პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის პრკურატურის მიერ ბრალდებული, რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქე გიორგი ბაჩიაშვილი, რომელიც წლების განმავლობაში ივანიშვილის ნდობით სარგებლობდა?
ვინ არის პრკურატურის მიერ ბრალდებული, რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქე გიორგი ბაჩიაშვილი, რომელიც წლების განმავლობაში ივანიშვილის ნდობით სარგებლობდა?

6 ივ­ლისს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რამ თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონ­დის ყო­ფილ ხელ­მძღვა­ნელს გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვილს ბრა­ლი წა­რუდ­გი­ნა. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბა­ჩი­აშ­ვილ­მა 39 მი­ლი­ონ აშშ დო­ლარ­ზე მეტი ღი­რე­ბუ­ლე­ბის ბიტ­კო­ი­ნი მი­ით­ვი­სა.

გან­ცხა­დე­ბი­დან ირ­კვე­ვა, რომ და­ნა­შა­უ­ლი ჩა­დე­ნი­ლია წლე­ბის წინ, კერ­ძოდ ოფი­ცი­ა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში ნათ­ქვა­მია, რომ ბრალ­დე­ბულ­მა 2017 წელს ინ­ვეს­ტო­რის კუთ­ვნი­ლი 8 253.13 ოდე­ნო­ბის ბიტ­კო­ი­ნი მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ მი­ით­ვი­სა, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბაც მისი მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ და­უფ­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში 39 215 820 აშშ დო­ლარს შე­ად­გენ­და. (წა­ი­კი­თხეთ: პრო­კუ­რა­ტუ­რამ თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონ­დის ყო­ფილ ხელ­მძღვა­ნელს გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვილს ბრა­ლი წა­რუდ­გი­ნა - "მი­ით­ვი­სა ბიტ­კო­ი­ნე­ბი, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 39 215 820 აშშ დო­ლარს შე­ად­გენ­და").

ბა­ჩი­აშ­ვი­ლი ამ დრო­ის­თვის და­კა­ვე­ბუ­ლი არ არის. პრო­კუ­რა­ტუ­რა ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ შე­სა­ბა­მის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბის მო­თხოვ­ნით, სა­სა­მარ­თლოს კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ვა­და­ში მი­მარ­თავს.

  • ვინ არის გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვი­ლი?

ის ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ 2013 წელს გა­იც­ნო, რო­დე­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ახ­ლად მო­სულ­მა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ბა­ჩი­აშ­ვილს მისი თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბით და­ფუძ­ნე­ბუ­ლი თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონ­დის დი­რექ­ტო­რო­ბა ანდო. 2013 წლი­დან, 6 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იკა­ვებ­და აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რის პო­ზი­ცი­ას, 2019 წლის მა­ი­სი­დან კი, მან გა­და­ი­ნაც­ვლა მრჩე­ველ­თა საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის პო­ზი­ცი­ა­ზე, სა­დაც იგი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბას უწევს ფონ­დის მან­და­ტის შე­სა­ბა­მი­სად მუ­შა­ო­ბას. სა­უ­ბა­რი იყო მისი ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრად და­ნიშ­ვნა­ზე. თუმ­ცა სა­ბო­ლო­ოდ ბა­ჩი­აშ­ვი­ლი ფონ­დის მრჩე­ველ­თა საბ­ჭო­ში დარ­ჩა.

თა­ვი­დან­ვე ცნო­ბი­ლი იყო, რომ 28 წლის ახალ­გაზ­რდა ექ­სპრე­მი­ე­რის ნდო­ბით სარ­გებ­ლობ­და და მას­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პირი იყო. მისი სა­ხე­ლი რამ­დენ­ჯერ­მე ახ­სე­ნეს სწო­რედ ამ კონ­ტექ­სტში.

