Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა განცხადებას ავრცელებს შსს ბორჯომში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით?
რა განცხადებას ავრცელებს შსს ბორჯომში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით?

პო­ლი­ცი­ამ ბორ­ჯომ­ში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტი ცხელ კვალ­ზე გახ­სნა. უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლია ერთი პირი. რაც შე­ე­ხე­ბა მომ­ხდარს, რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, მკვლე­ლო­ბას წინ ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბა უძღო­და.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 2006 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი თ.ბ. გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

და­ნა­შა­უ­ლი 10-დან 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა მიმ­დი­ნა­რე წლის 8 ივ­ლისს, ბორ­ჯო­მის ცენ­ტრა­ლურ პარკში ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, 2000 წელს და­ბა­დე­ბულ დ.ხ.-ს, ცივი ია­რა­ღით სხე­ულ­ზე რამ­დე­ნი­მე ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა. დაჭ­რი­ლი მა­მა­კა­ცი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

პო­ლი­ცი­ამ, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი თ.ბ. ცხელ კვალ­ზე, შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე და­ა­კა­ვა. და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი ამო­ღე­ბუ­ლია ნივთმტკი­ცე­ბის სა­ხით. გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს" - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ცნო­ბის­თვის, მოკ­ლუ­ლი 24 წლის ახალ­გაზ­რდა ბორ­ჯო­მე­ლი დათო ხა­ჩი­ძეა.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სამწუხარო რეალობა
16

ვაკელი არ არის ამიტომ გაგბით მოკიდება პლებსი ჯამბაზების ქვეყანაა

!!!
3

მკვლელობაზე -უვდო თავისუფლების აღკვეთა და არავითარი შეყალება უნდა დაწესდეს. ასეთი მსუბუქი სასჯელით თუ გაგარძელდა, მალე ამოვწყედებით. სრულიად მარტივად ბედავენ ადამიანებისა და ცხოველების მოკვლას.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

რა განცხადებას ავრცელებს შსს ბორჯომში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით?

რა განცხადებას ავრცელებს შსს ბორჯომში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით?

პოლიციამ ბორჯომში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. უწყების ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი. რაც შეეხება მომხდარს, როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2006 წელს დაბადებული თ.ბ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 8 ივლისს, ბორჯომის ცენტრალურ პარკში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 2000 წელს დაბადებულ დ.ხ.-ს, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული თ.ბ. ცხელ კვალზე, შემთხვევის ადგილზე დააკავა. დანაშაულის ჩადენის იარაღი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს" - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, მოკლული 24 წლის ახალგაზრდა ბორჯომელი დათო ხაჩიძეა.

წაიკითხეთ ასევე: