პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბექა გოგინაშვილი - გზა შეფ-მზარეულობამდე
ბექა გოგინაშვილი - გზა შეფ-მზარეულობამდე

რამ­დე­ნი­მე წლის წინ რომ ეთ­ქვათ, შეფ- მზა­რე­უ­ლის ფორ­მა გექ­ნე­ბა და ცნო­ბი­ლი რეს­ტორ­ნის სამ­ზა­რე­უ­ლოს უხელ­მძღვა­ნე­ლე­ბო - არ და­ვი­ჯე­რებ­დი “, - ამ ფრა­ზით და­ი­წყო ჩვენ­თან სა­უ­ბა­რი ბექა გო­გი­ნაშ­ვილ­მა, რეს­ტო­რან „ორ­ბე­ლი­ა­ნი გარ­დე­ნის“ შეფ -მზა­რე­ულ­მა.

ბექა, 26 წლი­საა, შეფ -მზა­რე­უ­ლო­ბა ბავ­შვო­ბის ოც­ნე­ბა ნამ­დვი­ლად არ ყო­ფი­ლა, თუმ­ცა, სად და რო­გორ მიხ­ვდა, რომ ეს საქ­მე მისი მო­წო­დე­ბა იყო, ამას თა­ვად გვი­ამ­ბობს.

-„კუ­ლი­ნა­რი­ის აკა­დე­მი­ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დგომ, სტა­ჟი­რე­ბა­ზე იმ დრო­ის­თვის ერთ-ერთ ცნო­ბილ რეს­ტო­რან­ში მი­ვე­დი. რო­გორც კი სამ­ზა­რე­უ­ლოს კარი შე­ვა­ღე და იქა­უ­რი „აურა,“ სურ­ნე­ლე­ბი შე­ვიგ­რძე­ნი, სწო­რედ იქი­დან და­ი­წყო ჩემი მოგ­ზა­უ­რო­ბა გას­ტრო­ნო­მი­ის უზარ­მა­ზარ სამ­ყა­რო­ში. მე­გო­ნა ასე­თი ის­ტო­რი­ე­ბი გა­მო­გო­ნი­ლი იყო...“

რო­გორც თა­ვად ბექა ამ­ბობს, ეს გზა მარ­ტი­ვი არ ყო­ფი­ლა, მაგ­რამ, ამ შე­დე­გის­თვის ღირ­და.

-„მთა­ვა­რი კი, მთელ ამ თავ­გა­და­სა­ვალ­ში, შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბაა. ყვე­ლას, ვინც ამ გზას ახლა და­ად­გა, ვურ­ჩევ, თავი არ და­ზო­გოს თა­ვი­სი მიზ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად. ჩემი წარ­მა­ტე­ბის გა­სა­ღე­ბიც სწო­რედ ამა­შია.

-„და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე კა­ხეთ­ში. ჩემს ოჯახ­ში გემ­რი­ე­ლი კერ­ძე­ბი ყვე­ლას გა­მოს­დი­ო­და, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­მას, რო­მე­ლიც ხორ­ცე­ულს რა­ღაც გან­სხვა­ვე­ბუ­ლად ამ­ზა­დებ­და. არ ვიცი, ეს მო­გო­ნე­ბა ბავ­შვუ­რი მგრძნო­ბე­ლო­ბის და ემო­ცი­ე­ბის გამო ჩამ­რჩა თუ არა, მაგ­რამ დღემ­დე ამ ემო­ცი­ე­ბის გავ­ლე­ნით ვცდი­ლობ ჩემს კერ­ძებს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გე­მოვ­ნუ­რი თვი­სე­ბე­ბი დაჰ­ყვე­ბო­დეს, რათა ყვე­ლას, ვინც მათ გა­სინ­ჯავს, ბექა გო­გი­ნაშ­ვი­ლის მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი კერ­ძი და­ა­მახ­სოვ­რდეს“.

კი­თხვა­ზე, თუ რას მი­იჩ­ნევს ცხოვ­რე­ბის მთა­ვარ წარ­მა­ტე­ბად, შეფი გვპა­სუ­ხობს, რომ ყვე­ლა­ფე­რი წინ არის. თუმ­ცა იხ­სე­ნებს, რო­გორ გახ­და, კა­ხეთ­ში, 22 წლის ასაკ­ში 4 ვარ­სკვლა­ვი­ა­ნი სას­ტუმ­როს - „ახა­შე­ნის ღვი­ნის კუ­რორ­ტი და სპა“–ს მზა­რე­უ­ლი და შემ­დეგ კი უკვე _შეფ–მზა­რე­უ­ლი.

„22 წლის ასაკ­ში გა­სა­უბ­რე­ბა­ზე მი­ვე­დი KTW ჯგუფ­ში, სას­ტუმ­როს­თვის მზა­რე­ულს ეძებ­დნენ. ამ დრო­ის­თვის, მეც ახალ გა­მოც­დი­ლე­ბას ვე­ძებ­დი, სა­დაც შე­და­რე­ბით დიდ მას­შტაბ­ზე შევ­ძლებ­დი მუ­შა­ო­ბას. „ახა­შენ­ში“ მზა­რე­უ­ლო­ბი­დან შეფ– მზა­რე­უ­ლო­ბამ­დე 1 წელი დამ­ჭირ­და. ჩემი ცხოვ­რე­ბის სა­უ­კე­თე­სო გა­მოც­დი­ლე­ბა სწო­რედ ეს იყო...“.

