ავტორი:

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, მეუფე შიოს დროთა განმავლობაში წამლავდნენ - "განსაკუთრებით მძიმედ იყო 1 კვირის წინ"

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, მეუფე შიოს დროთა განმავლობაში წამლავდნენ - "განსაკუთრებით მძიმედ იყო 1 კვირის წინ"

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, საქართველოს საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრეს, მეუფე შიოს დროთა განმავლობაში წამლავდნენ, რის გამოც ის თავს შეუძლოდ გრძნობდა, განსაკუთრებით მძიმედ ის იყო 1 კვირის წინ.

როგორც ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, ჩატარებული კვლევების შედეგად, ანალიზებში აღმოჩნდა არაერთი საეჭვო ნივთიერება.

საპატრიარქოში ეჭვობენ, რომ პატრიარქის თანამოსაყდრეს დროთა განმავლობაში, ეტაპობრივად წამლავდნენ. ჯერჯერობით საპატრიარქოში აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი არ გაკეთებულა.