ავტორი:

ჩაქუჩით მიყენებული ტრავმა თავში და ათობით ჭრილობა სხეულზე: მამაკაცი ახლად მოყვანილ მეუღლეს სასტიკად გაუსწორდა - რა დეტალები ხდება ცნობილი?

ჩაქუჩით მიყენებული ტრავმა თავში და ათობით ჭრილობა სხეულზე: მამაკაცი ახლად მოყვანილ მეუღლეს სასტიკად გაუსწორდა - რა დეტალები ხდება ცნობილი?

თბილისში მამაკაცმა ახლად მოყვანილ მეუღლეს სხეულზე ათობით ჭრილობა და თავის არეში ჩაქუჩით ტრავმა მიაყენა. უმძიმესი დანაშაულის დეტალებს "კურიერი" ავრცელებს.

მათი ცნობით, ქმარმა ცოლი საკუთარ სახლში ჯერ სასტიკად სცემა, შემდეგ კი სახრახნისით 33 ჭრილობა მიაყენა. მძიმედ დაშავებული ქალი, რომელიც ერთ-ერთი ცნობილი კლინიკის ექიმია, უმძიმედ მდგომარეობაშია. ის რეანიმაციულ განყოფილებაში უგონო მდგომარეობაში იმყოფება.

"კურიერის" ინფორმაციით, მამაკაცი წლების წინ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადიოდა მკურნალობას, ცოლი კი 6 თვის წინ მოიყვანა.

პოლიციამ 44 წლის მამაკაცი უკვე დააკავა და მას ბრალად ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა ედება.