პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რკინის ფარული დეფიციტი - ჰემოგლობინი ნორმაშია, შეიმოწმეთ ფერიტინი!
რკინის ფარული დეფიციტი - ჰემოგლობინი ნორმაშია, შეიმოწმეთ ფერიტინი!

მსოფ­ლი­ო­ში 2 მი­ლი­არ­დამ­დე ადა­მი­ა­ნი არის და­ა­ვა­დე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა სა­ხის ანე­მი­ით. აქე­დან 80-90%-ს შე­ად­გენს რკი­ნა­დე­ფი­ცი­ტუ­რი ანე­მია(რდა).

კავ­კა­სი­ის მე­დი­ცი­ნის ცენ­ტრის ჰე­მა­ტო­ლო­გი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლის, პრო­ფე­სორ ლე­ვან მა­ხალ­დი­ა­ნის გან­მარ­ტე­ბით, ადა­მი­ა­ნი ცხო­ველ­მყო­ფე­ლო­ბის­თვის სა­ჭი­რო რკი­ნას იღებს საკ­ვე­ბი­დან, ხოლო რკი­ნის დე­ფი­ცი­ტი ვი­თარ­დე­ბა იმ შემ­თხვე­ვა­ში, რო­დე­საც ირ­ღვე­ვა ბა­ლან­სი მი­ღე­ბულ­სა და და­კარ­გულ რკი­ნას შო­რის. ლე­ვან მა­ხალ­დი­ა­ნი ამ პრობ­ლე­მა­ზე დე­ტა­ლუ­რად გვე­სა­უბ­რე­ბა.

არ­სე­ბობს მდგო­მა­რე­ო­ბე­ბი, რო­დე­საც მო­თხოვ­ნი­ლე­ბა რკი­ნა­ზე მნიშ­ვნე­ლოვ­ნად იზ­რდე­ბა. მა­გა­ლი­თად, ქა­ლებ­ში ეს მდგო­მა­რე­ო­ბე­ბია:

  • რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი ასა­კი, რო­დე­საც აღი­ნიშ­ნე­ბა ჭარ­ბი, გა­ხან­გრძლი­ვე­ბუ­ლი მენსტრუ­ა­ცია და სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზით გა­მოწ­ვე­უ­ლი სის­ხლდე­ნე­ბი საშ­ვი­ლოს­ნო­დან;
  • ორ­სუ­ლო­ბა-ლაქ­ტა­ცი­ის პე­რი­ო­დი;

რდა არა მარ­ტო ქა­ლებ­შია ხში­რი, ზო­გად პო­პუ­ლა­ცი­ა­ში მისი გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზე­ბია:

  • სხვა­დას­ხვა სა­ხის სის­ხლდე­ნე­ბი, მა­გა­ლი­თად, კუჭ-ნაწ­ლა­ვი­დან, ბუ­ა­სი­ლის კვან­ძე­ბი­დან და სხვა;
  • რკი­ნის შე­წო­ვის დარ­ღვე­ვა - ჰიპო და ანა­ცი­დუ­რი გას­ტრი­ტი, ენ­ტე­რი­ტე­ბი;
  • გაზ­რდი­ლი გო­ნებ­რი­ვი და ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვა;
  • ბავ­შვებ­ში აქ­ტი­უ­რი ზრდის პე­რი­ო­დი;
  • არა­საკ­მა­რის და არას­რულ­ფა­სო­ვან კვე­ბა, მათ შო­რის - ვე­გე­ტა­რი­ა­ნე­ლო­ბა, რად­გან რკი­ნის ძი­რი­თა­დი წყა­რო ადა­მი­ა­ნის­თვის წი­თე­ლი ხორ­ცია.

