მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ ვარ დამნაშავე, დანაშაული არც არასდროს ჩამიდენია...ბოლო 2-3 კვირაა სამართალდამცავების მანქანები დამყვებან, მითვალთვალებენ" - რა თქვა სასამართლო პროცესზე გიორგი ბაჩიაშვილმა
"არ ვარ დამნაშავე, დანაშაული არც არასდროს ჩამიდენია...ბოლო 2-3 კვირაა სამართალდამცავების მანქანები დამყვებან,  მითვალთვალებენ" - რა თქვა სასამართლო პროცესზე გიორგი ბაჩიაშვილმა

დიდი ოდე­ნო­ბით კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო მით­ვი­სე­ბა­სა და უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი, თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონ­დის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი, გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ მას სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი უთ­ვალ­თვა­ლე­ბენ.

  • რო­გორც ბრალ­დე­ბულ­მა სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე გან­მარ­ტა, მას ბოლო 2-3 კვი­რაა, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მან­ქა­ნე­ბი დაჰ­ყვე­ბი­ან.

"მინ­და გან­ვა­ცხა­დო, რომ ბოლო 2-3 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩემს მან­ქა­ნას სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მან­ქა­ნე­ბი დაჰ­ყვე­ბი­ან. დამ­დე­ვენ მან­ქა­ნე­ბი. 6-7 მან­ქა­ნა. ყო­ველ დღე იც­ვლე­ბი­ან. 2-2, 3-3 და­დი­ან, მუდ­მი­ვად. არ ვიცი ეს რამ­დე­ნად კა­ნო­ნი­ე­რია. მით­ვალ­თვა­ლე­ბენ. ჩა­ბუ­რუ­ლი მი­ნე­ბით არი­ან. ამის და­ფიქ­სი­რე­ბა მინ­და”, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვილ­მა.

  • გარ­და ამი­სა მან გა­ნა­ცხა­და, რომ თავს დამ­ნა­შა­ვედ არ თვლის და და­ნა­შა­უ­ლი არა­სო­დეს ჩა­უ­დე­ნია.

მან მო­სა­მარ­თლეს მი­მარ­თა და გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ზღვრის კვე­თის აკ­რძალ­ვა მის ბიზ­ნესს და­ა­ზა­რა­ლებს.

"არ ვარ დამ­ნა­შა­ვე. არც არას­დროს და­ნა­შა­უ­ლი არ ჩა­მი­დე­ნია და შე­სა­ბა­მი­სად, გა­ურ­კვე­ვე­ლია, რა­ტომ ვარ ამ პრო­ცეს­ში. გარ­და იმი­სა, რომ ერთი პი­როვ­ნე­ბა მე­და­ვე­ბა, რომ რა­ღაც ყო­ფი­ლა, საქ­მე­ში მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი არ არის. რაც შე­ე­ხე­ბა კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტას - ეს არის ნორ­მა­ლუ­რი ბიზ­ნე­სი, რი­თაც ბოლო 10 წელ­ზე მე­ტია და­კა­ვე­ბუ­ლი ვარ. სა­ერ­თოდ არ მეს­მის, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ეს იყოს აღ­ქმუ­ლი და­ნა­შა­უ­ლად?!" - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში დიდი ოდე­ნო­ბით კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო მით­ვი­სე­ბა­სა და უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბულს, თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონ­დის ყო­ფილ ხელ­მძღვა­ნელს, გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვილს სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს. დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ აღ­კვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბა­ზე იმ­სჯე­ლე­ბენ. ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ დიდი ოდე­ნო­ბით კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო მით­ვი­სე­ბი­სა და უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის ფაქ­ტზე, თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონ­დის ყო­ფილ ხელ­მძღვა­ნელს, გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვილს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა. სა­უ­ბა­რია, 2017 წელს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ქმე­დე­ბა­ზე. კერ­ძოდ, სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბის ცნო­ბით, ბა­ჩი­აშ­ვილ­მა ინ­ვეს­ტორს ჩა­დე­ბუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ი­დან მი­ღე­ბუ­ლი სრუ­ლი მო­გე­ბის სა­ნაც­ვლოდ მხო­ლოდ 536 900 აშშ დო­ლა­რი გა­დას­ცა, ხოლო დარ­ჩე­ნი­ლი ინ­ვეს­ტო­რის კუთ­ვნი­ლი 8 253.13 ოდე­ნო­ბის ბიტ­კო­ი­ნი მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ მი­ით­ვი­სა, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბაც მისი მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ და­უფ­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში 39 215 820 აშშ დო­ლარს შე­ად­გენ­და.

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
zaza
0

ესეც პუტინის "პირადი პატიმარია"?

ამას
0

ამას რაც მოიპარა 2 პროცენტს სთხოვენ? მარტო თუ სხვა თმაა გმაოუშვებენ და მერე გაასაღებენ დადგავენ სპეწტაკლს თავი მოიკლაო იასნა მე ესე ვუზავდი

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"არ ვარ დამნაშავე, დანაშაული არც არასდროს ჩამიდენია...ბოლო 2-3 კვირაა სამართალდამცავების მანქანები დამყვებან, მითვალთვალებენ" - რა თქვა სასამართლო პროცესზე გიორგი ბაჩიაშვილმა

"არ ვარ დამნაშავე, დანაშაული არც არასდროს ჩამიდენია...ბოლო 2-3 კვირაა სამართალდამცავების მანქანები დამყვებან,  მითვალთვალებენ" - რა თქვა სასამართლო პროცესზე გიორგი ბაჩიაშვილმა

დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე ბრალდებული, თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილი აცხადებს, რომ მას სამართალდამცველები უთვალთვალებენ.

  • როგორც ბრალდებულმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, მას ბოლო 2-3 კვირაა, სამართალდამცველების მანქანები დაჰყვებიან.

"მინდა განვაცხადო, რომ ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში ჩემს მანქანას სამართალდამცველების მანქანები დაჰყვებიან. დამდევენ მანქანები. 6-7 მანქანა. ყოველ დღე იცვლებიან. 2-2, 3-3 დადიან, მუდმივად. არ ვიცი ეს რამდენად კანონიერია. მითვალთვალებენ. ჩაბურული მინებით არიან. ამის დაფიქსირება მინდა”, - განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.

  • გარდა ამისა მან განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ არ თვლის და დანაშაული არასოდეს ჩაუდენია.

მან მოსამართლეს მიმართა და განაცხადა, რომ საზღვრის კვეთის აკრძალვა მის ბიზნესს დააზარალებს.

"არ ვარ დამნაშავე. არც არასდროს დანაშაული არ ჩამიდენია და შესაბამისად, გაურკვეველია, რატომ ვარ ამ პროცესში. გარდა იმისა, რომ ერთი პიროვნება მედავება, რომ რაღაც ყოფილა, საქმეში მტკიცებულებები არ არის. რაც შეეხება კრიპტოვალუტას - ეს არის ნორმალური ბიზნესი, რითაც ბოლო 10 წელზე მეტია დაკავებული ვარ. საერთოდ არ მესმის, როგორ შეიძლება ეს იყოს აღქმული დანაშაულად?!" - განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე ბრალდებულს, თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე ბრალდებულის მიმართ აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ. ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს ბრალდება წარუდგინა. საუბარია, 2017 წელს განხორციელებულ ქმედებაზე. კერძოდ, საგამოძიებო უწყების ცნობით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 39 215 820 აშშ დოლარს შეადგენდა.

ასევე იხილეთ: