პარტნიორები:
    ავტორი:

    ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პარლამენტიდან ბელარუსის პარლამენტს აღიარების თხოვნით მიმართეს

    ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პარლამენტიდან ბელარუსის პარლამენტს აღიარების თხოვნით მიმართეს

    ბელარუსის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის შესაძლო აღიარების საკითხი ცხინვალში, .ე.წ პარლამენტის სხდომაზე განიხილეს.

    ეკონომიკის მცირე ბიზნესისა და სოფლის მეურნეობის ე.წ. კომიტეტის თავმჯდომარემ, ალან ტეხოვმა ე.წ. პარლამენტის სხდომიდან ბელარუსის საკანონმდებლო ორგანოს აღიარების თხოვნით მიმართა.

    "რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ საკითხზე უნდა იმუშაოს“, - თქვა მან.

    დეფაქტო პარლამენტის თავმჯდომარემ ალან ალბოროვმა კი მიმართა "საგარეო პოლიტიკისა და საპარლამენტთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის" ე.წ. თავმჯდომარეს, ზაზა დრიაევს და საკითხზე შემდგომი მუშაობა დაავალა.

    ფოტოზე: ბელარუსის საკანონმდებლო ორგანო