საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი

4

აგვისტო

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 19:02-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ულამაზესი ნანი, აზერბაიჯანელი ემინი და ბუბა - "ყვავილების ქვეყანა" და კლიპი, რომლის გადაღებასაც სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია (ვიდეო)
ულამაზესი ნანი, აზერბაიჯანელი ემინი და ბუბა - "ყვავილების ქვეყანა" და კლიპი, რომლის გადაღებასაც სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია (ვიდეო)

"იუ­თუბ­ზე" გა­მოჩ­ნდა ლე­გენ­და­რუ­ლი ქარ­თვე­ლი მომ­ღერ­ლის ნანი ბრეგ­ვა­ძი­სა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი მუ­სი­კო­სის ემი­ნის მუ­სი­კა­ლუ­რი კლი­პი, რო­მელ­შიც ცნო­ბილ ქარ­თულ სიმ­ღე­რას "ყვა­ვი­ლე­ბის ქვე­ყა­ნა" ას­რუ­ლე­ბენ. კლი­პის რე­ჟი­სო­რი ზაზა ორაშ­ვი­ლია. მას­ში 86 წლის ნანი ბრეგ­ვა­ძე შე­უ­და­რებ­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. კლი­პის მი­წუ­რულს ის­მის ბუბა კი­კა­ბი­ძის ხმაც. კლი­პი გა­მოქ­ვეყ­ნდა ემი­ნის ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე წარ­წე­რით: "ეძღვნე­ბა ვახ­ტანგ კი­კა­ბი­ძის ხსოვ­ნას".

სა­ქარ­თვე­ლო­ში კლი­პის გა­და­ღე­ბებს ხმა­უ­რის გა­რე­შე არ ჩა­უვ­ლია, გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ნანი თით­ქოს რუს მომ­ღე­რალ­თან წერ­და სიმ­ღე­რას.

ამის თა­ო­ბა­ზე ამ ცოტა ხნის წინ ნანი ბერგვა­ძემ ambebi.ge - სთან ისა­უბ­რა:

"ეს კლი­პი ბუ­ბას და ემინს უნდა ჩა­ე­წე­რათ. რო­დე­საც ბუბა ცო­ცხა­ლი იყო, ემინ­მა გა­მოთ­ქვა სურ­ვი­ლი, კლი­პი გა­და­ე­ღოთ "ყვა­ვი­ლე­ბის ქვე­ყა­ნა­ზე.“ ის არის შე­სა­ნიშ­ნა­ვი ადა­მი­ა­ნი და მე­გობ­რობ­დნენ. რო­დე­საც ბუბა გარ­და­იც­ვა­ლა, გა­გიჟ­და კი­ნა­ღამ. მერე მო­ი­ფიქ­რეს, რომ ბუ­ბაც იქ­ნე­ბა ჩარ­თუ­ლი, ადრე გა­და­ღე­ბუ­ლი კად­რე­ბით და დუ­ეტს ჩემ­თან ჩა­წერს. მე ვი­წყებ, მერე ემი­ნი მღე­რის, მერე მე და ემი­ნი და ამის შემ­დეგ ბუბა შე­მო­დის. აქ არა­ფე­რი არ არის ისე­თი, ყვე­ლა ცნო­ბილ მომ­ღე­რალს აქვს დუ­ე­ტის ჩა­წე­რის სურ­ვი­ლი.

- ემი­ნი არის აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი შემ­სრუ­ლე­ბე­ლი და არა რუსი, რო­გორც გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია.

- არა, რა თქმა უნდა, ის აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლია. ეგ კი არა, მა­გას უნ­დო­და, რომ რუ­სუ­ლად ემ­ღე­რა თარ­გმა­ნი და ბუ­ბამ ამა­ზე კა­ტე­გო­რი­უ­ლი უარი უთხრა. ამი­ტომ თა­ვა­დაც ქარ­თუ­ლად მღე­რის. რას ჰქვია დავ­თან­ხმდი, დავ­თან­ხმდე­ბო­დი, აბა, რა.

- ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ხართ გარ­დე­ნი­ა­ში გა­და­ღე­ბულ კად­რებ­ში.

- ძა­ლი­ან და­ვი­ღა­ლე გა­და­ღე­ბებ­ზე. დი­ლის 12 სა­ათ­ზე რომ მი­ვე­დი, ღა­მის 11 სა­ა­თამ­დე გაგ­რძელ­და გა­და­ღე­ბე­ბი...

რო­გორ ვი­ტყო­დი უარს, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი ჩვე­ნი მე­გო­ბა­რი ქვე­ყა­ნაა. შე­სა­ნიშ­ნა­ვი ბი­ჭია, ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო მოს­კოვ­ში და ახლა აზერ­ბა­ი­ჯან­ში მოღ­ვა­წე­ობს. კარ­გი გაზ­რდი­ლი ადა­მი­ა­ნია. ძა­ლი­ან კარ­გად მღე­რის ქარ­თუ­ლად და ინ­გლი­სუ­რად. და­წყნარ­დეს ყვე­ლა, რუსი არ არის და არც რუ­სუ­ლად ვმღე­რით, ემი­ნიც მშვე­ნი­ე­რი ქარ­თუ­ლით მღე­რის". წა­ი­კი­თხეთ სტა­ტია სრუ­ლად

იხი­ლეთ ასე­ვე:

ნა­ხეთ კლი­პი

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლანა
6

ძალიან მიყვარს ნანი, მაგრამ უკვე ის ხმა აღარ აქვს... ამიტომ, აჯობებდა ამ კლიპში ეკა მამალაძეს ემღერა.

.
9

იმას ზედმეტად აწკიპული წარბები, ამას კი ზედმეტად სევდიანი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მზია ამაღლობელი საკუთარ სისხლის სამართლის საქმეზე დღეს, 4 აგვისტოს დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს
ავტორი:

ულამაზესი ნანი, აზერბაიჯანელი ემინი და ბუბა - "ყვავილების ქვეყანა" და კლიპი, რომლის გადაღებასაც სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია (ვიდეო)

ულამაზესი ნანი, აზერბაიჯანელი ემინი და ბუბა - "ყვავილების ქვეყანა" და კლიპი, რომლის გადაღებასაც სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია (ვიდეო)

"იუთუბზე" გამოჩნდა ლეგენდარული ქართველი მომღერლის ნანი ბრეგვაძისა და აზერბაიჯანელი მუსიკოსის ემინის მუსიკალური კლიპი, რომელშიც ცნობილ ქართულ სიმღერას "ყვავილების ქვეყანა" ასრულებენ. კლიპის რეჟისორი ზაზა ორაშვილია. მასში 86 წლის ნანი ბრეგვაძე შეუდარებლად გამოიყურება. კლიპის მიწურულს ისმის ბუბა კიკაბიძის ხმაც. კლიპი გამოქვეყნდა ემინის ოფიციალურ გვერდზე წარწერით: "ეძღვნება ვახტანგ კიკაბიძის ხსოვნას".

საქართველოში კლიპის გადაღებებს ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნანი თითქოს რუს მომღერალთან წერდა სიმღერას.

ამის თაობაზე ამ ცოტა ხნის წინ ნანი ბერგვაძემ ambebi.ge - სთან ისაუბრა:

"ეს კლიპი ბუბას და ემინს უნდა ჩაეწერათ. როდესაც ბუბა ცოცხალი იყო, ემინმა გამოთქვა სურვილი, კლიპი გადაეღოთ "ყვავილების ქვეყანაზე.“ ის არის შესანიშნავი ადამიანი და მეგობრობდნენ. როდესაც ბუბა გარდაიცვალა, გაგიჟდა კინაღამ. მერე მოიფიქრეს, რომ ბუბაც იქნება ჩართული, ადრე გადაღებული კადრებით და დუეტს ჩემთან ჩაწერს. მე ვიწყებ, მერე ემინი მღერის, მერე მე და ემინი და ამის შემდეგ ბუბა შემოდის. აქ არაფერი არ არის ისეთი, ყველა ცნობილ მომღერალს აქვს დუეტის ჩაწერის სურვილი.

- ემინი არის აზერბაიჯანელი შემსრულებელი და არა რუსი, როგორც გავრცელდა ინფორმაცია.

- არა, რა თქმა უნდა, ის აზერბაიჯანელია. ეგ კი არა, მაგას უნდოდა, რომ რუსულად ემღერა თარგმანი და ბუბამ ამაზე კატეგორიული უარი უთხრა. ამიტომ თავადაც ქართულად მღერის. რას ჰქვია დავთანხმდი, დავთანხმდებოდი, აბა, რა.

- ძალიან ლამაზი ხართ გარდენიაში გადაღებულ კადრებში.

- ძალიან დავიღალე გადაღებებზე. დილის 12 საათზე რომ მივედი, ღამის 11 საათამდე გაგრძელდა გადაღებები...

როგორ ვიტყოდი უარს, აზერბაიჯანი ჩვენი მეგობარი ქვეყანაა. შესანიშნავი ბიჭია, ძალიან პოპულარული იყო მოსკოვში და ახლა აზერბაიჯანში მოღვაწეობს. კარგი გაზრდილი ადამიანია. ძალიან კარგად მღერის ქართულად და ინგლისურად. დაწყნარდეს ყველა, რუსი არ არის და არც რუსულად ვმღერით, ემინიც მშვენიერი ქართულით მღერის". წაიკითხეთ სტატია სრულად

იხილეთ ასევე:

ნახეთ კლიპი