ბექა დღეს პრეს­ტი­ჟუ­ლი რეს­ტორ­ნის „ორ­ბე­ლი­ა­ნი გარ­დე­ნის“ შეფ– მზა­რე­უ­ლია, რო­მე­ლიც გა­ნახ­ლე­ბულ ორ­ბე­ლი­ა­ნის მო­ე­დან­ზე მდე­ბა­რე­ობს. იგი ამ­ბობს, რომ მისი ხელ­წე­რა აქ უკვე იგ­რძნო­ბა და ახა­ლი კერ­ძე­ბის და­სა­გე­მოვ­ნებ­ლად და შე­სა­ფა­სებ­ლად ახალ ვი­ზი­ტო­რებს ელო­დე­ბა.

-„მუ­დამ ახ­ლის ძი­ე­ბა­ში ვარ, ახა­ლი კერ­ძე­ბის, გე­მო­ე­ბის... „ორ­ბე­ლი­ა­ნი გარ­დე­ნის“ მე­ნი­უ­შიც უკვე არა­ერ­თი ახა­ლი კერ­ძი შე­ვი­ტა­ნე, გე­მო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც, იმე­დი მაქვს, ჩვენს სტუმ­რებს სა­სი­ა­მოვ­ნოდ გა­ა­ო­ცებს“.

R

v
5

წვერი გაიპარსე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

ბექა გოგინაშვილი - გზა შეფ-მზარეულობამდე

ბექა გოგინაშვილი - გზა შეფ-მზარეულობამდე

რამდენიმე წლის წინ რომ ეთქვათ, შეფ- მზარეულის ფორმა გექნება და ცნობილი რესტორნის სამზარეულოს უხელმძღვანელებო - არ დავიჯერებდი “, - ამ ფრაზით დაიწყო ჩვენთან საუბარი ბექა გოგინაშვილმა, რესტორან „ორბელიანი გარდენის“ შეფ -მზარეულმა.

ბექა, 26 წლისაა, შეფ -მზარეულობა ბავშვობის ოცნება ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა, სად და როგორ მიხვდა, რომ ეს საქმე მისი მოწოდება იყო, ამას თავად გვიამბობს.

-„კულინარიის აკადემიის დასრულების შემდგომ, სტაჟირებაზე იმ დროისთვის ერთ-ერთ ცნობილ რესტორანში მივედი. როგორც კი სამზარეულოს კარი შევაღე და იქაური „აურა,“ სურნელები შევიგრძენი, სწორედ იქიდან დაიწყო ჩემი მოგზაურობა გასტრონომიის უზარმაზარ სამყაროში. მეგონა ასეთი ისტორიები გამოგონილი იყო...“

როგორც თავად ბექა ამბობს, ეს გზა მარტივი არ ყოფილა, მაგრამ, ამ შედეგისთვის ღირდა.

-„მთავარი კი, მთელ ამ თავგადასავალში, შრომისმოყვარეობაა. ყველას, ვინც ამ გზას ახლა დაადგა, ვურჩევ, თავი არ დაზოგოს თავისი მიზნების მისაღწევად. ჩემი წარმატების გასაღებიც სწორედ ამაშია.

-„დავიბადე და გავიზარდე კახეთში. ჩემს ოჯახში გემრიელი კერძები ყველას გამოსდიოდა, განსაკუთრებით მამას, რომელიც ხორცეულს რაღაც განსხვავებულად ამზადებდა. არ ვიცი, ეს მოგონება ბავშვური მგრძნობელობის და ემოციების გამო ჩამრჩა თუ არა, მაგრამ დღემდე ამ ემოციების გავლენით ვცდილობ ჩემს კერძებს განსხვავებული გემოვნური თვისებები დაჰყვებოდეს, რათა ყველას, ვინც მათ გასინჯავს, ბექა გოგინაშვილის მიერ მომზადებული კერძი დაამახსოვრდეს“.

კითხვაზე, თუ რას მიიჩნევს ცხოვრების მთავარ წარმატებად, შეფი გვპასუხობს, რომ ყველაფერი წინ არის. თუმცა იხსენებს, როგორ გახდა, კახეთში, 22 წლის ასაკში 4 ვარსკვლავიანი სასტუმროს - „ახაშენის ღვინის კურორტი და სპა“–ს მზარეული და შემდეგ კი უკვე _შეფ–მზარეული.

„22 წლის ასაკში გასაუბრებაზე მივედი KTW ჯგუფში, სასტუმროსთვის მზარეულს ეძებდნენ. ამ დროისთვის, მეც ახალ გამოცდილებას ვეძებდი, სადაც შედარებით დიდ მასშტაბზე შევძლებდი მუშაობას. „ახაშენში“ მზარეულობიდან შეფ– მზარეულობამდე 1 წელი დამჭირდა. ჩემი ცხოვრების საუკეთესო გამოცდილება სწორედ ეს იყო...“.

ბექა დღეს პრესტიჟული რესტორნის „ორბელიანი გარდენის“ შეფ– მზარეულია, რომელიც განახლებულ ორბელიანის მოედანზე მდებარეობს. იგი ამბობს, რომ მისი ხელწერა აქ უკვე იგრძნობა და ახალი კერძების დასაგემოვნებლად და შესაფასებლად ახალ ვიზიტორებს ელოდება.

-„მუდამ ახლის ძიებაში ვარ, ახალი კერძების, გემოების... „ორბელიანი გარდენის“ მენიუშიც უკვე არაერთი ახალი კერძი შევიტანე, გემოები, რომლებიც, იმედი მაქვს, ჩვენს სტუმრებს სასიამოვნოდ გააოცებს“.

R