ავტორი:

“საბანაოდ იყვნენ მდინარეზე, როდესაც დააკავეს... ერთ-ერთმა თავს გაქცევით უშველა" - რას ჰყვებიან თანასოფლელები საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებზე

“საბანაოდ იყვნენ მდინარეზე, როდესაც დააკავეს... ერთ-ერთმა თავს გაქცევით უშველა" - რას ჰყვებიან თანასოფლელები საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებზე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის ალექსი ბატიაშვილის განცხადებით, დღეს დილით საოკუპაციო ძალებმა საქართველოს 6 მოქალაქე უკანონოდ დააკავეს.

საოკუპაციო ხაზთან მდებარე, სოფელ მეჯვრისხევში ამბობენ, რომ ოკუპანტებმა ადგილობრივები საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან აიყვანეს.

“საბანაოდ იყვნენ მდინარეზე. როცა დააკავეს, ჩვენს ტერიტორიაზე იყვნენ, ე.წ. საზღვრიდან ალბათ, ნახევარ კილომეტრში”, – უთხრეს რადიო “მოზაიკას” სოფელში.

მეჯვრისხევში ამბობენ, რომ დაკავების პროცესში, ერთ-ერთი ადგილობრივი საოკუპაციო ძალებს გამოექცა.

“ერთ-ერთმა მათგანმა თავს გაქცევით უშველა და როგორც ვიცით, ამ დროისთვის ხუთი მეჯვრისხეველი ჰყავთ დაკავებული”, – უთხრეს “მოზაიკას”.

ასევე იხილეთ: