ავტორი:

"გაოგნებული ვარ... ბოლომდე დავიცავ ჩემს სიმართლეს" - გიორგი ბაჩიაშვილი

"გაოგნებული ვარ... ბოლომდე დავიცავ ჩემს სიმართლეს" - გიორგი ბაჩიაშვილი

ვარ აბსოლუტურად უდანაშაულო. არანაირი აქტი, რომელიც აქ იყო ნახსენები, არ ჩამიდენია, შესაბამისად, ბოლომდე დავიცავ ჩემ სიმართლეს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებულ თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"ვარ აბსოლუტურად უდანაშაულო. არანაირი აქტი, რომელიც აქ იყო ნახსენები, არ ჩამიდენია, შესაბამისად, ბოლომდე დავიცავ ჩემ სიმართლეს“, - განაცხადა ბაჩიაშვილმა.

კითხვაზე, რას უკავშირებს გამოძიების დაწყებას, ბაჩიაშვილი პასუხობს:

"არ ვიცი, მეც გაოგნებული ვარ. 8 წლის შემდეგ, როგორ შეიძლება დააბრალო. ქვეყანაში 3 კვირის წინ ჩამოვედი. ქვეყნის დატოვება, რომ მდომებოდა, საერთოდ არ ჩამოვიდოდი. ამ ეტაპზე დეტალებში არ შევალ. ამასთან დაკავშირებით განმარტებას ადვოკატი გააკეთებს“, - განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებულ თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით 2 მილიონ 500 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა.

მას ასევე, საქმის გამოძიების დასრულებამდე, ქვეყნის დატოვება აეკრძალა და მისი კუთვნილი საქართველოს და რუსეთის ფედერაციის პასპორტების საგამოძიებო უწყებისთვის ჩაბარება დაევალა.

ცნობისთვის, პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით 3 მილიონი ლარის გამოყენებას მოითხოვდა. თავად ბრალდებულმა, გიორგი ბაჩიაშვილმა პროცესზე განაცხადა, რომ დანაშაული არასდროს ჩაუდენია და მისთვის გაურკვეველია, რატომ არის ამ პროცესში. ცნობისთვის, საქმე არ ეხება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას. კერძოდ, პროკურატურის ცნობით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 39 215 820 აშშ დოლარს შეადგენდა.

ასევე იხილეთ: