი­მე პირი და­ა­კა­ვეს.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 51 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალბო
1

სალო, ქალო წადი რაა საფრანგეთში, შენ არც ქართველი ხარ და არც საქართველოს პრეზიდენტი, შენ ხარ აგენტი,, სა,,, ,ბო,,

სოსო
2

ჩვენ არ ვართ მოწოდების სიმაღლეზე, თორემ დიდი ხნის უკან უნდა გადაგვეყენებია პრინცესა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"კონტრაქციების წაქეზებით მმართველი პარტია ძალადობას ახალისებს... რა ფასი უნდა ჰქონდეს პარლამენტის თავმჯდომარისა და სხვა პირების სასწრაფოდ გაკეთებულ განცხადებებს?" - პრეზიდენტი

"კონტრაქციების წაქეზებით მმართველი პარტია ძალადობას ახალისებს... რა ფასი უნდა ჰქონდეს პარლამენტის თავმჯდომარისა და სხვა პირების სასწრაფოდ გაკეთებულ განცხადებებს?" - პრეზიდენტი

ჩემი მარჯვენა ხელი ერთს ამბობს და მარცხენა სხვა რამეს აკეთებს. რა ფასი უნდა ჰქონდეს თანამდებობის პირების სასწრაფოდ გაკეთებულ განცხადებებს?, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

ამით ის პრაიდის ღონისძიების ჩაშლას და ამ ფაქტთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენლების კომენტარებს გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, კონტრაქცია არა მხოლოდ მმართველი პარტიის გარკვეული განშტოებების მხრიდან, არამედ მოქმედი დეპუტატებისგანაც წაქეზებული, აპრობირებული და ღიად მხარდაჭერილი იყო.

მისივე თქმით, კონტრაქციების წაქეზებითა და სიძულვილის ენის არდაგმობით, მმართველი პარტია ძალადობას ახალისებს და მის ყველა შედეგზე პასუხისმგებლობას იღებს.

"საგანგაშოა ის რეალობა, რომ ეს კონტრაქცია არა მხოლოდ მმართველი პარტიის გარკვეული განშტოებების მხრიდან, არამედ მოქმედი დეპუტატებისგანაც წაქეზებული, აპრობირებული და ღიად მხარდაჭერილი იყო. ამდენად, რა ფასი უნდა ჰქონდეს თანამდებობის პირების, პარლამენტის თავმჯდომარისა და ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სასწრაფოდ გაკეთებულ განცხადებებს, რომლებიც გვარწმუნებენ, რომ ადამიანის უფლებებს იცავენ? ჩემი მარჯვენა ხელი ერთს ამბობს და მარცხენა სხვა რამეს აკეთებს. რეალურად, ამ კონტრაქციების წაქეზებითა და სიძულვილის ენის არდაგმობით, მმართველი პარტია ძალადობას ახალისებს და პასუხისმგებლობას იღებს ყველა შედეგზე.

მინდა დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოვუწოდო, რომ აღკვეთოს ყველანაირი ძალადობრივი ქმედება. ეს მისი მოვალეობაა და ამას სამართლის დაცვა ჰქვია. მმართველ გუნდს კი მოვუწოდებ, რომ სიძულვილის ენისა და დაპირისპირების წაქეზება შეწყვიტოს. ეს მარტივად ხდება იმ მესიჯბოქსებით, რომლებიც სრულიად გაკონტროლებულია“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს „პრაიდ ფესტივალის“ მოწინააღმდეგეებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს და ლისის ტბის ტერიტორიაზე შეიჭრნენ, სადაც „პრაიდ ფესტივალი“ უნდა გამართულიყო. აღნიშნულს პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოჰყვა. პრაიდის მოწინააღმდეგეებს ფესტივალის მონაწილეები ადგილზე არ დახვდათ, რადგან ისინი ტერიტორიიდან ევაკუაციის გზით გაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, ლისის ტერიტორიაზე რამდენიმე პირი დააკავეს.

წაიკითხეთ ასევე: