ავტორი:

საქართველოში ამინდი შეიცვლება - სად და რა პერიოდშია მოსალოდნელი წვიმა: უახლოესი დღეების პროგნოზი

საქართველოში ამინდი შეიცვლება - სად და რა პერიოდშია მოსალოდნელი წვიმა: უახლოესი დღეების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8 ივლისის ღამიდან -12 ივლისის დილამდე საქართველოში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი.

როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ქვეყნის მასშტაბით, ზოგიერთ რაიონებში, 8 ივლისის ღამიდან 12 ივლისის დილამდე ძლიერი წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში კი სეტყვა.

"9-12 ივლისს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმი. მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.