საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ ვიცი, ვინ იყო დაინტერესებული, მაგრამ ვიცი, ზოგადად ვის აწყობს არეულობა საქართველოში და ქართულ ეკლესიაში..." - მეუფე გრიგოლი მეუფე შიოზე
"არ ვიცი, ვინ იყო დაინტერესებული, მაგრამ ვიცი, ზოგადად ვის აწყობს არეულობა საქართველოში და ქართულ ეკლესიაში..." - მეუფე გრიგოლი მეუფე შიოზე

მო­წამ­ვლის თემა ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რად გახ­შირ­და და გე­ტყვით, რომ ყვე­ლა­ზე დიდი სა­წამ­ლა­ვი არის სი­ტყვა ადა­მი­ა­ნი­სა, რო­მე­ლიც ბო­რო­ტე­ბით არის აღვსი­ლი, - ამის შე­სა­ხებ ფო­თი­სა და ხო­ბის მიტ­რო­პო­ლიტ­მა, მე­უ­ფე გრი­გოლ­მა იო­ა­ნე ნათ­ლის­მცემ­ლის სა­ხე­ლო­ბის ტა­ძარ­ში, სა­დღე­სას­წა­უ­ლო ლოც­ვის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, პატ­რი­არ­ქის თა­ნა­მო­საყ­დრის, მე­უ­ფე შიოს ირ­გვლივ არ­სე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­მო­ძი­ე­ბა გა­მო­იკ­ვლევს.

"მე დღე­საც არ მჯე­რა იმ ამ­ბის, სა­ნამ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი არ იქ­ნე­ბა კვა­ლი­ფი­ცი­უ­რად. იმი­ტომ, რომ ახლა ეს მო­წამ­ვლის თე­მე­ბი ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რად გახ­შირ­და და მე გე­ტყვით, რომ ყვე­ლა­ზე დიდი სა­წამ­ლა­ვი, ჩემო ძვირ­ფა­სე­ბო, არის სი­ტყვა ადა­მი­ა­ნი­სა, რო­მე­ლიც ბო­რო­ტე­ბით არის აღვსი­ლი და რო­მე­ლიც ვერ აკონ­ტრო­ლებს თა­ვის სი­ტყვას, მინ­და ეს იცო­დეთ - ყვე­ლა­ნა­ირ და­რიშ­ხან­ზე, ყვე­ლა­ნა­ირ ცი­ა­ნიდ­ზე, ყვე­ლა უბე­დუ­რე­ბა­ზე, თა­ნა­მედ­რო­ვე სა­წამ­ლა­ვებ­ზე მძი­მეა.

მე თხოვ­ნა მაქვს, ამას ვთხოვ ჩვენს მრევლს, სუ­ლი­ერ შვი­ლებს, რომ ნუ მოვ­წამ­ლავთ ერ­თმა­ნეთს, ნუ მოვხსნით აღ­ვირს ამ ენას და მო­ვუფრ­თხილ­დეთ ერ­თმა­ნეთს. მაგ საქ­მეს სჭირ­დე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა. იმე­დი მაქვს, რომ თუ ამ დო­ნე­ზეა ეს სა­კი­თხი და გა­მო­ძი­ე­ბა წა­რი­მარ­თე­ბა, გა­მო­ძი­ე­ბა გა­მო­იკ­ვლევს ამას,“ - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე გრი­გოლ­მა.

ფო­თი­სა და ხო­ბის ეპარ­ქი­ის მმარ­თველ­მა კი­თხვა­ზე, ვის შე­იძ­ლე­ბა მე­უ­ფე შიო მო­ე­წამ­ლა, მიტ­რო­პო­ლიტ­მა აღ­ნიშ­ნა: "ვინც ამით იყო და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი“.

"ეს იქ­ნე­ბო­და ის, ვინც ამით იქ­ნე­ბო­და და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი და მე არ ვიცი, ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია ასე­თი ვინ­მე, მაგ­რამ ზო­გა­დად ვის აწყობს არე­უ­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში და ვის აწყობს არე­უ­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ა­ში, ეს მე ნამ­დვი­ლად ვიცი - ჩვე­ნი ჩრდი­ლო­ე­ლი მე­ზო­ბე­ლი.

ჩემი მხრი­დან სე­რი­ო­ზუ­ლი არ არის ვი­სა­უბ­როთ ვა­რა­უ­დებ­ზე, ჭო­რებ­ზე და ფან­ტა­ზი­ებ­ზე. სა­ერ­თოდ უშ­ნოდ არის ატე­ხი­ლი ამ­ბა­ვი ამ თე­მის ირ­გვლივ, მე ასე მგო­ნია. ეს არ არის სა­სარ­გებ­ლო ეკ­ლე­სი­ის­თვის, ზო­გა­დად ეს თემა უკვე ზი­ა­ნის შემ­ქმნე­ლია, არა თუ ვინ­მეს­თვის სარ­გებ­ლის მომ­ტა­ნი“, - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე გრი­გოლ­მა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინუცა
2

უფსკრულის პირას ვდგავართ და არავის ადარდებს. ხალხი ამ თემაზე სოცქსელებში მარტო ღლიცინებს. საბჭოთა კავშირის დროს უფრო მორწმუნე და ქრისტიანი იყო ხალხი. 

სიმართლე
9

აი შენისთანებისგან ნამდვილას გასაწმენდია გრიგოლ დღევანდელი ეკლესია !!! მაგარამ შენ პეტრეზე ჭკვიანი და ცბიერი გამოდექი 

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
ავტორი:

"არ ვიცი, ვინ იყო დაინტერესებული, მაგრამ ვიცი, ზოგადად ვის აწყობს არეულობა საქართველოში და ქართულ ეკლესიაში..." - მეუფე გრიგოლი მეუფე შიოზე

"არ ვიცი, ვინ იყო დაინტერესებული, მაგრამ ვიცი, ზოგადად ვის აწყობს არეულობა საქართველოში და ქართულ ეკლესიაში..." - მეუფე გრიგოლი მეუფე შიოზე

მოწამვლის თემა ძალიან უცნაურად გახშირდა და გეტყვით, რომ ყველაზე დიდი საწამლავი არის სიტყვა ადამიანისა, რომელიც ბოროტებით არის აღვსილი, - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში, სადღესასწაულო ლოცვის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, პატრიარქის თანამოსაყდრის, მეუფე შიოს ირგვლივ არსებულ ინფორმაციას გამოძიება გამოიკვლევს.

"მე დღესაც არ მჯერა იმ ამბის, სანამ დადასტურებული არ იქნება კვალიფიციურად. იმიტომ, რომ ახლა ეს მოწამვლის თემები ძალიან უცნაურად გახშირდა და მე გეტყვით, რომ ყველაზე დიდი საწამლავი, ჩემო ძვირფასებო, არის სიტყვა ადამიანისა, რომელიც ბოროტებით არის აღვსილი და რომელიც ვერ აკონტროლებს თავის სიტყვას, მინდა ეს იცოდეთ - ყველანაირ დარიშხანზე, ყველანაირ ციანიდზე, ყველა უბედურებაზე, თანამედროვე საწამლავებზე მძიმეა.

მე თხოვნა მაქვს, ამას ვთხოვ ჩვენს მრევლს, სულიერ შვილებს, რომ ნუ მოვწამლავთ ერთმანეთს, ნუ მოვხსნით აღვირს ამ ენას და მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს. მაგ საქმეს სჭირდება გამოძიება. იმედი მაქვს, რომ თუ ამ დონეზეა ეს საკითხი და გამოძიება წარიმართება, გამოძიება გამოიკვლევს ამას,“ - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

ფოთისა და ხობის ეპარქიის მმართველმა კითხვაზე, ვის შეიძლება მეუფე შიო მოეწამლა, მიტროპოლიტმა აღნიშნა: "ვინც ამით იყო დაინტერესებული“.

"ეს იქნებოდა ის, ვინც ამით იქნებოდა დაინტერესებული და მე არ ვიცი, ვერ წარმომიდგენია ასეთი ვინმე, მაგრამ ზოგადად ვის აწყობს არეულობა საქართველოში და ვის აწყობს არეულობა საქართველოს ეკლესიაში, ეს მე ნამდვილად ვიცი - ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი.

ჩემი მხრიდან სერიოზული არ არის ვისაუბროთ ვარაუდებზე, ჭორებზე და ფანტაზიებზე. საერთოდ უშნოდ არის ატეხილი ამბავი ამ თემის ირგვლივ, მე ასე მგონია. ეს არ არის სასარგებლო ეკლესიისთვის, ზოგადად ეს თემა უკვე ზიანის შემქმნელია, არა თუ ვინმესთვის სარგებლის მომტანი“, - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.