ეს მდგო­მა­რე­ო­ბე­ბი გა­ნა­პი­რო­ბე­ბენ რკი­ნის მა­რა­გის ნელ-ნელა შემ­ცი­რე­ბას ორ­გა­ნიზ­მში. თავ­და­პირ­ვე­ლად ვი­თარ­დე­ბა რკი­ნის ლა­ტენ­ტუ­რი დე­ფი­ცი­ტი, რო­დე­საც ჰე­მოგ­ლო­ბი­ნი ჯერ კი­დევ ნორ­მა­შია, თუმ­ცა დეპო-ორ­გა­ნო­ებ­ში რკი­ნის მა­რა­გი ძა­ლი­ან შემ­ცი­რე­ბუ­ლია. რკი­ნის ლა­ტენ­ტუ­რი დე­ფი­ცი­ტის ეტაპ­ზე უკვე ვლინ­დე­ბა ის სიმპტო­მე­ბი, რომ­ლე­ბიც რდა-ს ახა­სი­ა­თებს:

  • იმუ­ნი­ტე­ტის დაქ­ვე­ი­თე­ბა - ადა­მი­ა­ნი ად­ვი­ლად და ხში­რად ავად­დე­ბა სხვა­დას­ხვა ვირუ­სუ­ლი და ბაქ­ტე­რი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბით. რკი­ნის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის გას­წო­რე­ბის შემ­დეგ იმუ­ნი­ტე­ტიც აღ­დგე­ბა;
  • კა­ნის სიმ­შრა­ლე, სი­ფერ­მკრთა­ლე, სი­სუს­ტე, კუნ­თე­ბის ტკი­ვი­ლი, ად­ვი­ლად დაღ­ლა, თავ­ბრუს­ხვე­ვა, თა­ვის ტკი­ვი­ლი, ემო­ცი­უ­რი ლა­ბი­ლო­ბა-ად­ვი­ლად გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა­დო­ბა; შეკ­რუ­ლო­ბა, ან პი­რი­ქით-დი­ა­რეა; ყლაპ­ვის გაძ­ნე­ლე­ბა, ტა­ქი­კარ­დია, ქო­ში­ნი, მიკ­რო­ცი­რუ­ლა­ცი­ის მოშ­ლა-გა­ყი­ნუ­ლი კი­დუ­რე­ბი;
  • ფრჩხი­ლე­ბის მტვრე­ვა და თმის ცვე­ნა ის მი­ზე­ზია, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე შე­სამ­ჩნე­ვი და შე­მა­წუ­ხე­ბე­ლია ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის და უფრო მე­ტად იქ­ცევს ყუ­რა­დღე­ბას;
  • ასე­ვე, რდა იწ­ვევს ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის დის­ფუნ­ქცი­ას და ორ­სუ­ლო­ბა-მშო­ბი­ა­რო­ბის გარ­თუ­ლე­ბებს.

ეს სიმპტო­მე­ბი უფრო ხში­რად შე­უმ­ჩნევ­ლად ვი­თარ­დე­ბა და ადა­მი­ა­ნი ისე ეჩ­ვე­ვა ცხოვ­რე­ბის ხა­რის­ხის ნელ-ნელა გა­უ­ა­რე­სე­ბას, რომ ხში­რად ვერც აც­ნო­ბი­ე­რებს ამას.

ამი­ტომ, რკი­ნის დე­ფი­ციტ­ზე ეჭ­ვის გა­ჩე­ნი­სას უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ მხო­ლოდ პე­რი­ფე­რი­უ­ლი სის­ხლის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის გა­და­მოწ­მე­ბა (სის­ხლის სა­ერ­თო ანა­ლი­ზი) ზოგ შემ­თხვე­ვა­ში არ არის საკ­მა­რი­სი, სა­ჭი­როა და­მა­ტე­ბით შემ­დე­გი ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბა: ფე­რი­ტი­ნი, რკი­ნა , სა­ერ­თო რკი­ნის შე­კავ­ში­რე­ბის უნა­რი, ტრანსფე­რი­ნი, ტრანსფე­რი­ნის სა­ტუ­რა­ცია, რომ არ გა­მოგ­ვე­პა­როს რკი­ნა­დე­ფი­ცი­ტუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა.

