საქართველოში ორმა უმსხვილესმა ბანკმა - "თიბისიმ“ და "საქართველოს ბანკმა“ ორგანიზაცია ალტ-ინფოს ანგარიშები დაუბლოკეს.
"ბიზნესპრესნიუსი" ორივე ბანკს დაუკავშირდა, სადაც ამბობენ, რომ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ სურთ.
თავად ალტ-ინფოს წარმომადგენლები სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ, თუმცა ორგანიზაციის წევრები ფაქტს სოციალურ ქსელში ადასტურებენ.
"პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც გააჩნია ქრისტიანი საზოგადოების უზარმაზარი მხარდაჭერა და ლეგიტიმაცია "ალტ-ინფო" და "კონსერვატიული მოძრაობა" 2 ბანკი - საქართველოს ბანკი და TBC ბანკი აუქმებს მათ ანგარიშებს!!!
ეს არის სისტემის ფართხალი უკვე!!!
წარმოიდგინეთ ახლა "ციფრული ფული" რომ იყოს მარტო ქვეყანაში", - წერს ალტ-ინფოს ერთ-ერთი წევრი.
ეგ ბანკები საქართველოსი არაა საქართველოს მტრებისაა ყველამ გამოიტანეთ ფული ამ ბანკებიდან
ძალიანაც კარგი. საქართველოს მიწა ფეხქვეშ უნდა ექვოდეთ ამ ალტ-ინფოს ნაძირლებს.