ავტორი:

"თუ გსურთ, აქ უფრო მძიმე პროცესები არ იხილოთ, გაეცით განკარგულება და გააუქმეთ ეს "სოდომ-გომორი" - ვატო შაქარაშვილი ხელისუფლებას

"თუ გსურთ, აქ უფრო მძიმე პროცესები არ იხილოთ, გაეცით განკარგულება და გააუქმეთ ეს "სოდომ-გომორი" - ვატო შაქარაშვილი ხელისუფლებას

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შსს-ს, გასცეს განკარგულება და უთხრას ამ პროვოკაციის ავტორებს, თუ სურთ, რომ აქ უფრო მძიმე პროცესები არ ვიხილოთ, გააუქმონ ეს „სოდომ-გომორი“ ლისის ტბაზე, - ამის შესახებ „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელმა ვატო შაქარიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, დღეს განვითარებულ პროცესებზე პასუხისმგებლობა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, საქართველოს პრეზიდენტს და „უცხოელ აგენტებს“ დაეკისრებათ.

"ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ კარგად დაგეგმილი სპეცოპერაცია, პროვოკაცია, რომელიც არის დაგეგმილი ჩვენი ქვეყნის გარეთ და ამაზე მუშაობს მთელი აგენტურული ქსელი, დაწყებული პრეზიდენტით, რომელმაც დღეს ლგბტ პრაიდის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა.

მინდა მოვუწოდო ყველას, მათ შორის, ხელისუფლებას, ეს ხალხი, ათი ათასობით ადამიანი, არის მტკიცე, არის ერთიანი, არის მშვიდობიანი, არ აპირებს უკან დახევას და პოზიცია, რომ საქართველოში ლგბტ “პრაიდ ფესტივალი“ არ ჩატარდება არ გადაიხედება.

ჩვენ ვემორჩილებით და პატივს ვცემთ სამართალდამცავ უწყებებს, არ შევდივართ არანაირ კონფლიქტში, აქ არის ათი ათასობით ადამიანი, ვისაც წინ ვერ აღუდგება ვერავინ. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შსს, გასცეს განკარგულება და უთხრას ამ პროვოკაციის ავტორებს, თუ სურთ, რომ აქ უფრო მძიმე პროცესები არ ვიხილოთ, გააუქმონ ეს “სოდომ-გომორი” ლისის ტბაზე, თბილისელებისთვის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ დასასვენებელ ადგილას და წავიდნენ იქ, სადაც აქამდე ატარებდნენ, ანუ დახურულ სივრცეში. სხვა შემთხვევაში, აქ არის ათი ათასობით ადამიანი და შეუძლებელია ამ ემოციების კონტროლი. ვერავინ ვერ აიღებს პასუხისმგებლობას იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. პასუხისმგებლობა თუ ვინმეს აქვს ასაღები, ეს არის ამერიკის ელჩი, საქართველოს პრეზიდენტი და უცხო ქვეყნების აგენტურა, ჟორიკა რურუას მეთაურობით, რომელმაც დაგეგმა სახელმწიფოს წინააღმდეგ ეს პროვოკაცია“, - განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.

წაიკითხეთ ასევე: