Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ნახეს რუსი კვაზი ჩე გევარას ფეშენებელური სასახლის ჩხრეკისას: ოქროს ზოდები, დიდძალი საბრძოლო იარაღი, მინი ჰოსპიტალი და დიდი ფუფუნება (ფოტოები)
რა ნახეს რუსი კვაზი ჩე გევარას ფეშენებელური სასახლის ჩხრეკისას: ოქროს ზოდები, დიდძალი საბრძოლო იარაღი, მინი ჰოსპიტალი და დიდი ფუფუნება (ფოტოები)

ბე­ლა­რუ­სის დიქ­ტა­ტორ­მა ალექ­სან­დრე ლუ­კა­შენ­კომ გა­ნა­ცხა­და, რომ რუსი კვა­ზი ჩე გე­ვა­რა ევ­გე­ნი პრი­გო­ჟი­ნი მისი ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე თურ­მე აღარ არის და სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გში დაბ­რუნ­და. ამის პა­რა­ლე­ლუ­რად რუ­სულ მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და პრი­გო­ჟი­ნის პე­ტერ­ბურ­გუ­ლი სა­სახ­ლის ჩხრე­კი­სას გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი. რო­გორც რუ­სუ­ლი გა­მო­ცე­მე­ბი იუ­წყე­ბი­ან, ჩხრე­კა სა­სახ­ლე­ში, რო­მე­ლიც სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გის ელი­ტურ და­სახ­ლე­ბა "ჩრდი­ლო­ეთ ვერ­სალ­ში" მდე­ბა­რე­ობს, 24 ივ­ნისს, ანუ ე.წ. ამ­ბო­ხის დღეს ჩა­ტარ­და.

რო­გორც ირ­კვე­ვა, პრი­გო­ჟი­ნის მა­მუ­ლის სა­ერ­თო ფარ­თო­ბი 1.5 ჰექ­ტა­რია.

პრი­გო­ჟი­ნის სა­სახ­ლე­ში ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო ნივთს მი­აგ­ნეს, მათ შო­რის ოქ­როს ზო­დებს, ცე­ცხლსას­როლ ია­რაღს, რუ­სე­თის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრ შო­ი­გუს ნა­ჩუ­ქარ Glock-ს, თუმ­ცა მათ შო­რის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად სა­ინ­ტე­რე­სო და სას­ტი­კი ერთი რამ იყო, რო­მელ­ზეც სტა­ტი­ის ბო­ლოს ვი­სა­უბ­რებთ.

სა­სახ­ლე კლა­სი­კუ­რი ინ­ტე­რი­ე­რით და მა­სი­უ­რი ხით არის გა­ფორ­მე­ბუ­ლი. პრი­გო­ჟი­ნის კა­ბი­ნე­ტი ძვირ­ფა­სი ავე­ჯით, ან­ტიკ­ვა­რუ­ლი მა­გი­დი­თა და ბი­ლი­არ­დის მა­გი­დით იპყრობს ყუ­რა­დღე­ბას.

ასე­ვე, ჩხრე­კის დროს იპო­ვეს პი­ჯა­კი უამ­რა­ვი ჯილ­დო­თი, მათ შო­რის იყო: რუ­სე­თის ოკუ­პი­რე­ბუ­ლი დო­ნეც­კი­სა და ლუ­განსკის გმი­რის ვარ­სკვლა­ვე­ბი, სი­მა­მა­ცის ორ­დე­ნი, უცხო ქვეყ­ნის ორ­დე­ნე­ბი, "ვაგ­ნე­რის“ დრო­შა, პა­რი­კე­ბი და გრი­მი.

ასე­ვე იპო­ვეს სხვა­დას­ხვა სა­ხელ­ზე დამ­ზა­დე­ბუ­ლი პას­პორ­ტე­ბი.

სახ­ლში ნა­პოვ­ნია ასე­ვე დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი. მათ შო­რის რო­გორც რუ­სულ-საბ­ჭო­უ­რი, ასე­ვე და­სავ­ლუ­რი წარ­მო­ე­ბის.

რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, ნა­პოვ­ნია ფული სხვა­დას­ხვა ვა­ლუ­ტა­ში და ასე­ვე ოქ­როს ზო­დე­ბი.

რო­გორც გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი­დან ჩანს, "კვა­ზი ჩე გე­ვა­რას" თა­ვის სა­ლო­ცა­ვი კუ­თხეც ჰქო­ნია.

ერთ ოთახ­ში გან­თავ­სე­ბუ­ლია სა­მე­დი­ცი­ნო აპა­რა­ტუ­რა, რე­ა­ნი­მა­ცი­ი­სა და თე­რა­პი­ის ინ­ვენ­ტა­რი.

თვალ­ში სა­ცე­მი იყო სა­სახ­ლის ჰოლი, თა­ვი­სი ავე­ჯი­თა და უზარ­მა­ზა­რი კი­ნო­თე­ატ­რით.

ფო­ტო­ე­ბი­დან ჩანს, რომ ფე­შე­ნე­ბე­ლურ შე­ნო­ბა­ში გან­თავ­სე­ბუ­ლია ასე­ვე: სა­უ­ნა, შიდა აუზი და ჯა­კუ­ზი.

ეზო­ში კი მო­წყო­ბი­ლია ვერ­ტმფრე­ნის მო­ე­და­ნი, რო­მელ­ზეც გა­ჩე­რე­ბუ­ლი იყო პრი­გო­ჟი­ნის კერ­ძო ვერ­ტმფრე­ნი.

ერთ-ერთ კა­ბი­ნეტ­ში ნა­ხეს ცნო­ბი­ლი უროც, თუმ­ცა სის­ხლის გა­რე­შე.

ჩხრე­კის დროს იყო კი­დევ ერთი დე­ტა­ლი, რაც თავ­შიც ვახ­სე­ნეთ - ერთ-ერთ კე­დელ­ზე ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი იყო სუ­რა­თი, რო­მელ­ზეც ჩანს თა­ვებ­დაჭ­რი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი მი­წის და­ხეთ­ქილ ზე­და­პირ­ზე რო­გორ აწყვია. მოგ­ვი­ა­ნე­ბით სუ­რა­თი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­შიც გავ­რცელ­და. მომ­ხმა­რებ­ლე­ბი გა­ო­ცე­ბუ­ლი იყ­ვნენ ამ ფაქ­ტით და მათი თქმით, ესეც ადას­ტუ­რებ­და პრი­გო­ჟი­ნის და "ვაგ­ნე­რის“ ბრუ­ტა­ლუ­რი და სას­ტი­კი ქცე­ვის­კენ ლტოლ­ვას.

ცნო­ბის­თვის, 24 ივ­ნისს "ვაგ­ნე­რის“ მე­თა­ურ­მა რუ­სე­თის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის სერ­გეი შო­ი­გუ­სა და გენშტა­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლის ვა­ლე­რი გე­რა­სი­მო­ვის და­პა­ტიმ­რე­ბა და­ა­ა­ნონ­სა და "სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის მარ­ში“ წა­მო­ი­წყო. ეს კი სხვა არა­ფე­რი იყო, თუ არა სამ­ხედ­რო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მცდე­ლო­ბა.

25 ივ­ნისს, პრი­გო­ჟი­ნი, რო­მე­ლიც თა­ვი­სი არ­მი­ით მოს­კო­ვი­დან 200კმ-ში იმ­ყო­ფე­ბო­და, ბე­ლა­რუ­სის პრე­ზი­დენ­ტის ჩა­რე­ვით გა­ჩერ­და და უკან, სა­ვე­ლე ბა­ნაკ­ში დაბ­რუნ­და. ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა "ვაგ­ნე­რის“ ამ საქ­ცი­ელს "შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ამ­ბო­ხი" უწო­და. თავ­და­პირ­ვე­ლად იმუქ­რე­ბო­და, რომ ყვე­ლას პა­სუხს აგე­ბი­ნებ­და, მაგ­რამ შემ­დგომ "ვაგ­ნე­რის" მებ­რძო­ლებს ან თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­თან კონ­ტრაქ­ტის გა­ფორ­მე­ბა, ანაც ბე­ლა­რუს­ში წას­ვლა შეს­თა­ვა­ზა.

მო­ამ­ზა­და: ანრი კურ­ტა­ნი­ძემ

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
abc
10

პუტინის სასახლის ჩხრეკის კადრები,რომ აჩვენოს ვინმე(რათქმაუნდა ეს ჯერ-ჯერობით შეუძლებელია)-ეს იმასთან დიდი არაფერი არ არის. აი იქ იქნება ისეთი რაღაცეები რაც ძალიან გაგაოცებთ ყველა ნორმალურ ხალხს. რათქმაუნდა ყველა ნორმალურ ხალხში არ ვგულისხმობ რუსეთუმეების კასტას.

gsvsg
25

გაუკვირდათ ნაციხვეტიების სახლებშიც იგივე ნახეს მერე?

ავტორი:

რა ნახეს რუსი კვაზი ჩე გევარას ფეშენებელური სასახლის ჩხრეკისას: ოქროს ზოდები, დიდძალი საბრძოლო იარაღი, მინი ჰოსპიტალი და დიდი ფუფუნება (ფოტოები)

რა ნახეს რუსი კვაზი ჩე გევარას ფეშენებელური სასახლის ჩხრეკისას: ოქროს ზოდები, დიდძალი საბრძოლო იარაღი, მინი ჰოსპიტალი და დიდი ფუფუნება (ფოტოები)

ბელარუსის დიქტატორმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ რუსი კვაზი ჩე გევარა ევგენი პრიგოჟინი მისი ქვეყნის ტერიტორიაზე თურმე აღარ არის და სანკტ-პეტერბურგში დაბრუნდა. ამის პარალელურად რუსულ მედიაში გავრცელდა პრიგოჟინის პეტერბურგული სასახლის ჩხრეკისას გადაღებული ფოტოები. როგორც რუსული გამოცემები იუწყებიან, ჩხრეკა სასახლეში, რომელიც სანკტ-პეტერბურგის ელიტურ დასახლება "ჩრდილოეთ ვერსალში" მდებარეობს, 24 ივნისს, ანუ ე.წ. ამბოხის დღეს ჩატარდა.

როგორც ირკვევა, პრიგოჟინის მამულის საერთო ფართობი 1.5 ჰექტარია.

პრიგოჟინის სასახლეში ბევრ საინტერესო ნივთს მიაგნეს, მათ შორის ოქროს ზოდებს, ცეცხლსასროლ იარაღს, რუსეთის თავდაცვის მინისტრ შოიგუს ნაჩუქარ Glock-ს, თუმცა მათ შორის განსაკუთრებულად საინტერესო და სასტიკი ერთი რამ იყო, რომელზეც სტატიის ბოლოს ვისაუბრებთ.

სასახლე კლასიკური ინტერიერით და მასიური ხით არის გაფორმებული. პრიგოჟინის კაბინეტი ძვირფასი ავეჯით, ანტიკვარული მაგიდითა და ბილიარდის მაგიდით იპყრობს ყურადღებას.

ასევე, ჩხრეკის დროს იპოვეს პიჯაკი უამრავი ჯილდოთი, მათ შორის იყო: რუსეთის ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის გმირის ვარსკვლავები, სიმამაცის ორდენი, უცხო ქვეყნის ორდენები, "ვაგნერის“ დროშა, პარიკები და გრიმი.

ასევე იპოვეს სხვადასხვა სახელზე დამზადებული პასპორტები.

სახლში ნაპოვნია ასევე დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი. მათ შორის როგორც რუსულ-საბჭოური, ასევე დასავლური წარმოების.

როგორც მოსალოდნელი იყო, ნაპოვნია ფული სხვადასხვა ვალუტაში და ასევე ოქროს ზოდები.

როგორც გავრცელებული ფოტოებიდან ჩანს, "კვაზი ჩე გევარას" თავის სალოცავი კუთხეც ჰქონია.

ერთ ოთახში განთავსებულია სამედიცინო აპარატურა, რეანიმაციისა და თერაპიის ინვენტარი.

თვალში საცემი იყო სასახლის ჰოლი, თავისი ავეჯითა და უზარმაზარი კინოთეატრით.

ფოტოებიდან ჩანს, რომ ფეშენებელურ შენობაში განთავსებულია ასევე: საუნა, შიდა აუზი და ჯაკუზი.

ეზოში კი მოწყობილია ვერტმფრენის მოედანი, რომელზეც გაჩერებული იყო პრიგოჟინის კერძო ვერტმფრენი.

ერთ-ერთ კაბინეტში ნახეს ცნობილი უროც, თუმცა სისხლის გარეშე.

ჩხრეკის დროს იყო კიდევ ერთი დეტალი, რაც თავშიც ვახსენეთ - ერთ-ერთ კედელზე ჩამოკიდებული იყო სურათი, რომელზეც ჩანს თავებდაჭრილი ადამიანები მიწის დახეთქილ ზედაპირზე როგორ აწყვია. მოგვიანებით სურათი სოციალურ ქსელებშიც გავრცელდა. მომხმარებლები გაოცებული იყვნენ ამ ფაქტით და მათი თქმით, ესეც ადასტურებდა პრიგოჟინის და "ვაგნერის“ ბრუტალური და სასტიკი ქცევისკენ ლტოლვას.

ცნობისთვის, 24 ივნისს "ვაგნერის“ მეთაურმა რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუსა და გენშტაბის ხელმძღვანელის ვალერი გერასიმოვის დაპატიმრება დააანონსა და "სამართლიანობის მარში“ წამოიწყო. ეს კი სხვა არაფერი იყო, თუ არა სამხედრო გადატრიალების მცდელობა.

25 ივნისს, პრიგოჟინი, რომელიც თავისი არმიით მოსკოვიდან 200კმ-ში იმყოფებოდა, ბელარუსის პრეზიდენტის ჩარევით გაჩერდა და უკან, საველე ბანაკში დაბრუნდა. ვლადიმერ პუტინმა "ვაგნერის“ ამ საქციელს "შეიარაღებული ამბოხი" უწოდა. თავდაპირველად იმუქრებოდა, რომ ყველას პასუხს აგებინებდა, მაგრამ შემდგომ "ვაგნერის" მებრძოლებს ან თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტის გაფორმება, ანაც ბელარუსში წასვლა შესთავაზა.

მოამზადა: ანრი კურტანიძემ