ავტორი:

"ყველამ ვიცით, როგორი წარმატებული და, ამავე დროს, დამღლელი სეზონი ჰქონდა ხვიჩას" - რას ამბობს თენგიზ სულაქველიძე ახალგაზრდული ნაკრების წარმატებასა და კვარაცხელია-მიქაუტაძის უარზე?

"ყველამ ვიცით, როგორი წარმატებული და, ამავე დროს, დამღლელი სეზონი ჰქონდა ხვიჩას" - რას ამბობს თენგიზ სულაქველიძე ახალგაზრდული ნაკრების წარმატებასა და კვარაცხელია-მიქაუტაძის უარზე?

ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების გამოსვლის შესაფასებლად "ლელო" ვეტერან ფეხბურთელ თენგიზ სულაქველიძეს დაუკავშირდა ქართული ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდა უკვე კარგა ხანია, ბავშვთა ფეხბურთშია და ჩვენს თაობებს შესანიშნავად იცნობს...

  • გთავაზობთ ნაწყვეტებს სტატიიდან:

"ძალიან მაგარი შედეგი დაიდო. ხალხი სტადიონზე მასობრივად წავიდა. ფეხბურთის ბუმი იყო საქართველოში. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ამ ბიჭებმა შეძლეს მთელი ერის გაერთიანება. ასე რომ, საქართველოს ნაკრებს მხოლოდ და მხოლოდ მადლობა ეკუთვნის.

ჩვენმა ბიჭებმა დაამტკიცეს, რომ არავისზე ნაკლებები არ არიან და იციან ფეხბურთის თამაში. ჩვენ ურთულესი ჯგუფიდან გავედით. ყველა გრანდი იყო. ჯერ მარტო მათ შემადგენლობებს რომ გადავხედოთ, ამით ყველაფერი იქნება ნათქვამი. ცხადია, საქართველოს ყველა ნაკრების დიდი ქომაგი ვარ, მაგრამ ტურნირის დაწყებამდე ნამდვილად არ მეგონა, ჯგუფური ბარიერის დაძლევას თუ შევძლებდით", - გვითხრა თენგიზ სულაქველიძემ საუბრის დასაწყისში.

მას ისიც ვკითხეთ, თუ რისი დამსახურებაა საქართველოს ნაკრების მეოთხედფინალში გასვლა:

"ფაქტია, ჩვენ ფეხბურთში არის უკვე თაობა, რომელსაც აქვს გამარჯვებულის მენტალიტეტი. მწვრთნელის და გუნდის ერთიანობამ განაპირობა ის, რომ ურთულესი ჯგუფი დავძლიეთ. ჩემი აზრით, რამაზ სვანაძის სახით ქართულ ფეხბურთს უკვე ჰყავს გამორჩეულად ნიჭიერი მწვრთნელი, ვისაც დიდი მომავალი აქვს".

...

ბატონ თენგიზს ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მიქაუტაძის არყოფნაზეც ვკითხეთ. რამდენად ბევრი დააკლდა ნაკრებს მათი უარით, ეთამაშათ ევროპის ჩემპიონატზე?

"ჩემი მხრიდან, ძნელია, ამ კითხვაზე ზუსტი პასუხის გაცემა. მხოლოდ ის შემიძლია, რომ საკუთარი აზრი დავაფიქსირო. ყველამ ვიცით, როგორი წარმატებული და, ამავე დროს, დამღლელი სეზონი ჰქონდა ხვიჩას.

შეიძლება, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ის არ იყო ამ მომენტისთვის მზად სათამაშოდ. იგივე შემიძლია ვთქვა მიქაუტაძეზეც. პირადი მაგალითიდან გეტყვით - დიდ ნაკრებში რომ ითამაშებ, მერე ახალგაზრდულზე გადართვა რთულია. ჩემს კარიერაშიც ყოფილა ასეთი შემთხვევა". წაიკითხეთ სტატია სრულად