და­მა­ი­მე­დე­ბე­ლია ის, რომ რკი­ნა­დე­ფი­ცი­ტუ­რი ანე­მია სრუ­ლად იკურ­ნე­ბა. მთა­ვა­რია მისი დრო­უ­ლი აღ­მო­ჩე­ნა, მთა­ვა­რი მი­ზე­ზის აღ­მო­ფხვრა (მაგ: ჭარ­ბის სის­ხლდე­ნა მენსტრუ­ა­ცი­ის დროს) და ადეკ­ვა­ტუ­რი მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სის ჩა­ტა­რე­ბა.

რკი­ნა­დე­ფი­ცი­ტუ­რი ანე­მი­ის და რკი­ნის ფა­რუ­ლი დე­ფი­ცი­ტის მკურ­ნა­ლო­ბი­სა და პრე­ვენ­ცი­ის­თვის ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სოა უნ­გრუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტი სორ­ბი­ფერ დუ­რუ­ლე­სი.

სორ­ბი­ფერ დუ­რუ­ლესს გა­მო­არ­ჩევს მისი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი:

  • სორ­ბი­ფერ დუ­რუ­ლე­სით მკურ­ნა­ლო­ბის ფონ­ზე შე­დეგს ვი­ღებთ ძა­ლი­ან სწრა­ფად, რად­გან მისი თი­თო­ე­უ­ლი ტაბ­ლე­ტი შე­ი­ცავს რკი­ნა­დე­ფი­ცი­ტუ­რი ანე­მი­ის სამ­კურ­ნა­ლოდ აუ­ცი­ლე­ბე­ლი რა­ო­დე­ნო­ბით რკი­ნას და უკე­თე­სი შე­წო­ვი­სათ­ვის და­მა­ტე­ბუ­ლი აქვს ას­კორ­ბი­ნის მჟა­ვა;
  • აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სორ­ბი­ფერ დუ­რუ­ლე­სის თითო ტაბ­ლე­ტის მი­ღე­ბა დღე­ში ორ­ჯერ უზ­რუნ­ველ­ყოფს რკი­ნის დე­ფი­ცი­ტი­სა­გან სწრაფ გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას;
  • სორ­ბი­ფერ დუ­რუ­ლე­სი დამ­ზა­დე­ბუ­ლია უნი­კა­ლუ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ის გა­მო­ყე­ნე­ბით - რკი­ნა ტაბ­ლე­ტი­დან გა­მო­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა თან­და­თა­ნო­ბით, 6 სა­ა­თის მან­ძილ­ზე, ეს კი თა­ვი­დან გვა­ცი­ლებს რკი­ნის ერ­თბა­შად და დიდი რა­ო­დე­ნო­ბით მოხ­ვედ­რას კუ­ჭის ლორ­წო­ვან გარსზე, ამ­ცი­რებს გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას და გა­ნა­პი­რო­ბებს პრე­პა­რა­ტის კარგ ამ­ტა­ნო­ბას.

შე­სა­ბა­მი­სად, სორ­ბი­ფე­რით მკურ­ნა­ლო­ბა არის მა­ღა­ლე­ფექ­ტუ­რი და უსაფრ­თხო.

სორ­ბი­ფერ დუ­რუ­ლე­სით მკურ­ნა­ლო­ბა უზ­რუნ­ველ­ყოფს ფა­სის და ხა­რის­ხის სა­უ­კე­თე­სო კომ­ბი­ნა­ცი­ას პა­ცი­ენ­ტის სა­სარ­გებ­ლოდ!

  • რკი­ნის ფა­რუ­ლი დე­ფი­ცი­ტის დროს მი­ი­ღეთ სორ­ბი­ფერ დუ­რუ­ლე­სი 1 ტაბ 1-ჯერ დღე­ში;
  • რკი­ნა­დე­ფი­ცი­ტუ­რი ანე­მი­ის დროს-1 ტაბ 2-ჯერ დღე­ში.

მკურ­ნა­ლო­ბა უნდა გაგ­რძელ­დეს რკი­ნის დე­პოს სრულ შევ­სე­ბამ­დე (შრა­ტის რკი­ნი­სა და ფე­რი­ტი­ნის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის აღ­დგე­ნამ­დე).

სორ­ბი­ფერ დუ­რუ­ლე­სი სწრა­ფად აღად­გენს და ინარ­ჩუ­ნებს რკი­ნის ბა­ლანსს ორ­გა­ნიზ­მში, თა­ვი­დან გვა­ცი­ლებს რკი­ნის დე­ფი­ცი­ტის სიმპტო­მებს მა­ში­ნაც კი, როცა მო­თხოვ­ნი­ლე­ბა რკი­ნა­ზე გაზ­რდი­ლია!

ავტორი:

რკინის ფარული დეფიციტი - ჰემოგლობინი ნორმაშია, შეიმოწმეთ ფერიტინი!

რკინის ფარული დეფიციტი - ჰემოგლობინი ნორმაშია, შეიმოწმეთ ფერიტინი!

მსოფლიოში 2 მილიარდამდე ადამიანი არის დაავადებული სხვადასხვა სახის ანემიით. აქედან 80-90%-ს შეადგენს რკინადეფიციტური ანემია(რდა).

კავკასიის მედიცინის ცენტრის ჰემატოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელის, პროფესორ ლევან მახალდიანის განმარტებით, ადამიანი ცხოველმყოფელობისთვის საჭირო რკინას იღებს საკვებიდან, ხოლო რკინის დეფიციტი ვითარდება იმ შემთხვევაში, როდესაც ირღვევა ბალანსი მიღებულსა და დაკარგულ რკინას შორის. ლევან მახალდიანი ამ პრობლემაზე დეტალურად გვესაუბრება.

არსებობს მდგომარეობები, როდესაც მოთხოვნილება რკინაზე მნიშვნელოვნად იზრდება. მაგალითად, ქალებში ეს მდგომარეობებია:

  • რეპროდუქციული ასაკი, როდესაც აღინიშნება ჭარბი, გახანგრძლივებული მენსტრუაცია და სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული სისხლდენები საშვილოსნოდან;
  • ორსულობა-ლაქტაციის პერიოდი;

რდა არა მარტო ქალებშია ხშირი, ზოგად პოპულაციაში მისი გამომწვევი მიზეზებია:

  • სხვადასხვა სახის სისხლდენები, მაგალითად, კუჭ-ნაწლავიდან, ბუასილის კვანძებიდან და სხვა;
  • რკინის შეწოვის დარღვევა - ჰიპო და ანაციდური გასტრიტი, ენტერიტები;
  • გაზრდილი გონებრივი და ფიზიკური დატვირთვა;
  • ბავშვებში აქტიური ზრდის პერიოდი;
  • არასაკმარის და არასრულფასოვან კვება, მათ შორის - ვეგეტარიანელობა, რადგან რკინის ძირითადი წყარო ადამიანისთვის წითელი ხორცია.

ეს მდგომარეობები განაპირობებენ რკინის მარაგის ნელ-ნელა შემცირებას ორგანიზმში. თავდაპირველად ვითარდება რკინის ლატენტური დეფიციტი, როდესაც ჰემოგლობინი ჯერ კიდევ ნორმაშია, თუმცა დეპო-ორგანოებში რკინის მარაგი ძალიან შემცირებულია. რკინის ლატენტური დეფიციტის ეტაპზე უკვე ვლინდება ის სიმპტომები, რომლებიც რდა-ს ახასიათებს:

  • იმუნიტეტის დაქვეითება - ადამიანი ადვილად და ხშირად ავადდება სხვადასხვა ვირუსული და ბაქტერიული ინფექციებით. რკინის მაჩვენებლების გასწორების შემდეგ იმუნიტეტიც აღდგება;
  • კანის სიმშრალე, სიფერმკრთალე, სისუსტე, კუნთების ტკივილი, ადვილად დაღლა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ემოციური ლაბილობა-ადვილად გაღიზიანებადობა; შეკრულობა, ან პირიქით-დიარეა; ყლაპვის გაძნელება, ტაქიკარდია, ქოშინი, მიკროცირულაციის მოშლა-გაყინული კიდურები;
  • ფრჩხილების მტვრევა და თმის ცვენა ის მიზეზია, რომელიც ყველაზე შესამჩნევი და შემაწუხებელია ადამიანებისთვის და უფრო მეტად იქცევს ყურადღებას;
  • ასევე, რდა იწვევს ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციას და ორსულობა-მშობიარობის გართულებებს.

ეს სიმპტომები უფრო ხშირად შეუმჩნევლად ვითარდება და ადამიანი ისე ეჩვევა ცხოვრების ხარისხის ნელ-ნელა გაუარესებას, რომ ხშირად ვერც აცნობიერებს ამას.

ამიტომ, რკინის დეფიციტზე ეჭვის გაჩენისას უნდა გვახსოვდეს, რომ მხოლოდ პერიფერიული სისხლის მაჩვენებლების გადამოწმება (სისხლის საერთო ანალიზი) ზოგ შემთხვევაში არ არის საკმარისი, საჭიროა დამატებით შემდეგი ლაბორატორიული კვლევების ჩატარება: ფერიტინი, რკინა , საერთო რკინის შეკავშირების უნარი, ტრანსფერინი, ტრანსფერინის სატურაცია, რომ არ გამოგვეპაროს რკინადეფიციტური მდგომარეობა.

დამაიმედებელია ის, რომ რკინადეფიციტური ანემია სრულად იკურნება. მთავარია მისი დროული აღმოჩენა, მთავარი მიზეზის აღმოფხვრა (მაგ: ჭარბის სისხლდენა მენსტრუაციის დროს) და ადეკვატური მკურნალობის კურსის ჩატარება.

რკინადეფიციტური ანემიის და რკინის ფარული დეფიციტის მკურნალობისა და პრევენციისთვის ერთ-ერთი საუკეთესოა უნგრული მედიკამენტი სორბიფერ დურულესი.

სორბიფერ დურულესს გამოარჩევს მისი განსაკუთრებული მახასიათებლები:

  • სორბიფერ დურულესით მკურნალობის ფონზე შედეგს ვიღებთ ძალიან სწრაფად, რადგან მისი თითოეული ტაბლეტი შეიცავს რკინადეფიციტური ანემიის სამკურნალოდ აუცილებელი რაოდენობით რკინას და უკეთესი შეწოვისათვის დამატებული აქვს ასკორბინის მჟავა;
  • აქედან გამომდინარე, სორბიფერ დურულესის თითო ტაბლეტის მიღება დღეში ორჯერ უზრუნველყოფს რკინის დეფიციტისაგან სწრაფ გამოჯანმრთელებას;
  • სორბიფერ დურულესი დამზადებულია უნიკალური ტექნოლოგიის გამოყენებით - რკინა ტაბლეტიდან გამოთავისუფლდება თანდათანობით, 6 საათის მანძილზე, ეს კი თავიდან გვაცილებს რკინის ერთბაშად და დიდი რაოდენობით მოხვედრას კუჭის ლორწოვან გარსზე, ამცირებს გვერდითი მოვლენების განვითარების შესაძლებლობას და განაპირობებს პრეპარატის კარგ ამტანობას.

შესაბამისად, სორბიფერით მკურნალობა არის მაღალეფექტური და უსაფრთხო.

სორბიფერ დურულესით მკურნალობა უზრუნველყოფს ფასის და ხარისხის საუკეთესო კომბინაციას პაციენტის სასარგებლოდ!

  • რკინის ფარული დეფიციტის დროს მიიღეთ სორბიფერ დურულესი 1 ტაბ 1-ჯერ დღეში;
  • რკინადეფიციტური ანემიის დროს-1 ტაბ 2-ჯერ დღეში.

მკურნალობა უნდა გაგრძელდეს რკინის დეპოს სრულ შევსებამდე (შრატის რკინისა და ფერიტინის მაჩვენებლების აღდგენამდე).

სორბიფერ დურულესი სწრაფად აღადგენს და ინარჩუნებს რკინის ბალანსს ორგანიზმში, თავიდან გვაცილებს რკინის დეფიციტის სიმპტომებს მაშინაც კი, როცა მოთხოვნილება რკინაზე გაზრდილია!