კერ­ძოდ, გა­სუ­ლი წლის აპ­რილ­ში "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამ­ჭირ­ვა­ლო­ბა" სა­ქარ­თვე­ლომ გა­მო­აქ­ვეყ­ნა კვლე­ვა, სა­ხელ­მწო­დე­ბით "ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის და მისი ნა­თე­სა­ვე­ბის რუ­სუ­ლი ბიზ­ნე­სი". იმ ადა­მი­ა­ნებს შო­რის, ვი­საც ივა­ნიშ­ვი­ლი სა­კუ­თარ ბიზ­ნეს­სა და აქ­ტი­ვებს ან­დობს, და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი იყო გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვი­ლი.

ნა­წყვე­ტი კვლე­ვი­დან

ის ასე­ვე იკა­ვებ­და ექ­სპრე­მი­ე­რის მრჩევ­ლის პო­ზი­ცი­ას ჯერ კი­დევ თვე­ე­ბის წინ და სწორდ ამ რან­გში მის­ცა ჩვე­ნე­ბა სინ­გა­პურ­ში გა­მარ­თულ პრო­ცეს­ზე, სა­დაც ივა­ნიშ­ვი­ლი­სა და Credit Suisse Trust-ის დავა გა­ნი­ხი­ლე­ბო­და. მა­შინ ბა­ჩი­აშ­ვილ­მა სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ისა­უბ­რა იმ შე­უ­სა­ბა­მო­ბებ­ზე, რის გა­მოც ივა­ნიშ­ვი­ლი უპი­რის­პირ­დე­ბა Credit Suisse Trust-ს (სინ­გა­პუ­რი), რო­მელ­საც ასო­ბით მი­ლი­ო­ნის ინ­ვეს­ტი­ცია მი­ან­დო.

"ნა­წი­ლი ადა­მი­ა­ნუ­რი შეც­დო­მა იყო, მაგ­რამ ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში, თა­რი­ღე­ბი შეც­ვლი­ლია, რაც აშ­კა­რად არ იყო ადა­მი­ა­ნუ­რი შეც­დო­მა", - თქვა ბა­ჩი­აშ­ვილ­მა.

ბა­ჩი­აშ­ვი­ლის თქმით, მან შექ­მნა მო­ნა­ცემ­თა ბაზა მი­ლი­არ­დე­რის ფუ­ლის თვალ­ყუ­რის მი­სა­დევ­ნებ­ლად, მაგ­რამ ის ეყ­რდნო­ბო­და ლეს­კოდ­რო­ნის­გან მი­ღე­ბულ მო­ნა­ცე­მებს და იმ დროს არ ჰქონ­და მი­ზე­ზი, რომ მო­ნა­ცე­მე­ბის სან­დო­ო­ბა ეჭვქვეშ და­ე­ყე­ნე­ბი­ნა.

უფრო მე­ტიც, ბა­ჩი­აშ­ვილ­მა თქვა, რომ არც ის და არც ივა­ნიშ­ვი­ლი რა­ი­მე ფორ­მით არ უბიძ­გებ­დნენ ლეს­კოდ­რონს, გარ­კვე­უ­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა. მათ ეს ბან­კის მრჩევ­ლებს მი­ან­დვეს.

  • აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვი­ლი 2014 წელს Forbes-მა 30 წლამ­დე ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბულ ადა­მი­ა­ნებს შო­რის და­ა­სა­ხე­ლა. კერ­ძოდ, ფი­ნან­სე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით 30 under 30-ში ბა­ჩი­აშ­ვი­ლი 28 წლის ასაკ­ში მოხ­ვდა. მა­შინ გა­მო­ცე­მა წერ­და, რომ ბა­ჩი­აშ­ვი­ლი $6 მი­ლი­არ­დი­ან კერ­ძო ფონდს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, რო­მე­ლიც იმ დრო­ინ­დე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მშპ-ს 40%-ს უდ­რი­და.

"ბიზ­ნესპრეს­ნი­უ­სი" წერს, რომ ბა­ჩი­აშ­ვი­ლი რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ორ­მა­გი მო­ქა­ლა­ქეა. 35 წლის გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვი­ლი პრო­ფე­სი­ით ფი­ნან­სის­ტია, ის წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მოს­კოვ­ში ცხოვ­რობ­და. მისი მშობ­ლე­ბი ექი­მე­ბი არი­ან. ასე­ვე ჰყავს და, ნინო ბა­ჩი­აშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც წარ­სულ­ში სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო "ნა­ტა­ლის" მო­დე­ლი იყო და წარ­მა­ტე­ბუ­ლი სა­მო­დე­ლო კა­რი­ე­რა ჰქონ­და. ის ქარ­თველ ბიზ­ნეს­მენ­ზეა გა­თხო­ვი­ლი.

გი­ორ­გი და ნინო ბა­ჩი­აშ­ვი­ლე­ბი

გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვი­ლი გო­გო­ნებ­ში ყო­ველ­თვის დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობ­და, თუმ­ცა ოჯა­ხი ამ დრომ­დე არ შე­უქ­მნია. ის მოს­კო­ვის ექს-ვიცე მე­რის სოსო ორ­ჯო­ნი­კი­ძის ვა­ჟის, ნი­კუ­შა ორ­ჯო­ნი­კი­ძის ძმა­კა­ცია.

ბა­ჩი­აშ­ვი­ლი გა­ტა­ცე­ბუ­ლია ავ­ტოს­პორ­ტით და უყ­ვარს მოგ­ზა­უ­რო­ბა. ის არც ექ­სტრე­მა­ლურ თავ­გა­და­სავ­ლებ­ზე ამ­ბობს უარს, რა­საც მისი პი­რა­დი "ინ­სტაგ­რა­მის" გვერ­დიც მოწ­მობს, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ჯა­რო ჰქონ­და, ცოტა ხნის წინ კი და­ხუ­რა.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ელენე
0

გაუმაძღრობა და უმადურობა ღუპავს..

ზურაბ
13

გაირკვა, ბაჩიაშვილს უკრაინის მხარდამჭერი განცხადებისთვის არ შეარჩინა ფულის მოპარვა , მალე ხუხაშვილს საჩუქარ სახლს წაართმევს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

ვინ არის პრკურატურის მიერ ბრალდებული, რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქე გიორგი ბაჩიაშვილი, რომელიც წლების განმავლობაში ივანიშვილის ნდობით სარგებლობდა?

ვინ არის პრკურატურის მიერ ბრალდებული, რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქე გიორგი ბაჩიაშვილი, რომელიც წლების განმავლობაში ივანიშვილის ნდობით სარგებლობდა?

6 ივლისს ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი წარუდგინა. გამოძიების ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა 39 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების ბიტკოინი მიითვისა.

განცხადებიდან ირკვევა, რომ დანაშაული ჩადენილია წლების წინ, კერძოდ ოფიციალურ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ბრალდებულმა 2017 წელს ინვესტორის კუთვნილი 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 39 215 820 აშშ დოლარს შეადგენდა. (წაიკითხეთ: პროკურატურამ თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი წარუდგინა - "მიითვისა ბიტკოინები, რომლის ღირებულება 39 215 820 აშშ დოლარს შეადგენდა").

ბაჩიაშვილი ამ დროისთვის დაკავებული არ არის. პროკურატურა ბრალდებულის მიმართ შესაბამის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

  • ვინ არის გიორგი ბაჩიაშვილი?

ის ფართო საზოგადოებამ 2013 წელს გაიცნო, როდესაც ხელისუფლებაში ახლად მოსულმა ბიძინა ივანიშვილმა ბაჩიაშვილს მისი თანამონაწილეობით დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის დირექტორობა ანდო. 2013 წლიდან, 6 წლის განმავლობაში იკავებდა აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას, 2019 წლის მაისიდან კი, მან გადაინაცვლა მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის პოზიციაზე, სადაც იგი ზედამხედველობას უწევს ფონდის მანდატის შესაბამისად მუშაობას. საუბარი იყო მისი ეკონომიკის მინისტრად დანიშვნაზე. თუმცა საბოლოოდ ბაჩიაშვილი ფონდის მრჩეველთა საბჭოში დარჩა.

თავიდანვე ცნობილი იყო, რომ 28 წლის ახალგაზრდა ექსპრემიერის ნდობით სარგებლობდა და მასთან დაახლოებული პირი იყო. მისი სახელი რამდენჯერმე ახსენეს სწორედ ამ კონტექსტში.

კერძოდ, გასული წლის აპრილში "საერთაშორისო გამჭირვალობა" საქართველომ გამოაქვეყნა კვლევა, სახელმწოდებით "ბიძინა ივანიშვილის და მისი ნათესავების რუსული ბიზნესი". იმ ადამიანებს შორის, ვისაც ივანიშვილი საკუთარ ბიზნესსა და აქტივებს ანდობს, დასახელებული იყო გიორგი ბაჩიაშვილი.

ნაწყვეტი კვლევიდან

ის ასევე იკავებდა ექსპრემიერის მრჩევლის პოზიციას ჯერ კიდევ თვეების წინ და სწორდ ამ რანგში მისცა ჩვენება სინგაპურში გამართულ პროცესზე, სადაც ივანიშვილისა და Credit Suisse Trust-ის დავა განიხილებოდა. მაშინ ბაჩიაშვილმა სასამართლო პროცესზე ისაუბრა იმ შეუსაბამობებზე, რის გამოც ივანიშვილი უპირისპირდება Credit Suisse Trust-ს (სინგაპური), რომელსაც ასობით მილიონის ინვესტიცია მიანდო.

"ნაწილი ადამიანური შეცდომა იყო, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში, თარიღები შეცვლილია, რაც აშკარად არ იყო ადამიანური შეცდომა", - თქვა ბაჩიაშვილმა.

ბაჩიაშვილის თქმით, მან შექმნა მონაცემთა ბაზა მილიარდერის ფულის თვალყურის მისადევნებლად, მაგრამ ის ეყრდნობოდა ლესკოდრონისგან მიღებულ მონაცემებს და იმ დროს არ ჰქონდა მიზეზი, რომ მონაცემების სანდოობა ეჭვქვეშ დაეყენებინა.

უფრო მეტიც, ბაჩიაშვილმა თქვა, რომ არც ის და არც ივანიშვილი რაიმე ფორმით არ უბიძგებდნენ ლესკოდრონს, გარკვეული ინვესტიციები განეხორციელებინა. მათ ეს ბანკის მრჩევლებს მიანდვეს.

  • აღსანიშნავია, რომ გიორგი ბაჩიაშვილი 2014 წელს Forbes-მა 30 წლამდე ყველაზე წარმატებულ ადამიანებს შორის დაასახელა. კერძოდ, ფინანსების მიმართულებით 30 under 30-ში ბაჩიაშვილი 28 წლის ასაკში მოხვდა. მაშინ გამოცემა წერდა, რომ ბაჩიაშვილი $6 მილიარდიან კერძო ფონდს ხელმძღვანელობდა, რომელიც იმ დროინდელი საქართველოს მშპ-ს 40%-ს უდრიდა.

"ბიზნესპრესნიუსი" წერს, რომ ბაჩიაშვილი რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქეა. 35 წლის გიორგი ბაჩიაშვილი პროფესიით ფინანსისტია, ის წლების განმავლობაში მოსკოვში ცხოვრობდა. მისი მშობლები ექიმები არიან. ასევე ჰყავს და, ნინო ბაჩიაშვილი, რომელიც წარსულში სამოდელო სააგენტო "ნატალის" მოდელი იყო და წარმატებული სამოდელო კარიერა ჰქონდა. ის ქართველ ბიზნესმენზეა გათხოვილი.

გიორგი და ნინო ბაჩიაშვილები

გიორგი ბაჩიაშვილი გოგონებში ყოველთვის დიდი პოპულარობით სარგებლობდა, თუმცა ოჯახი ამ დრომდე არ შეუქმნია. ის მოსკოვის ექს-ვიცე მერის სოსო ორჯონიკიძის ვაჟის, ნიკუშა ორჯონიკიძის ძმაკაცია.

ბაჩიაშვილი გატაცებულია ავტოსპორტით და უყვარს მოგზაურობა. ის არც ექსტრემალურ თავგადასავლებზე ამბობს უარს, რასაც მისი პირადი "ინსტაგრამის" გვერდიც მოწმობს, რომელიც წლების განმავლობაში საჯარო ჰქონდა, ცოტა ხნის წინ კი დახურა.

წაიკითხეთ ასევე: