მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შინაგან საქმეთა სამინისტრო მიიღებს ყველა შესაბამის ზომას, რათა უზრუნველყოს ღონისძიების უსაფრთხოდ ჩატარება" - შსს "პრაიდის ფესტივალზე“
"შინაგან საქმეთა სამინისტრო მიიღებს ყველა შესაბამის ზომას, რათა უზრუნველყოს ღონისძიების უსაფრთხოდ ჩატარება" - შსს "პრაიდის ფესტივალზე“

შსს "თბი­ლი­სი პრა­ი­დის“ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით უწყე­ბის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო მი­ი­ღებს ყვე­ლა შე­სა­ბა­მის ზო­მას, რათა უზ­რუნ­ველ­ყოს 8 ივ­ნისს "თბი­ლი­სი პრა­ი­დის“ მიერ და­გეგ­მი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის უსაფრ­თხო ფორ­მატ­ში ჩა­ტა­რე­ბა, აგ­რეთ­ვე, თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის გა­მო­ხატ­ვი­სა და შეკ­რე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბის დაც­ვა, რო­მე­ლიც არ გას­ცდე­ბა კა­ნო­ნით და­საშ­ვებ ფარ­გლებს, - ამის შე­სა­ხებ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, 8 ივ­ლისს და­გეგ­მი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის მშვიდ ვი­თა­რე­ბა­ში ჩა­ტა­რე­ბის მიზ­ნით, პო­ლი­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სი და­ნა­ყო­ფე­ბი მო­ბი­ლი­ზე­ბულ­ნი იქ­ნე­ბი­ან ყვე­ლა სა­ჭი­რო ლო­კა­ცი­ა­ზე და კომ­პე­ტენ­ცი­ის ფარ­გლებ­ში და­ი­ცა­ვენ მარ­თლწეს­რიგს და უსაფრ­თხო­ე­ბას.

"გვსურს, სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ვა­წო­დოთ ინ­ფორ­მა­ცია "თბი­ლი­სი პრა­ი­დის“ ორ­გა­ნი­ზე­ბით უკვე გა­მარ­თულ და და­გეგ­მილ და­ხუ­რულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­სა­ხებ.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით, გა­ე­როს, სხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტის, ასე­ვე, დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, შეკ­რე­ბე­ბის უსაფრ­თხო გა­რე­მო­ში ჩა­ტა­რე­ბის მიზ­ნით, რამ­დე­ნი­მე სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რა გა­ი­მარ­თა.

მიმ­დი­ნა­რე წლის 2 და 6 ივ­ლისს, 2 და­ხუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა მშვიდ ვი­თა­რე­ბა­ში ჩა­ტარ­და.

8 ივ­ლისს კონ­კრე­ტულ ლო­კა­ცი­ა­ზე, შე­მო­სა­ზღვრულ ად­გი­ლას, და­გეგ­მი­ლი და­ხუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის უსაფრ­თხო გა­რე­მო­ში ჩა­ტა­რე­ბის მიზ­ნით, სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში არი­ან შეკ­რე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­თან.

აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ხუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის მშვიდ ვი­თა­რე­ბა­ში ჩა­ტა­რე­ბის მიზ­ნით, პო­ლი­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სი და­ნა­ყო­ფე­ბი მო­ბი­ლი­ზე­ბულ­ნი იქ­ნე­ბი­ან ყვე­ლა სა­ჭი­რო ლო­კა­ცი­ა­ზე და კომ­პე­ტენ­ცი­ის ფარ­გლებ­ში და­ი­ცა­ვენ მარ­თლწეს­რიგს და უსაფრ­თხო­ე­ბას.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო მი­ი­ღებს ყვე­ლა შე­სა­ბა­მის ზო­მას, რათა უზ­რუნ­ველ­ყოს ღო­ნის­ძი­ე­ბის უსაფრ­თხო ფორ­მატ­ში ჩა­ტა­რე­ბა, აგ­რეთ­ვე, თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის გა­მო­ხატ­ვი­სა და შეკ­რე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბის დაც­ვა, რო­მე­ლიც არ გას­ცდე­ბა კა­ნო­ნით და­საშ­ვებ ფარ­გლებს.

გარ­და ამი­სა, მა­სობ­რი­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ადა­მი­ა­ნე­ბის რამ­დე­ნი­მე ჯგუ­ფი თბი­ლის­ში, კონ­კრე­ტულ ლო­კა­ცი­ა­ზე გეგ­მავს შეკ­რე­ბას, ღო­ნის­ძი­ე­ბის ად­გილ­ზე მის­ვლას და კონ­ტრაქ­ცი­ის გა­მარ­თვას.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო მო­უ­წო­დებს კონ­ტრაქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს და მო­ნა­წი­ლე­ებს, და­იც­ვან კა­ნო­ნი, და­ე­მორ­ჩი­ლონ პო­ლი­ცი­ის კა­ნო­ნი­ერ მო­თხოვ­ნებს და არ გას­ცდნენ კა­ნო­ნით და­საშ­ვებ შეკ­რე­ბი­სა და მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ის უფ­ლე­ბით სარ­გებ­ლო­ბის ფარ­გლებს, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, პო­ლი­ცია იმოქ­მე­დებს სა­კუ­თა­რი მან­და­ტის შე­სა­ბა­მი­სად.

ასე­ვე, მო­ვუ­წო­დებთ ღო­ნის­ძი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბი­სა და კონ­ტრაქ­ცი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მო­მუ­შა­ვე მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს, კო­ორ­დი­ნა­ცი­ა­ში იყ­ვნენ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სტრა­ტე­გი­უ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­თან და გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ ად­გილ­ზე მყო­ფი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მი­თი­თე­ბე­ბი,“ - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"შინაგან საქმეთა სამინისტრო მიიღებს ყველა შესაბამის ზომას, რათა უზრუნველყოს ღონისძიების უსაფრთხოდ ჩატარება" - შსს "პრაიდის ფესტივალზე“

"შინაგან საქმეთა სამინისტრო მიიღებს ყველა შესაბამის ზომას, რათა უზრუნველყოს ღონისძიების უსაფრთხოდ ჩატარება" - შსს "პრაიდის ფესტივალზე“

შსს "თბილისი პრაიდის“ ღონისძიებებთან დაკავშირებით უწყების მიერ განხორციელებული პრევენციული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო მიიღებს ყველა შესაბამის ზომას, რათა უზრუნველყოს 8 ივნისს "თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილი ღონისძიების უსაფრთხო ფორმატში ჩატარება, აგრეთვე, თითოეული ადამიანის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვა, რომელიც არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

სამინისტროს ცნობით, 8 ივლისს დაგეგმილი ღონისძიების მშვიდ ვითარებაში ჩატარების მიზნით, პოლიციის შესაბამისი დანაყოფები მობილიზებულნი იქნებიან ყველა საჭირო ლოკაციაზე და კომპეტენციის ფარგლებში დაიცავენ მართლწესრიგს და უსაფრთხოებას.

"გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია "თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით უკვე გამართულ და დაგეგმილ დახურულ ღონისძიებებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული პრევენციული ღონისძიებების შესახებ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების ჩართულობით, გაეროს, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის, ასევე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მონაწილეობით, შეკრებების უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით, რამდენიმე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

მიმდინარე წლის 2 და 6 ივლისს, 2 დახურული ღონისძიება მშვიდ ვითარებაში ჩატარდა.

8 ივლისს კონკრეტულ ლოკაციაზე, შემოსაზღვრულ ადგილას, დაგეგმილი დახურული ღონისძიების უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით, სამინისტროს წარმომადგენლები კომუნიკაციაში არიან შეკრების ორგანიზატორებთან.

აღნიშნული დახურული ღონისძიების მშვიდ ვითარებაში ჩატარების მიზნით, პოლიციის შესაბამისი დანაყოფები მობილიზებულნი იქნებიან ყველა საჭირო ლოკაციაზე და კომპეტენციის ფარგლებში დაიცავენ მართლწესრიგს და უსაფრთხოებას.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მიიღებს ყველა შესაბამის ზომას, რათა უზრუნველყოს ღონისძიების უსაფრთხო ფორმატში ჩატარება, აგრეთვე, თითოეული ადამიანის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვა, რომელიც არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს.

გარდა ამისა, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ ადამიანების რამდენიმე ჯგუფი თბილისში, კონკრეტულ ლოკაციაზე გეგმავს შეკრებას, ღონისძიების ადგილზე მისვლას და კონტრაქციის გამართვას.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს კონტრაქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, დაიცვან კანონი, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და არ გასცდნენ კანონით დასაშვებ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით სარგებლობის ფარგლებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის შესაბამისად.

ასევე, მოვუწოდებთ ღონისძიების ჩატარებისა და კონტრაქციის ტერიტორიაზე მომუშავე მედიის წარმომადგენლებს, კოორდინაციაში იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის თანამშრომლებთან და გაითვალისწინონ ადგილზე მყოფი სამართალდამცველების მითითებები,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

იხილეთ ასევე: